მოძებნე პროგრამის შედეგები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (35 03 02)

გამოყოფილია 114.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი ...

მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით, იმუნიზაციის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ღონისძიებების განხორციელება.

გადამდები და არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება; დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; ტუბერკულოზით, აივ–ინფექცია/შიდსით და სხვა სოციალურად საშიში დაავადებებით ავადობის შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული ავადობის შემცირება; C ჰეპატიტის გავრცელების შემცირება.
·      გაუმჯობესებულია იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი; ·      ქვეყანაში გაუმჯობესებულია ინფექციური და პარაზიტული დაავადებების ეპიდზედამხედველობის სისტემა; ·      უზრუნველყოფილია გამოკვლეული დონორული სისხლისაგან დამზადებული სისხლის პროდუქტების უსაფრთხოება; ·      ტუბერკულოზის ინციდენტობა ქვეყანაში ხასიათდება კლების ტენდენციით; ·      აივ-ინფექცია/შიდსით და ტუბერკულოზით დაავადებული პირები უზრუნველყოფილნი არიან უფასო ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობით; ·      შენარჩუნებულია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია; ·      ნარკომანიით დაავადებული პირები უზრუნველყოფილი არიან საჭირო სამკურნალო და სარეაბილიტაციო ღონისძიებებით, მ.შ ჩამანაცვლებელი თერაპიით; ·      C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ჯამში მკურნალობაში ჩაერთო 20 000 - მდე პაციენტი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის თავიდან აცილება; ტუბერკულოზით, აივ–ინფექცია/შიდსით და სხვა პრიორიტეტული დაავადებებით ავადობის შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება; დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება და შენარჩუნებული იქნება მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით
1.საბაზისო მაჩვენებელი - დედიდან ბავშვზე აივ–ინფექცია/შიდსის გადაცემის თავიდან აცილება; ტუბერკულოზით, აივ– ინფექცია/შიდსით და სხვა პრიორიტეტული დაავადებებით ავადობის შემცირება და ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება; დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება; იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება და შენარჩუნებული იქნება მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით; მიღწეული მაჩვენებელი - მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია ჯანდაცვის პროგრამებით მოცული შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017