მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა (35 02 01)

გამოყოფილია 100.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და ...

საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და სხვა) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა; მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია.

საპენსიო ასაკის მოსახლეობა და სპეციფიური კატეგორიები უზრუნველყოფილია პენსიით და სახელმწიფო კომპენსაციით.
·      სახელმწიფო გასაცემლები - სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია გაიცა სრულად და დროულად;
1 საბაზისო მაჩვენებელი - პენსია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (716.0 ათასამდე პენსიონერი); მიზნობრივი მაჩვენებელი - პენსია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (770.0 ათასამდე პენსიონერი); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ასაკით პენსიონერთა ნაკლები მომართვიანობა, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებით, ქვეყნის დატოვებით და სხვა გარემოებებით 2 საბაზისო მაჩვენებელი - კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (22.0 ათასამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები); მიზნობრივი მაჩვენებელი - კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (22.0 ათასამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კომპენსაციების მიმღებთა ნაკლები მომართვიანობა, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებით, ქვეყნის დატოვებით და სხვა გარემოებებით
1. საბაზისო მაჩვენებელი - პენსია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (716.0 ათასამდე პენსიონერი); მიზნობრივი მაჩვენებელი - პენსია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (770.0 ათასამდე პენსიონერი); მიღწეული მაჩვენებელი - განხორციელდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უზრუნველყოფა სახელმწიფო პენსიებით (726.0 ათასამდე პენსიონერი); 2.საბაზისო მაჩვენებელი - კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (22.0 ათასამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები); მიზნობრივი მაჩვენებელი - კომპენსაცია გაიცემა დროულად კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის (22.0 ათასამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები); მიღწეული მაჩვენებელი - განხორციელდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ბენეფიციართა უზრუნველყოფა სახელმწიფო კომპენსაციებით (21.6 ათასამდე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები); ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         პენსიის მიმღებთა მიზნობრივი მაჩვენებელი 770.0 ათასამდე პენსიონერი გათვლილი იყო სსიპ- სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით და მოიცავდა ყველა იმ პირს, რომელიც მიაღწევდა საპენსიო ასაკს და შესაბამისად მოიპოვებდა პენსიის დანიშვნის უფლებას. თუმცა საჯარო საქმიანობის განხორციელების (რაც წარმოადგენს პენსიის შეწყვეტის საფუძველს), ქვეყნის დატოვების ან სხვა გარემოების გამო დაფიქსირდა ნაკლები მიმართვიანობა. შესაბამისად, პენსიონერთა საშუალო რაოდენობა განისაზღვრა 726.0 ათასი პირით. ·         „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ცალკეული საფუძვლით (ნამსახურების ვადის ამოწურვა, მარჩენალის გარდაცვალება, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვა) მიმღებთა რაოდენობამ დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ მიაღწია ნაკლები მიმართვიანობის გამო და შეადგინა საშუალოდ 21.6 ათასი პირი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017