მოძებნე პროგრამის შედეგები

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება (37 03)

გამოყოფილია 90.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენების და პრეს ტურების მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება სხვადასხვა წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებები; ...

ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაციების, კონკურსების, გამოფენების და პრეს ტურების მოწყობა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება სხვადასხვა წარმომადგენლობითი და კულტურული ღონისძიებები; სპეციალიზირებული უცხოური ჟურნალებისათვის საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება-გამოქვეყნება; სარეკლამო რგოლების დამზადება და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საჭირო სხვა ღონისძებების განხორციელება; ალკოჰოლიანი სასმელების სასერთიფიკაციო ან/და სერტიფიცირებული პარტიებიდან აღებული ნიმუშების შედარების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიული კვლევის ჩატარება; მევენახეობის კადასტრის დანერგვა; ვენახების ფართობების აღრიცხვა; საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი წიპწების და მერქნის შესწავლის ხელშეწყობა მოლეკულური გენეტიკის და ამპელოგრაფიის მეთოდებით და თანამონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში წიპწების მოპოვების მიზნით; მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირების განხორციელება.

ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისება და არსებულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდა;. მომხმარებლის დაცვა ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან. ვენახების ფართობებისა და ვაზის ჯიშების დადგენა. ვაზის წარმოშობის შესახებ ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგის გამოყენებით ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოს ბაზარზე.
·   ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 288 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 180% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 846.3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ 2016 წელთან შედარებით 148%-ს მიაღწია. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46% შეადგინა. ·   საკადასტრო აზომვებით ახმეტის მუნიციპალიტეტში დადგენილი იქნა ვენახების ფართობები. ·   დადგენილი იქნა ვაზის ჯიშები. ·   ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი ცენტრის, მდიდარი გენოფონდის მქონე ქვეყნის შესახებ, რითაც გაიზარდა ინტერესი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლები მოცემულია თითოეული ქვეპროგრამის მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ღვინის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები; . ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება
საბაზისო მაჩვენებელი ·   2016 წლის მონაცემებით - საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50.0 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. მოეწყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 18 გამოფენა მსოფლიოს 8 ქვეყანაში. 93 ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია 11 ქვეყანაში, 5 ღვინის ფესტივალი (მათ შორის ერთი სინგაპურში 4 საქართველოში) და ღვინის კვირეული საქართველოში; ·   2016 წელს თელავის მუნიციპალიტეტში აღირიცხა 5 477.2 ჰა ვენახი, დადგენილი იქნა 13 ვაზის ჯიში. ·   ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით კახეთის მოსახლებამ მიიღო 97.0 მლნ ლარი, რაჭის მოსახლეობამ კი 2.5 მლნ ლარი, სულ 99.5 მლნ ლარი. ღვინის კომპანიების მიერ მიღებული იქნა და გადამუშავდა 117.8 ათასი ტონა ყურძენი; ·   მოლეკულური მარკერებით დახასიათებული იქნა ვაზის აბორიგენული ჯიშებისა და ველური ვაზის 66 ნიმუში; ·   საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალში INTERNATIONAL JOURNAL OF BIOMETEOROLOGY გამოქვეყნებული იქნა 1 სტატია ‘Grapevine phenology and climate change in Georgia’. შეკრებილი იქნა მასალები სტატიის მოსამზადებლად აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში (PNAS) 2017 წელს გამოსაქვეყნებლად. ·   განხორციელდა ერთობლივი არქეოლოგიური გათხრები მარნეულის რაიონში მდებარე ე.წ. „შულავერის კულტურის“ ნეოლითურ ნასახლარებზე სახელწოდებით „გადაჭრილი გორა“ და „შულავერის გორა“. გათხრები ჩატარდა 10 სექტორში და შესაბამისად მომზადდა 10 არქეოლოგიური მასალა. შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებლები მიზნობრივი მაჩვენებელი ·   ღვინის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები; ·   ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება. მიღწეული მაჩვენებელი ·   ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76.7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 283.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წელთან შედარებით 46% შეადგინა. მოეწყო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 21 გამოფენა მსოფლიოს 8 ქვეყანაში, გაიმართა 196 დეგუსტაცია პრეზენტაცია. ღვინის 6 ფესტივალი, ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი და ქართული ღვინის კვირეული საქართველოში. ·   შესყიდული და გადამუშავებულია 125.8 ათას ტონამდე ყურძენი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019