მოძებნე პროგრამის შედეგები

სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა (37 02)

გამოყოფილია 110.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“; სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტო“

პროგრამის აღწერა და მიზანი

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი; ...

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი; ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელება და ლაბორატორიული კვლევა; ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება; პესტიციდების/აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და ვეტერინარული აფთიაქებისა და სამკურნალოების მონიტორინგი; სურსათის ხარისხისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების, მცენარეთა საკარანტინო და სხვა მავნე ორგანიზმებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ლაბორატორიული კვლევა.

სამომხმარებლო ბაზარზე მავნე სურსათის რეალიზაციის ფაქტების შემცირება/აღკვეთა. ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა/შენარჩუნება, სამომხმარებლო ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების განთავსება. განსაკუთრებით საშიში მავნებლებისაგან სტრატეგიული სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა და მოსავლის შენარჩუნება. ბაზარზე უსაფრთხო ვეტ-პრეპარატების მიმოქცევა და წუნდებული პროდუქციის შემცირება/აღკვეთა.
·   გატარებული ღონისძიებების შედეგად სამომხმარებლო ბაზარზე შემცირებულ იქნა მავნე სურსათის რეალიზაციის ფაქტები. ·   ცხოველთა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ განხორციელებული პროფილაქტიკური ვაქცინაციის და დაავადების კერებში გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში მიღწეულია სტაბილური ეპიზოოტიური სიტუაცია. შემცირებულია ცხოველებში და ადამიანებში ზოონოზური დაავადებებით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა. თავიდან არის აცილებული საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვის რისკები (ექსპორტი, ტრანზიტი). ხელსაყრელი გარემოა შექმნილი ცოცხალი ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით. იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საშუალებით გაადვილებულია მიკვლევადობის პროცესი. ·   მავნებლის გავრცელების კერებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბიოლოგიურმა ეფექტმა შეადგინა 80-85%, დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი. ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად დროულად განისაზღვრა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ვადები და ჩატარების ადგილები. ·   გატარებული ღონისძიებების შედეგად შემცირებულ იქნა ბაზარზე უხარისხო ვეტერინარული პრეპარატების მიმოქცევის ფაქტები. ·   ლაბორატორიულად გამოკვლეულ 385 321 ნიმუშზე ჩატარდა 400 019 კვლევა და საკვებისა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტირებისას დაავადებები გამოვლინდა შემდეგ შემთხვევებში: ცოფი - 39, ბრუცელოზი - 5454, ცხოველთა პარაზიტული დაავადება - 88, პასტერელოზი - 38, სალმონელოზი - ცხოველებში 9 და საკვებში 63, მასტიტი - 319, ბრადზოტი - 9, ენტეროტოქსემია - 2, ჯილეხი - 21, თურქული - 607, ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები - 304, მეზოფილური აერობები და ფაკულტატური ანაერობები - 293, S.Aureus – 16, E.COLI – 48. მცენარეთა დიაგნოსტირებისას დაზიანებები გამოვლინდა შემდეგ შემთხვევებში: ენტომოლოგიური - 47, მიკოლოგიური - 163, ბაქტერიოლოგიური - 15, ფიტოპათოლოგიური - 8, ჰელმინთოლოგიური - 16, ვირუსოლოგიური - 4. ·   საინფორმაციო კამპანიის შედეგად მოსახლეობას აქვს შესაბამისი ცოდნა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის და გაზრდილია ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხარისხი. განთავსებული