მოძებნე პროგრამის შედეგები

სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება (37 04)

გამოყოფილია 101.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“

პროგრამის აღწერა და მიზანი

აგრარულ სფეროში დასაქმებულთათვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერების დონის ამაღლება; ...

აგრარულ სფეროში დასაქმებულთათვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერების დონის ამაღლება; საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების მიკროსასელექციო გუნდების შექმნა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების გენოფონდის მოძიება, აღდგენა, კონსერვაცია, საკოლექციო და სადედე ნარგაობების შექმნა; ერთწლოვანი კულტურების პირველადი მეთესლეობის განვითარება; თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტების შესამაბისად; ბიოაგროწარმოების დანერგვის ხელშეწყობა; სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასება; ხილისა და ბოსტნეულის შენახვის უნარიანობისა და ნედლად შენახვის ტექნოლოგიების კვლევა-შემუშავება; საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა რეგიონების ნიადაგების მდგომარეობის შესწავლა და სათანადო ღონისძიებების გატარება;

საქართველოში მოძიებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სამეურნეო-სასარგებლო მწერების ადგილობრივი ჯიშებისა და პოპულაციების ტიპიური სულადობის მოშენება და შენარჩუნება. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება, რეკომენდაციები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ; მცენარეთა მოვლა-მოყვანის და ბიოპროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა; ნიადაგის ლაბორატორიული კვლევების ერთიანი მეთოდოლოგიის შექმნა; ნედლადშენახვის, შრობისა და სწრაფგაყინვის ოპტიმალური რეჟიმების დადგენა ნედლეულის სახისა და ჯიშური თავისებურებების გათვალისწინებით;
·   მიმდინარე კვლევები საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და კომერციულად სასარგებლო მწერების ადგილობრივ ჯიშებზე; ·   მიმდინარე კვლევები ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე; ·   მიმდინარე კვლევები მცენარეთა მოვლა-მოყვანის ბიოლოგიური და ეკოლოგიური ტექნოლოგიების მიმართულებით; ·   მიმდინარე კვლევები ნედლად შენახვის, შრობისა და სწრაფ გაყინვის ოპტიმალური რეჟიმების მიმართულებით; ·   მიმდინარე კვლევები ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლის მიზნით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - აგრარულ სფეროში დასაქმებულთა შორის დაბალია ახალი თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერება, ასევე დაბალია საქართველოში წარმოებული თესლისა და სარგავი მასალის ხარისხი; ნაკლებად შესწავლილია მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნება; მიზნობრივი მაჩვენებელი - აგრარულ სფეროში დასაქმებულთა 20 % შორის ამაღლებული იქნება თანამედროვე სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერება; ყველა ფერმერისთვის ხელმისაწვდომი სერთიფიცირებული თესლი და სარგავი მასალები; განვითარებული და შენარჩუნებული ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნება; ამოქმდებული გენბანკი
