მოძებნე პროგრამის შედეგები

ერთიანი აგროპროექტი (37 05)

გამოყოფილია 104.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის რგოლების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; ...

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის რგოლების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; აგროსექტორში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა; სანერგე მეურნეობების მოწყობის და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდა; აგროდაზღვევის განვითარება; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდა; ჩაის წარმოების ზრდა;
·   პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო იაფი ფულადი რესურსების ხელმისაწვდომობას, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები; ·   გაიზარდა პირველადი წარმოება; ·   აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან აქტივობა მზარდია, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას; რეაბილიტირებულ იქნა ზოგიერთი გაველურებული ჩაის პლანტაციები; ·   გაშენდა თანამედროვე ხეხილის ბაღები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლები მოცემულია თითოეული ქვეპროგრამის მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - შეღავათიანი აგროკრედიტებით დაფინანსებულ პირთა რაოდენობა; ახალი შემნახველი დაგადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა; დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რაოდენობა; გაშენებული მრავალწლიანი კულტურის ბაღების და სანერგე მეურნეობების რაოდენობა; რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციების ფართობი
საბაზისო მაჩვენებელი ·   საბაზისო მაჩვენებლები მოცემულია თითოეული ქვეპროგრამის მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·   შეღავათიანი აგროკრედიტებით დაფინანსებულ პირთა რაოდენობა; ·   ახალი შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების რაოდენობა; ·   დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რაოდენობა; ·   გაშენებული მრავალწლიანი კულტურის ბაღების და სანერგე მეურნეობების რაოდენობა; რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციების ფართობი. მიღწეული მაჩვენებელი ·   შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით საანგარიშო პერიოდში გაცემულია 36 სესხი 4 356.2 ათასი აშშ დოლარი და 2 364 სესხი 276 298.6 ათასი ლარი; ·   დასრულდა შპს „მექანიზატორის“ ვალდებულებების დაფარვა; ·   2017 წელს დამტკიცდა 9 პროექტი გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტში, ჯამური ღირებულება შეადგენს 4 352.0 ათას აშშ დოლარს და 4 257.8 ათას ლარს, საიდანაც თანადაფინანსება შეადგენს - 1 585.5 ათას აშშ დოლარს და 600.0 ათას ლარს. შემნახველ საწარმოთა კომპონენტში დამტკიცდა 3 პროექტი, ჯამური ღირებულებით 4 130.9 ათასი ლარი, საიდანაც თადანაფინანსების მოცულობა შეადგენს - 1 710.3 ათას ლარს; ·   პროექტი „დანერგე მომავლი“-ს ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 1 778 ჰექტარზე გასაშენებელი 306 ბაღის პროექტი, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრა 10 082.5 ათასი ლარით; ·   პროექტი „ქართული ჩაი“-ს ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმდა 17 ბენეფიციარს, პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 347 ჰექტარს, თანადაფინანსების მოცულობა 618.6 ათას ლარს; ·   აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაიცა 21 394 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება შეადგენს 138 727.4 ათას ლარს, სააგენტოს გადასახდელი პრემიის წილი 7 410.1 ათას ლარს. დაზღვეული მოსავლის ფართობი - 20.7 ათას ჰექტარს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019