ფერომონიანი საჭერებიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა მავნებლის გავრცელების არეალი და დაიგეგმა შეწამვლითი ღონისძიებები ჩატარებული შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად შემცირდა მავნებლის პოპულაციის რიცხოვნობა და სასოფლო სამეურნეო კულტურებზე მათ მიერ გამოწვეული ზარალი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლები მოცემულია თითოეული ქვეპროგრამის მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან; მავნებელი სურსათით გამოწვეული მოწამვლის შემთხვევების რაოდენობა; ცხოველთა დაავადებების, ცხოველის და ადამიანის საერთო დაავადებების რაოდენობა. სამომხმარებლო ბაზარზე ფალსიფიცირებული ვეტერინარული პრეპარატების რაოდენობა; შესაძლო რისკები - ქვეყანაში ახალი დაავადების დაფიქსირება. ცხოველთა სულადობის ცვლილება. კლიმატური პირობები
საბაზისო მაჩვენებელი 2016 წელი: ·      ინსპექტირებულია სულ 8 224 ბიზნესოპერატორი, (მათ შორის გეგმური 5 381, არაგეგმური ინსპექტირება (მ.შ აღიარება) 613). თურქულზე განხორციელებული მასიური ვაქცინაციების შედეგად (ვაქცინირებულია 1 465 966 მრპ და 1 534 680 წრპ) ქვეყანაში არ ფიქსირდება დაავადების ეპიდაფეთქებები; ჯილეხზე ვაქცინირეულია 459 325 მრპ, 625 176 წრპ და 5 777 კენტჩლიქიანი ცხოველი; ·   გამოვლინდა ჯილეხის 18 შემთხვევა ცხოველებში, ხოლო 27 ადამიანებში; ·   ცოფზე ვაქცინირებულია 259 706 ძაღლი და კატა, გამოვლინდა ცოფის 53 შემთხვევა ცხოველებში, ხოლო ადამიანებში ჰიდროფობიის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბრუცელოზის დაავადების დეტექციის მიზნით განსაზღვრულ რეგიონებში განხორციელდა ცხოველების 97%-ის გამოკვლევა (193 517 მრპ); ·   ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია-რევაქცინაციებით დაავადების გავრცელების რისკი დაყვანილია მინიმუმამდე, ვაქცინირებულია 234 978 მრპ; ·   ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია-რევაქცინაციებით დაავადების გავრცელების რისკი დაყვანილია მინიმუმამდე, ვაქცინირებულია 870 317 წრპ; ·   წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია-რევაქცინაციებით დაავადების გავრცელების რისკი დაყვანილია მინიმუმამდე, ვაქცინირებულია 2 079 242 წრპ; ·   იდენტიფიკაცია ჩაუტარდა 508 998 სულ მსხვილფეხა და 194 186 სულ წვრილფეხა პირუტყვს; ·   ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) 5 პუნქტზე დამუშავებული იქნა 377 212 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ქვეყნის ტერიტორიაზე საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა 27 443.63 ჰექტარ ფართობზე, დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი, ბიოლოგიურმა ეფექტურობამ შეადგინა 80%-ი. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგი მიზნით აღებულია და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა 296 ნიმუშს. შემოწმებულია 230 ობიექტი, რაც მაშინდელი მდგომარეობით კონტროლქვემდებარე ობიექტების 53%-ს შეადგენს. შემოწმებული ობიექტებიდან დაჯარიმდა 7; ·   აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 200 ნიმუში, რაც მაშინდელი მდგომარეობით დარეგისტრირებული პრეპარატების 20%-ს შეადგენს. განხორციელდა ლაბორატორიული კვლევა ყველა წარმოდგენილ ვარგის 294 128  ნიმუშზე. შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებლები მიზნობრივი მაჩვენებელი ·   სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან; ·   მოსალოდნელია მავნებელი სურსათით გამოწვეული მოწამვლის შემთხვევების შემცირება; ·   2017 წელს განხორციელდება რეგისტრირებული ბიზნესოპერატორთა 16% -ის ინსპექტირება და 8 000-მდე ბიზნესოპერატორის მონიტორინგი-დოკუმენტური შემოწმება; ·   2017 წელს განხორციელდება სავარაუდოდ სურსათისა და სასმელი წყლის 3 900-მდე ნიმუშის/სინჯის აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა; ·   თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის შემდგომ ვაქცინაციის წარმატების ხარისხის (70%-ზე მაღალი) და ვირუსის ცირკულაციის განსაზღვრა; ·   ჯილეხის გამოვლინების მინიმიზაცია - არაუმეტეს 25 ეპიდაფეთქება ცხოველებში და 50 ადამიანებში; ცოფის არაუმეტეს 100 შემთხვევა ცხოველებში, ვაქცინაციის წარმატების ხარისხის განსაზღვრა (80%-ზე მაღალი); ·   რისკის ქვეშ მყოფი სულადობის ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მინიმუმ 80% იანი დაფარვით; ·   ადამიანებში ყირიმ-კონგოს გამოვლენის ადგილებში სადგომების ინსექტო-აკარიციდული დამუშავება, რაც განაპირობებს ადამიანების დაცვას დაინფიცირებისგან (არაუმეტეს 10 ადამიანის შემთხვევისა); ·   რისკის ქვეშ მყოფი სულადობის ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მინიმუმ 80% იანი დაფარვით, ასევე რისკის ქვეშ მყოფი მოზარდი წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მინიმუმ 80% იანი დაფარვით, პოსტვაქცინალური დაჭიმულობის ხარისხი იქნება 70% ზე მაღალი; ·   მსხვილფეხა პირუტყვის დაახლოებით 70%-იანი იდენტიფიცირება და წვრილფეხა პირუტყვის დაახლოებით 50% იანი იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებული პირუტყვის 70% რეგისტრაცია პროგრამაში; ·   დაავადების დეტექციის მიზნით განხორციელდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები ·   დაგეგმილი სადიაგნოსტიკო კვლევების 80% ის შესრულება; ·   გარეგანი პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების პრევენციის მიზნით ბიოუსაფრთხოების პუნქტებზე მიგრაციული ცხოველების გაბანება ინსექტოაკარიციდული პრეპარატებით (მიგრაციული ცხოველების 30%); ·   დაავადების გამოვლინების შემთხვევაში ცხოველთა იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია და სხვა ვეტ-სანიტარული ღონისძიებები (დაავადებების შემთხვევების 100%-ში); ·   მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ დამუშავებულ ფართობებზე ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობა არანაკლებ 80 %-ი; ·   კალიების და სხვა მავნე მწერების გავრცელების აღსაკვეთად სავარაუდოდ 40 000 ჰა ფართობის შეწამვლა. ·   გეგმიური ინსპექტირება კონტროლქვემდებარე ობიექტების 3-20% მიმართულების შესაბამისად და არაგეგმიური ინსპექტირება ყველა შემოსული ინფორმაციის საფუძველზე; ·   200 ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა; ·   საკვლევად წარმოდგენილი ყველა ვარგისი ნიმუშის გამოკვლევის დრო და სიზუსტე. ·   აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მიზნით 48 544 ჰექტარი თხილის ფართობის 2 ჯერადი დამუშავება. მიღწეული მაჩვენებელი ·   2017 წელს სულ განხორციელდა 10 127 ინსპექტირება, (კერძოდ: გეგმური ინსპექტირება - 4 425; არაგეგმური ინსპექტირება - 782); არაგეგმური ინსპექტირება აღიარების მინიჭების მიზნით - 296; გადამოწმება განხორციელდა 4 624 ბიზნესოპერატორთან, ხოლო მონიტორინგი - დოკუმენტური შემოწმება - 8 438 ბიზნესოპერატორთან. სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულებასა და სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე განხორციელდა 706 ზედამხედველობა. მონიტორინგის ფარგლებში სათანადო წესით აღებულია და ლაბორატორიულად გამოკვლეულია 4 761 ნიმუში/სინჯი, დარღვევა გამოვლინდა 811 (17%) ნიმუშში; ·   თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის შემდგომ პოსტვაქცინალური იმუნური ფონი კვლევების შედეგად პირველად მონაცემებზე დაყრდნობით არის 75%-ი. ასევე განისაზღვრა ქვეყანაში თურქულის ვირუსის ცირკულაციის დონე, რა მიზნითაც აღებული იქნა დაგეგმილი ნიმუშების როდენობის 100%-ით. რისკზე დაფუძვნებული სტრატეგიის მიხედვით ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად (პირველადი მონაცემებით იმუნიზირებულია გეგმით