მოძებნე პროგრამის შედეგები

ენერგეტიკის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა (36 01)

გამოყოფილია 103 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აპარატი; სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია; ...

ენერგეტიკის უსაფრთხოების სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგი და მათი განხორციელების კოორდინაცია; ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება; ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და საქართველოს ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; არსებული წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, მოქმედი ინვესტორების საქმიანობის კოორდინაცია, აღნიშნულის ფარგლებში ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონოტორინგი, კომპანიების ყოველწლიური სამუშაო გეგმების და ბიუჯეტების განხილვა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი; ინვესტორებისაგან ყველა სახის ტექნიკური ინფორმაციის მიღება, დამუშავება, სისტემატიზაცია, ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა; შავი ზღვის შელფის საქართველოს ნაწილზე ნახშირწყალბადების რესურსების ათვისების მიზნით პოტენციური ინვესტორების მოძიება; საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (იმერეთის, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამეგრელოს, რაჭის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის) გაზის გარეშე არსებული სოფლების გაზიფიცირება; ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება შესაბამის პერიოდებში პროგრამით განსაზღვრული ბენეფიციარებისათვის; ქარის, მზის და ბიომასის ელექტროსადგურების განვითარება;

ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის დონის ამაღლება. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარება ენერგომომარაგების უზრუნველყოფის გზით. ენერგომატარებლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და გაზრდა. ახალი საბადოების გახსნა/ათვისება. საქართველოს ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. თანამედროვე მოთხოვნების ნავთობ/გაზგადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, საერთაშორისო ნორმების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვა. ახალი ქარის და მზის ელექტროსადგურების და ბიომასის თბოელექტროსადგურის მშენებლობა
გაფორმებული მემორანდუმები ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და ოპერირებაზე. ექსპლუატაციაში შესული 5 ახალი ჰიდროელექტროსადგური. გაზიფიცირებული ახალი აბონენტები. ნავთობისა და გაზის რესურსების სარგებლობისა და ოპერირების 5 ახალი გენერალური ლიცენზია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაბამისად განხორციელდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გაწერილი გეგმის მიხედვით; დღეისათვის გაცემულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 19 გენერალური ლიცენზია 10 კომპანიაზე. დღეისათვის გაზიფიცირებულია 1 053 000 აბონენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაზიფიცირებული 1 100 000 აბონენტი; ნავთობ/გაზპროდუქტების ეროვნული წარმოების განვითარება; ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლება.; ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა. ახალი ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობის ზრდა 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს ქარის და მზის ელექტროსადგურების და ბიომასის თბოელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა,; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი ქარის და მზის ელექტროსადგურების და ბიომასის თბოელექტროსადგურის მშენებლობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30 % - ვადები; შესაძლო რისკები - ბუნებრივი პირობები, კვლევის დასრულების ვადები, შესყიდვისა და სატენდერო პროცედურები
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ინტეგრაციისათვის. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 19 გენერალური ლიცენზია. გაზიფიცირებული 1 053 000 აბონენტი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი გაზიფიცირებული 1 100 000 აბონენტი. ნავთობ/გაზპროდუქტების ეროვნული წარმოების განვითარება. ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დონის ამაღლება. ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდა. ახალი ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობის ზრდა. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი სამუშაოების დასრულების შემდეგ გაზიფიცირებული 1 079 000 აბონენტი. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 5 ახალი გენერალური ლიცენზია. 46 პოტენციური ელექტროსადგური: ჯამური დადგმული სიმძლავრე 990 მგვტ. ექსპლუატაციაში შევიდა 5 ახალი ჰესი: ჯამური დადგმული სიმძლავრე 234.1 მგვტ.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017