საბაზისო მაჩვენებელი ·   აგრარულ სფეროში დასაქმებულთა შორის დაბალია ახალი თანამედროვე სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერება, ასევე დაბალია საქართველოში წარმოებული თესლისა და სარგავი მასალის ხარისხი; ·   ნაკლებად არის დაცული და შენახული მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები და მათი მრავაფეროვნება. მიზნობრივი მაჩვენებელი ·   აგრარულ სფეროში დასაქმებულთა 20% შორის ამაღლებული იქნება თანამედროვე სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გამოყენების ცნობიერება; ·   ბაზარზე ხელმისაწვდომი სერთიფიცირებული თესლი და სარგავი მასალები; ·   განვითარებული და შენარჩუნებული ადგილობრივ მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება; ამოქმდებული გენბანკი. მიღწეული მაჩვენებელი ·   1400-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა ტრენინგი; ·   პროექტ „დანერგე მომავლის“ პროგრამიდან განხორციელდა სანერგეების დაჯგუფება რეგიონების მიხედვით მათი კვალიფიციურობის დადგენის მიზნით. შემოწმებულია შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობები. სულ შესწავლილია 52 სანერგე მეურნეობა; ·   გამოიცა 35-მდე დასახელების ბროშურა; ·   ფერმერისთვის ხელმისაწვდომია სერთიფიცირებული თესლი და სარგავი მასალები; ·   გამოქვეყნდა 19 წიგნი; ·   ჩატარდა 180-მდე ლექცია-სემინარი; ·   ამოქმედდა თესლისა და სარგავი მასალის განბანკი. ამასთან, სამინისტროს მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად მიღებული შედეგები: საბაზისო მაჩვენებელი ·   კვლევას დაქვემდებარებული 25 მსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 80 ღორი, 30 ცხვარი და 10 მეგრული თხა, ქათმის 5 პოპულაციის - 380 ფრთა, ინდაური - 62 ფრთა.ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის 15 ოჯახი, აბრეშუმხვიას 20 ჯიში, მდინარე რიონისა და ფარვანის ტბის 100 ც კობრი, საკვებწარმოების 5 კულტურა, ჰელმინტებით დაინვაზიებაზე გამოკვლეულია 500 მსვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 75 ღორი, ბრუცელოზისა და ტუბერკულოზზე გამოკვლეულია 300 ღორი; მეცხოველეობაში გამოცემულია 4 სტატია, შემუშავებულია 4 რეკომენდაცია, სურსათის საფრთხეების რისკის შეფასებაში შემუშავებული - 22 დასკვნა /რეკომენდაცია; ·   მიღებული ერთწლოვანი კულტურების 76 ჯიში და 190 ჯიშ-პოპულაცია; მოწყობილი 35 ჰექტარი სადემონსტრაციო ნაკვეთი; ჩატარებული ვაზის 60 ჯიშის ამპელოგრაფიული შესწავლა; ჩატარებული ხეხილის 60 ჯიშის პირველადი პომოლოგიური შესწავლა; შესწავლილი აგროსატყეო კულტურების 10 სახეობა, მოძიებული და გაშენებული ერთი ჰექტარი კოლექცია 60 სახეობით; შესწავლილი თუთის 5 ჯიშის ბიოლოგიურ-სამეურნეო თვისებები, მოძიებული თუთის 6 ფორმა და გაშენებული სადედე-საკალმე ბაღი ერთი ჰექტარი; გაცემულია 28 თესლისა და სარგავი მასალის სერთიფიკატი; 5 ს/ს კულტურის მავნე ორგანიზმებზე ჩატარებული კვლევები; გამოვლენილი ვაზის 7 ჯიშის 400 და ხეხილის 3 ჯიშის 200 უვირუსო მცენარე; მოწყობილი ბიომეურნეობის 2 საცდელ-სადემონსტრაციო მოდელი (6 ჰა); გამოცდილი და რეკომენდირებული 27 ბიოპრეპარატი; შემუშავებული სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების 7 ტექნოლოგი; გამოცემული 46 სტატია; შემუშავებული 29 რეკომენდაცია; შედგენილი მონაცემთა ბაზა -14; მიღებული 8 პატენტი; ·   დამზადებული 82 ღვინის ნიმუში (ყურძნის ჯიში), გადამუშავებული პროდუქტების 30 ნიმუში; გამოცემული 5 სტატია; შემუშავებული რეკომენდაცია - 4; შედგენილია მონაცემთა ბაზა - 1; მიღებული პატენტი - 2; ·   შესწავლილი საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები 20 მუნიციპალიტეტში, 1 600 ჰა სახნავ-სათესი ფართობი;  გამოცემულია სტატია 2; შემუშავებულია 1 რეკომენდაცია. მიზობრივი მაჩვენებელი ·   კვლევას დაქვემდებარებული იქნება 45 ერთეული პირუტყვი, 50 ერთეული ღორი, ცხვარი 20 ერთეული; მეგრული თხა - 10 ერთეული, 500 ფრთა ქათამი; 75 ფრთა ინდაური, ქართული რუხი ფუტკარის მეგრული პოპულაციის - 20 ოჯახი; სისხლი განახლდება აბრეშუმხვიას- 10 ჯიშზე; მიღებული იქნება კობრის პოპულაციის ლიფსიტა 40 000 ცალი; ჩატარებული