მოძებნე პროგრამის შედეგები

შეღავათიანი აგროკრედიტები (37 05 02)

გამოყოფილია 103.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ...

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს ამ სესხების (ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსებას და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს როგორც სესხების უზრუნველყოფაში, ასევე უზრუნველყოფის სახით წარდგენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი. თანხა მოხმარდება 2013-2016 წლებში გაცემულ და 2017 წელს გასაცემ სესხებს (ლიზინგს). სესხის (ლიზინგის) მიზნობრიობაა სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება.

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა და არსებულის გაფართოება; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა; დარგში საბანკო სექტორის მონაწილეობის გაფართოება;
·   სააგენტოს მიერ პროცენტის სუბსიდირების შედეგად გაიზარდა ფერმერებისათვის შეღავათიან სესხებზე ხელმისაწვდომობა; ·   პროექტის განხორციელებით შეიქმნა ახალი საწარმოები და გადაიარაღდა არსებული.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2013 წლიდან 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით გაცემულია 705 726 311 ლარის და 215 133 540 აშშ დოლარის 26 485 სესხი; სულ დაფინანსებულია 150 ახალი საწარმო და გადაიარაღებულია 700 საწარმოზე მეტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 150-მდე ახალი ან არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება/მოდერნიზება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·   2013-2016 წლებში სულ გაცემულია 27 572 სესხი და ლიზინგი, მათ შორის: 25 314 სესხი - 759 408.3 ათასი ლარის ოდენობით, 2,258 სესხი - 238 927.6 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. ·   პროექტის ფარგლებში 2013-2016 წლებში დაფინანსებულია 138 ახალი და 700-მდე გადაიარაღებული საწარმო. შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებლები მიზნობრივი მაჩვენებელი ·   150-მდე ახალი ან არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება/მოდერნიზება; მიღწეული მაჩვენებელი ·   პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაცემულია 36 სესხი 4 356.2 ათასი აშშ დოლარის და 2 364 სესხი 276 298.6 ათასი ლარის ოდენობით; ·   პროექტის დაწყებიდან სულ გაცემულია 29 973 სესხი, მათ შორის: ü საბრუნავი საშუალებების კომპონენტისთვის - 469 209.4 ათასი ლარი და 26 125.0 ათასი აშშ დოლარი; ü ძირითადი საშუალებების კომპონენტისთვის - 549 954.7 ათასი ლარი და 195 725.9 ათასი აშშ დოლარი; ü შეღავათიანი აგროლიზინგი - 3 633.2 ათასი ლარი და 996.6 ათასი აშშ დოლარი; ü აწარმოე საქართველოში - 11 841.1 ათასი ლარი და 23 939.6 ათასი აშშ დოლარი; ·   საანგარიშო პერიოდში პროექტის ფარგლებში შეიქმნა 15 ახალი და გადაიარაღდა 145 საწარმო.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017