მოძებნე პროგრამის შედეგები

აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები (37 05 04)

გამოყოფილია 101.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ...

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევა განხორციელდება სადაზღვევო კომპანიების მიერ, ხოლო პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებას.

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება; ფერმერებისათვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება;
·   პროექტში ჩართულია ყველა მსხვილი სადაზღვევო კომპანია, რითაც ხელი შეეწყო სადაზღვევო ბაზრის განვითარებას; ·   ბენეფიციარების მხრიდან აქტივობა მზარდია, შესაბამისად უფრო მეტი ფერმერის რისკები იქნა დაზღვეული.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 31 მაისის მდგომარეობით გაცემულია 35 726 პოლისი; დაზღვეული ფართობი შეადგენს 32 433 ჰა-ს, დაზღვეული მოსავლის ჯამური ღირებულება 270 420 041 ლარი, 2014-2015 წლებში ზარალის ოდენობამ შეადგინა 14 180 320 ლარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 7 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაზღვევა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10 %; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·   პროექტის ფარგლებში სულ 2014-2016 წლებში გაცემულია 47 485 პოლისი, სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს 326 842.6 ათას ლარს. დაზღვეული ფართობი შეადგენს 39 139 ჰექტარს. შენიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებლები მიზნობრივი მაჩვენებელი ·   7 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაზღვევა. მიღწეული მაჩვენებელი ·   საანგარიშო პერიოდში გაიცა 21 394 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება შეადგენს 138 727.4 ათას ლარს, სააგენტოს გადასახდელი პრემიის წილი 7 410.1 ათას ლარს. დაზღვეული მოსავლის ფართობი - 20 717 ჰექტარს; ·   2014-2017 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაიცა 68 879 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ შეადგინა 465.570.0 ათასი ლარი, სააგენტოს გადახდილი პრემიის წილი - 29 383.5 ათასი ლარი. დაზღვეული მოსავლის ფართობმა შეადგინა - 59 856 ჰექტარი. ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ - 26 862.8 ათასი ლარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017