იქნება საკვები კულტურების კვლევა 4 ჯიშზე; მეცხოველეობაში გამოცემული სტატია -5; შემუშავებული რეკომენდაცია -5; სურსათის საფრთხეების რისკის შეფასებაზე შემუშავებული 3 დასკვნა /რეკომენდაცია; ·   მიღებული ერთწლოვანი კულტურების 85 ჯიში და 195 ჯიშ-პოპულაცია; მოწყობილი 40 ჰექტარი სადემონსტრაციო ნაკვეთი; კვლევას დაქვემდებარებული ვაზის დამატებით 20 იშვიათი ჯიში; ვაზის 80 ჯიშის ამპელოგრაფიული შესწავლა; ხეხილის 80 ჯიშის პირველადი პომოლოგიური შესწავლა; შედგენილი აგროსატყეო კულტურების დამატებით 4 სახეობის მონაცემთა ბაზა. გამდიდრებული გროსატყეო კოლექცია დამატებით 10 სახეობით; შედგენილი თუთის 10 ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიში.; გაცემული 35 სერთიფიკატი; 5 ს/ს კულტურის მავნე ორგანიზმებზე ჩატარებული კვლევები; გამოვლენილი ვაზის 7 ჯიშის 400 და ხეხილის 3 ჯიშის 200 უვირუსო მცენარე; 8 სასოფლო-სამეურნეო კულტურის ბიოწარმოება; გამოცდილი 28 ბიოპრეპარატი; შემუშავებული სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების 7 ტექნოლოგია; გამოცემული სტატია - 41; შემუშავებული რეკომენდაცია -23; მიღებული პატენტი - 10; ·   დამზადებული 100 ღვინის ნიმუში (ყურძნის ჯიში); დამზადებული გადამუშავებულ პროდუქტების 40 ნიმუში; შემუშავებული რეკომენდაცია - 4; მიღებული პატენტი - 1; ·   გამოკვლეული ნიადაგის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები  20 მუნიციპალიტეტში;  შესწავლილი 1 500 ჰა ფართობი; გამოცემული სტატია 5; შემუშავებული რეკომენდაცია -3; შედგენილი მონაცემთა ბაზა - 1; მიღწეული მაჩვენებელი ·   კვლევას დაქვემდებარებულია 78 ერთეული მსხვილი რქოსანი პირუტყვი, 120 ერთეული ღორი, ცხვარი 26 ერთეული, 500 ფრთა ქათამი, 30 ფრთა ინდაური, ქართული რუხი ფუტკარის მეგრული პოპულაციის - 30 ოჯახი; სისხლი განახლდა აბრეშუმხვიას- 10 ჯიშზე; მიღებულია კობრის პოპულაციის ლიფსიტა 40 000 ცალი; ჩატარებულია საკვები კულტურების კვლევა 4 ჯიშზე; მეცხოველეობაში გამოცემული სტატია - 49; შემუშავებული რეკომენდაცია -5; სურსათის საფრთხეების რისკის შეფასებაზე შემუშავებული 3 დასკვნა /რეკომენდაცია; გამოქვეყნებული წიგნები - 10; ექსტენცია - 44; სატელევიზიო გამოსვლა - 16. ·   შესწავლილია ერთწლოვანი კულტურების 160 ჯიში და 441 ჯიშ-პოპულაცია; მოეწყო 40 ჰა სადემონსტრაციო ნაკვეთი; კვლევას დაქვემდებარებულია ვაზის დამატებით 20 იშვიათი ჯიში; მიმდინარეობს ვაზის 80 ჯიშის ამპელოგრაფიული შესწავლა; მიმდინარეობს ხეხილის 80 ჯიშის პირველადი პომოლოგიური შესწავლა; შედგენილია აგროსატყეო კულტურების დამატებით 4 სახეობის მონაცემთა ბაზა. გამდიდრებულია აგროსატყეო კოლექცია დამატებით 10 სახეობით; შედგენილია თუთის 10 ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიში; 7 სასოფლო სამეურნეო კულტურის მავნე ორგანიზმებზე ჩატარებულია კვლევები; გამოვლენილია ვაზის 7 ჯიშის 410 და ხეხილის 6 ჯიშის 300 უვირუსო მცენარე; შესრულდა 8 სასოფლო-სამეურნეო კულტურის ბიოწარმოება; გამოცდილია 28 ბიოპრეპარატი; შემუშავებულია სამანქანო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების 7 ტექნოლოგია; გამოცემულია სტატია - 76; შემუშავებულია რეკომენდაცია -30; მიღებულია პატენტი - 2; ·   მიღებულია 104 ჯიშის ყურძნისაგან ღვინის საკვლევი ნიმუშები. დამზადებულია გადამუშავებული პროდუქტების 56 ნიმუში; შემუშავებულია 18 რეკომენდაცია. ·   გამოკვლეულია ნიადაგის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები  5 მუნიციპალიტეტში;  შესწავლილია 3 600 ჰექტარი ფართობი; გამოცემულია სტატია - 5; შემუშავებულია რეკომენდაცია -12; შედგენილია მონაცემთა ბაზა - 1;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019