მოძებნე პროგრამის შედეგები

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა (35 05)

გამოყოფილია 60.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

შრომის ბაზარზე, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლა; შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესება/სრულყოფა და ამის საფუძველზე, რეკომენდაციების მეშვეობით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ...

შრომის ბაზარზე, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლა; შრომის დაცვის ნორმების გაუმჯობესება/სრულყოფა და ამის საფუძველზე, რეკომენდაციების მეშვეობით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესება; სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, მათთვის კონსულტაციების გაწევა, მომსახურებების განვითარება, შეზუღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობა, შრომის ბაზრის მოთხოვნის პერიოდული კვლევების განხორციელება და სამუშაოს მაძიებელთა დროებით დასაქმების ხელშეწყობა; ავტორიზებულ-აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული სამუშაოს-მაძიებლების მომზადება-გადამზადება; მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა; ინფორმაციის წყაროების გამოვლენა და სრულყოფა დამატებითი კვლევების საფუძველზე; შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა; შრომის ბაზრის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციის გავრცელება; უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.

შრომის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარული და ჰიგიენური პირობების, ასევე ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მომზადებული სტანდარტები; რეგისტრირებულ სამუშაოს-მაძიებელთა ზრდა; პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა ზრდა.
·      უზრუნველყოფილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების (უკუკავშირი და ანალიზი) გამართული ფუნქციონიება. ასევე განხორციელდა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები. დანერგილია შესაბამისი მექანიზმები შეზუღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. განვითარებულია საშუამავლო მომსახურება. რეგისტრირებულ სამუშაოს-მაძიებელთა რაოდენობა გაზრდილია; ·      ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ·      უზრუნველყოფილია შრომის ბაზარზე, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობას შესწავლა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა, არსებული შრომის პირობების დაცვის ნორმების გაუმჯობესება, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა, შრომის უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარული და ჰიგიენური პირობების, ასევე ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება;
1 საბაზისო მაჩვენებელი - შრომის უსაფრთხოებისა დაჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომზადებული სტანდარტების რაოდენობა - 3; მიზნობრივი მაჩვენებელი - შრომის უსაფრთხოებისა დაჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომზადებული სტანდარტების რაოდენობა - 4; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 12-15%; შესაძლო რისკები - პროგრამით მოსარგებლე დამსაქმებელთა მცირე რაოდენობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა - 47000; მოძიებული ვაკანსიების რაოდენობა - 2400; მიზნობრივი მაჩვენებელი - დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობის 10%-ით გაზრდა; მოძიებული ვაკანსიების რაოდენობა - 2600; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 18-25%; შესაძლო რისკები - რეგისტრაციის მსურველთა მცირე რაოდენობა; შესაბამისი ახალი სამუშაო ადგილების ნაკლებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებული - 10-15%; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებული - 15-22%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 18-25%; შესაძლო რისკები - სამუშაო ადგილების სიმწირე 4 საბაზისო მაჩვენებელი - დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება - 70%; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა განვითარება 75%; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება - 100%; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა განვითარება 100%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - განხორციელების ვადები
1.საბაზისო მაჩვენებელი - შრომის უსაფრთხოებისა დაჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომზადებული სტანდარტების რაოდენობა - 3; მიზნობრივი მაჩვენებელი - შრომის უსაფრთხოებისა დაჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომზადებული სტანდარტების რაოდენობა - 4; მიღწეული მაჩვენებელი- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დამუშავებულია 3 სტანდარტი. 2. საბაზისო მაჩვენებელი - დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა - 47000; მოძიებული ვაკანსიების რაოდენობა - 2400; მიზნობრივი მაჩვენებელი - დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობის 10%-ით გაზრდა; მოძიებული ვაკანსიების რაოდენობა - 2600; მიღწეული მაჩვენებელი - გაზრდილია დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა 35 %-ით, ხოლო მოძიებული ვაკანსიების რაოდენობა 5 711; 3. საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებული - 10-15%; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებული - 15-22%; მიღწეული მაჩვენებელი - პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულია -26%; 4. საბაზისო მაჩვენებელი - დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება - 70%; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა განვითარება 75%; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება - 100%; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა განვითარება 100%; მიღწეული მაჩვენებელი - აღნიშნული საკითხი გადავიდა ეკონომიკის სამინისტროში. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         ევრო-დირექტივები მზადდება ევროკავშირის „დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა 2015 წლის მაისიდან - 2017 წლის მაისის ჩათვლით. 2017 წლის დასაწყისიდან მაისამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ 3 ევრო-დირექტივის მომზადება, ხოლო შემდეგ ტექნიკური დახმარების პროექტის შრომის უსაფრთხოების მიმართულების დახურვის გამო, შეწყდა ტრანსპოზიციის პროცესი. დარჩენილი ევროდირექტივების განხილვა დაგეგმილია 2018-2019 წლების განმავლობაში; ·         დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობის მიზნობრივი მაჩვენებელი (63 316) საბაზიზო მონაცემებთან (47 000) მიმართებაში გაზრდილია, რაც გამოწვეულია სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლების გააქტიურებით; ·         „შრომის ბაზრის ანალიზის, ინფორმაციული სისტემის დანერგვა/განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი იყო დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა განვითარება. 2017 წლის ივლისიდან აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017