გათვალისწინებული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის 102%-ი) თავიდან არის აცილებული დაავადების ქვეყანაში შემოჭრა/გავრცელების საფრთხე. ვაქცინირებულია 1 000 915 მრპ და 1 660 625 წრპ. სიტუაცია არ შეცვლილა 2016 წელთან შედარებით, ვინაიდან დაავადების გამოვლინებას არცერთ წელში ადგილი არ ჰქონია. ·   ცხოველებში ჯილეხის ეპიდ აფეთქება დაფიქსირდა 15 ცხოველში (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით ნაკლები) და ადამიანებში 34 შემთხვევა (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით ნაკლები). ჯილეხის დაავადების გამოვლინების მინიმიზირება განხორციელდა რისკების შესაბამისად პირველად მონაცემებზე დაყრდნობით გეგმით გათვალისწინებული ამთვისებელი ცხოველების (მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვი და კენტჩლიქიანი ცხოველი) 105%-ის იმუნიზაციით, ვაქცინირებულია 385 372 მრპ, 655 680 წრპ და 5 079 კენტჩლიქიანი ცხოველი. დაავადების გამოვლინება 2016 წელთან შედარებით ცხოველებში შემცირდა 17%-ით, ხოლო ადამიანებში გაიზარდა 26%-ით. ·   ცხოველებში გამოვლენილია ცოფის 40 შემთხვევა (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 60%-ით ნაკლები), თავიდან აცილებულია ადამიანებში ჰიდროფობიის გამოვლინება. პოსტვაქცინალური იმუნური ფონი კვლევების შედეგად არის 90%-ი (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 12,5%-ით მეტი). დაავადების გამოვლინების მინიმიზირების ძირითადი შედეგია პირველად მონაცემებზე დაყრდნობით გეგმით გათვალისწინებული ცხოველების 97%-ი ვაქცინაციითა და მაღალი პოსტვაქცინალური იმუნური ფონის მიღწევით, ვაქცინირებულია 263 271 ძაღლი და კატა და 17 006 მრპ. დაავადების გამოვლინება 2016 წელთან შედარებით ცხოველებში შემცირდა 25%-ით, ადამიანებში დაავადების გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია. ·   პირველადი მონაცემებით რისკის ქვეშ არსებული გეგმით გათვალისწინებული ცხოველების ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 123%-ს (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით მეტი), რის შედეგადაც დაავადების გამოვლინებები იყო სპორადული ხასიათის და ეპიზოოტიური სიტუაციის გართულებას ადგილი არ ჰქონია, ვაქცინირებულია 286 402 მრპ; ·   ადამიანებში ყირიმ-კონგოს გამოვლენის ადგილებში დამუშავებული იქნა რისკის ქვეშ მყოფი ცხოველები და მათი სადგომები (პირველადი მონაცემებით დამუშავებულია გეგმით გათვალისწინებული მსხვილფეხა და მათი სადგომების 197%-ი), გამომდინარე აღნიშნულიდან ადამიანებში 5 შემთხვევაზე მეტი გამოვლინება არ დაფიქსირებულა (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით ნაკლები), დამუშავებულია 22 512 მრპ და 1 143 სადგომი. დაავადების გამოვლინება ადამიანებში მოიმატა 25%-ით; ·   რისკის ქვეშ მყოფი წვრილფეხა პირუტყვის, ცხვრისა და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებელი შეადგენს 107%-ს (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 33%-ით მეტი), ვაქცინირებულია 826 332 წრპ. დაავადების გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია; ·   მოზარდი წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი პირველადი მონაცემებით შეადგენს 114%-ს (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 42%-ით მეტი), პოსტვაქცინალური იმუნური ფონი კვლევების შედეგად არის 98%-ი (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით მეტი), ვაქცინირებულია 341 461 წრპ. დაავადების გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია. ·   პირველადი მონაცემებით იდენტიფიცირებულია საორიენტაციო გეგმით გათვალისწინებული პირუტყვის 128%-ი (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 82%-ით მეტი) და საორიენტაციო გეგმით გათვალისწინებული წვრილფეხა პირუტყვის 19%-ი (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით ნაკლები), რაც გამოწვეულია წვრილფეხა პირუტყვში იდენტიფიცირების შემდგომ გარკვეული გართულებებით (დაჩირქდა იდენტიფიცირების ადგილები), რის გამოც წვრილფეხა პირუტყვის მასიური იდენტიფიკაციის კამპანია დროებით შეჩერდა. მონაცემთა ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულია იდენტიფიცირებული ცხოველების 75%-ი (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტი), იდენტიფიცირებულია 414 197 მრპ და 114 528 წრპ. ·   დაავადების დროული დიაგნოსტირებით მყისიერად განხორციელდა ცხოველთა იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია რის შედეგადაც მოხდა დაავადების პირველად კერებში ლოკალიზაცია და მათ ფართო გავრცელებას ადგილი არ ჰქონია. დაგეგმილი სადიაგნოსტიკო კვლევები განხორციელდა 100%-ით (მოსალოდნელ მინიმალურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით მეტი). ·   ცოცხალი ცხოველის ბიოლოგიურ სითხეებში და ქსოვილებში ანაბოლური მოქმედების მქონე ნივთიერებების, აკრძალული ნივთიერებების (საქართველოს მთავრობის N22 დადგენილების მიხედვით „ა“ ჯგუფი) ვეტერინარული პრეპარატების და სხვა დამაბინძურებლების მონიტორინგის მიზნით აღებული იქნა 320 ნიმუში. ·   გარეგანი პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების პრევენციის მიზნით ვეტერინარული ზედამხედველობის (ბიოუსაფრთხოების) 5 პუნქტზე დამუშავებული იქნა 643 281 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი დაგეგმილი სულადობის 92%-ი, გასულ წელთან შედარებით 70%-ით მეტი. ·   განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ დამუშავდა 17 057.8 ჰექტარი ფართობი, დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი, ბიოლოგიურმა ეფექტურობამ შეადგინა 80%-ი. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგი მიზნით აღებულია და ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა 337 ნიმუშს. საკარანტინო მავნე ორგანიმზების მონიტორინგის მიზნით აღებულია 1 028 ნიმუში. კონტროლის პროგრამის მიმდინარეობისას ლაბორატორიიდან მიღებული 45 გამოცდის ოქმების საფუძველზე გამოვლინდა საქართველოსათვის საკარანტინო 5 მავნე ორგანიზმი. ·   შემოწმებული იქნა 250 ობიექტი (ვეტაფთიაქები, ვეტსამკურნალოები და სხვა); ვეტერინარული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგის მიზნით შეძენილი და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადაცემული იქნა ვეტერინარული პრეპარატის 227 ნიმუში; საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული პრეპარატების გამოყენების წესის დაცვაზე მონიტორინგის მიზნით შემოწმდა 12 ობიექტი; სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებაზე ნებართვის მიცემის მიზნით განხორციელდა 7 ობიექტის სარეგისტრაციო შემოწმება ვეტერინარული და ცხოველთა ჭერის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების რეესტრში შეყვანის მიზნით. ·   დამუშავებულ ადგილებში მკვეთრად შემცირდა კოღოების რიცხოვნობა, არ აღნიშნულა დაავადებების გადატანის შემთხვევები. ·   განხორციელდა ლაბორატორიული კვლევა ყველა წარმოდგენილ ვარგის 82 586 ნიმუშზე. ·   აზიური ფაროსანას პირველი და მეორე თაობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა დასავლეთ საქართველოში, დამუშავდა თხილსა და სიმინდის ფართობები -110 000 ჰექტარზე, მათ შორის მუნიციპალიტეტებზე გადაცემული ინსექტიციდებით დამუშავდა 51 583.3 ჰა ფართობი, სააგენტოს სპციალური ტექნიკის გამოყენებით - 58 416.8 ჰა ფართობი; ·   მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა 800 000 საინფორმაციო ბროშურა; ·   მავნებლის გავრცელების არეალის დადგენისა და შეწამვლითი ღონისძებების დაგეგმვის მიზნით განთავსდა 21 000 ფერომონიანი საჭერი; ·   ღონისძიებებში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მიზნით მუნიციპალიტეტებზე გადასაცემად სააგენტომ შეიძინა 230 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდი და 230 000 ცალი ფერომონი. მუნიციპალიტეტების მიერ თითოეულ მოსახლეს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცათ 1 ლიტრი ბიფენტრინი და 1 ცალი ფერომონი გამოყენების ინსტრუქციებთან ერთად. სააგენტომ დაიქირავა ავიაციის მომსახურება და შეწამლა 1 400 ჰექტარი მიწის ნაკვეთები სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ·   დაგეგმილი 8 000 ინსპექტირებიდან შესრულებულია 2 127 ინსპექტირებით მეტი (127%); დაგეგმილი 3 900 ასაღები ნიმუშიდან აღებულია 861 ნიმუშით მეტი (122%); დაგეგმილი 8 000 მონიტორინგი-დოკუმენტური შემოწმებიდან განხორციელებულია 438 -ით მეტი (105%). ·   ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ქვეპროგრამის ფარგლებში საორიენტაციო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები შესრულებული იქნა 97%-ით, რაც გამოწვეულია წვრილფეხა პირუტყვში იდენტიფიცირების შემდგომ გარკვეული გართულებებით (დაჩირქდა იდენტიფიცირების ადგილები), რის გამოც წვრილფეხა პირუტყვის მასიური იდენტიფიკაციის კამპანია დროებით შეჩერდა). ·   კალიების და სხვა საშიში მავნებლების გავრცელების არეალის შემცირებიდან გამომდინარე, დაგეგმილი 42 000 ჰექტრის ნაცვლად დამუშავდა 17 057.8 ჰექტარი. სამუშაოები შესრულებულია 43 %-ით. ·   საკარანტინო მავნე ორგანიმზების მონიტორინგის მიზნით, ლაბორატორიული კვლევებისათვის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 2 000 ნიმუშის აღება, თუმცა სოფლის მეურნების მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ N2-14 ბრძანებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე დამტკიცდა 980 ნიმუშის აღება. 2017 წლის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 1 028 ნიმუშს. დამატებით 48 ნიმუშის აღება გამოწვეული იქნა მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის სწრაფი ზრდითა და ახალი მავნე ორგანიზმების გამოჩენით. ლაბორატორიული კვლევა შესრულებულია 105 %-ით. ·   ლაბორატორიული კვლევებისათვის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 300 ნიმუშის აღება, თუმცა სოფლის მეურნების მინისტრის 2017 წლის 24 იანვრის „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ N 2-14 ბრძანებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე დამტკიცდა 338 ნიმუშის აღება. 2017 წლის განმავლობაში აღებულია 337 ნიმუში, რადგან საჭირო გახდა 2 კომპონენტიანი პესტიციდის ნიმუშის აღება, რის გამოც პესტიციდების ასაღები ნიმუშების რაოდენობა შემცირდა ერთით. შესრულდა 99,7 %-ით. ·   თხილის ფართობები ნაცვლად დაგეგმილი ორჯერადი წამლობისა დამუშავდა ერთჯერადად. პირველი წამლობა განხორციელდა 12 ივნისიდან 10 ივლისამდე, რაც გამოიწვია იმ გარემოებებმა, რომ დაბალი ტემპერატურის გამო აზიური ფაროსანა გვიან გამოვიდა მეზამთრეობის ადგილებიდან, ასევე დასავლეთ საქართველოში მაის-ივნისის თვეში მოვიდა უჩვეულოდ ჭარბი ნალექი და შეაფერხა წამლობების დაწყება. ვინაიდან გამოყენებული პრეპარატის ლოდინის პერიოდი (ვადა ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე) შეადგენს 30 დღეს, მეორე წამლობის დაწყების თარიღი ემთხვეოდა მოსავლის  აღების პერიოდს, იქმნებოდა პრეპარატის თხილის ნაყოფში  ნაშთის სახით დაგროვების საფრთხე, რის გამოც დაგეგმილი მეორე წამლობა არ შედგა. აგვისტოს დასაწყისში სიმინდის რძისებრ სიმწიფეში შესვლასთან დაკავშირებით  აზიური ფაროსანა მასიურად გადავიდა  სიმინდის ნათესებში, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში არსებულ ხეხილოვან მცენარეებსა და ბოსტნეულში. ზარალის თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა სააგენტოს ხელთ არსებული ტექნიკის გამოყენება და სააგენტოს ძალებით დამუშავდა 58 416,8 ათასი ჰექტარი ფართობი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019