მოძებნე პროგრამის შედეგები

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში (35 02 04)

გამოყოფილია 76.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი შეღავათების დაფინანსება: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით; ...

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი შეღავათების დაფინანსება: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით; სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატი სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით; დანამატი, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმისთვის პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით). ასევე, განხორციელდება აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა).

გაუმჯობესდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახების სოციალური მდგომარეობა, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები/სოციალური პაკეტის მიმღები პირები მიიღებენ სახელმწიფო გასაცემელს გაზრდილი ოდენობით.
·      პენსიის/სოციალური პაკეტის დანამატით უზრუნველყოფილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები პირი, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალი. ასევე, ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - დაახლოებით 154 103 პენსიონერი, 33600 სოციალური პაკეტის მიმღები, ელექტროენერგიის შეღავათის მიმღები 70000 ოჯახი; სერვისებისთვის გაცემული რეკომენდაციების და სტანდარტების შესრულების მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პენსიონერთა/სოციალური პაკეტის მიმღებთა ნაკლები მიმართვიანობა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დასადგენად
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - დაახლოებით 154 103 პენსიონერი, 33 600 სოციალური პაკეტის მიმღები, ელექტროენერგიის შეღავათის მიმღები 70 000 ოჯახი; სერვისებისთვის გაცემული რეკომენდაციების და სტანდარტების შესრულების მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული მაჩვენებელი - სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო დაახლოებით 65 900 პენსიონერმა, სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო 13 000-მდე პირმა, ელექტროენერგიის შეღავათით უზრუნველყოფილი იქნა 70 000-მდე ოჯახი. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         პენსიის/სოციალური პაკეტის დანამატის მიმღებთა რაოდენობა, ასევე, ელექტროენერგიის შეღავათის მიმღებ აბონენტთა რაოდენობა 2017 წელს ზრდადი იყო, თუმცა არა იმ მასშტაბის რაც დაგეგმილი იყო, კერძოდ: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მიხედვით 2017 წელს პენსიონერთა საშულო რაოდენობა შეადგენდა 770 513 პირს, დანამატის სავარაუდო მიმღებთა რაოდენობად განვსაზღვრეთ 20%, ასევე 2017 წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა საშუალო ოდენობად აღებული იყო 168 000 პირი, ნავარაუდევი იყო, რომ პენსიის ანალოგიურად ამ კატეგორიის პირთა რაოდენობიდანაც 20% იქნებოდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019