მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოს დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, რეგულირება და მართვა (38 01)

გამოყოფილია 93.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ...

გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება და პროექტების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა; გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის სრულყოფა საერთაშორისო ვალდებულებებთან ჰარმონიზების მიზნით; სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვა; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვა; ტრანსსაზღვრო პროცედურების შემოღება; საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების შემოღება, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად; გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა და დასაბუთებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება; ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში: ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა; მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ცხოველთა (მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების) აღრიცხვის და მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; წითელი ნუსხის მიღმა დარჩენილი ცხოველთა სახეობების მდგომარეობის შეფასება, სანადირო სახეობებად განსაზღვრისა და რიგ შემთხვევაში დაცვის უფრო ქმედითი ზომების დანერგვა; გარემოს დაცვის სფეროში საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება; დაინტერესებული მხარეებისთვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ერთიან ხედვასა და სტრატეგიასთან შესაბამისობაში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა; კანონმდებლობის რეგულაციის ქვეშ მოქცეული ყველა ის საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვან მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის გაუმჯობესება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოსდაცვით აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა; ცხოველთა, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების საწყის მონაცემთა განახლებული ბაზა; საქართველოს ფლორისა და ფაუნის სახეობათა გავრცელების არეალის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი საკონსერვაციო/აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონიძიებები.
გარემოს დაცვის სფეროში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2016-2020 წლების პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას - „საქართველო - 2020“. მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი და გაფართოებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი; ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სფეროში შესრულებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მათი განხორციელების ვადების შესაბამისად. გრძელდება ბიომრავალფეროვნების დაცვის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან; გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გარემოსდაცვით აქტივობებში საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მოქმედი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის კანონი ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დღეის მდგომარეობით მომზადებულია ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მიმდინარეობს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი კანონის შესაბამისად, დანერგილია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილია ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემცირებულია ინვესტორის ფინანსური დანაკარგების ალბათობა და პროექტის განხორციელებისათვის ხელისშემსლელი გარემოებები, გათვალისწინებულია სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღების ან ამოქმედების შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” რომელიც მოქმედებს 2015 წლის იანვრიდან. თუმცა, ჯერჯერობით სრულად არ არის შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები; დღეისათვის საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა და არც ამის სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა კოდექსის მიღებამდე. კოდექსი ადგენს ეროვნული 15 წლიანი სტრატეგიისა და 5 წლიანი ეროვნული გეგმის შემუშავებას, რაც მიღებულ იქნა 29.03.16 მთავრობის მიერ. მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიმუშავონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ნარჩენების მართვის სფეროში; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ჩატარებული სწავლებები მუნიციპალური ნარჩენების გეგმების შემუშავების ხელშეწყობისათვის; ყველა მუნიციპალიტეტისთვის შემუშვებული და დამტკიცებული ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - კანონის და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება საჭიროებს ექსპერტულ დახმარებას. შეთანხმების პროცედურების შეფერხება 3 საბაზისო მაჩვენებელი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რეგულირების (ნორმირების), ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტების კუთხით მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო თანამედროვე მიდგომებს და ვერ უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის ეფექტიან მართვას; შიდა წყლის რესურსების მართვის დღეს არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მართვას მდინარის აუზის ფარგლებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში შემოღებული ჰაერის ხარისხის შეფასების ახალი სტანდარტები, 5 ერთეულით გაზრდილი შეფასების კრიტერიუმები. "წყლის რესურსების მართვის შესახებ" მიღებული კანონი, დაწყებული სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - შეთანხმების პროცედურების შეფერხება 4 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ეწყობა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები გარემოსდაცვითი თარიღების მიხედვით. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ეწყობა პრეზენტაციები, კონფერენციები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, მოწყობილი 20-მდე თემატური შეხვედრა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაღალი ჩართულობა გარემოსდაცვითი თარიღების აღნიშვნისა და პოპულარიზაციის მიზნით. ყოველწლიურად მომზადებული და გავრცელებული 5-მდე საინფორმაციო მასალა (ვიდეო-რგოლები; პრომო ვიდეოები და სხვა). სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აქტუალურობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად გამოყოფილი 3-მდე პრიორიტეტის ფარგლებში მომზადებული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა სახის 10-მდე ღონისძიება - საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღისთვის ღონისძიების ორგანიზების თვალსაზრისით შექმნილი ხარვეზები; საზოგადოების დაბალი ინტერესი 5 საბაზისო მაჩვენებელი - შერჩეული პოპულაციების რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა; თეთრყვავილას რესურსი შეფასებულია 2014 წელს, თუმცა რესურსის კომერციული მიზნით ყოველწლიურად დიდი ოდენობით მოპოვების გამო საჭიროა დამატებითი მონიტორინგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - თეთრყვავილასთვის შერჩეულ სამონიტორინგო ტერიტორიებზე რესურსის თაობაზე მოპოვებული საბაზისო მონაცემები. შემუშავებული რეკომენდაციები მათი საკონსერვაციო და რესურსით სარგებლობის ქმედებებთან დაკავშირებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%-მდე; შესაძლო რისკები - მხარეებს შორის შეთანხმების პროცედურების შეფერხება
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი მოქმედი გარემოზე ზემოქმედების ნებართვის კანონი ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, დღეის მდგომარეობით მომზადებულია ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, მიმდინარეობს პარლამენტში კანონპროექტის განხილვა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ახალი კანონის შესაბამისად, დანერგილია გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილია ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემცირებულია ინვესტორის ფინანსური დანაკარგების ალბათობა და პროექტის განხორციელებისათვის ხელისშემსლელი გარემოებები, გათვალისწინებულია სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მიღებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომლის შესაბამისადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი გაფართოვდა, კოდექსი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამჭვირვალე პროცედურებს, უზრუნველყოფს საჯარო კონსულტაციების ეფექტიან მექანიზმებს, ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვით შეფასებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიაზე გარემოზე შესაძლო ზიანის მიყენების პრევენციას, რომელიც მოსალოდნელია საქართველოს საზღვრებს გარეთ დაგეგმილი პროექტების შედეგად. კოდექსით დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა, რომლის მეშვეობით ქვეყნის სივრცითი და ეკონომიკური დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება გარემოსდაცვითი ინტერესები. კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებები ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან. კოდექსის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ამოქმედდება 2018 წლის 1 ივლისიდან, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში 2018 წლის 31 დეკემბრიდან. 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი მიღებულია ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ რომელიც მოქმედებს 2015 წლის იანვრიდან. თუმცა, ჯერჯერობით სრულად არ არის შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები; დღეისათვის საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა და არც ამის სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა კოდექსის მიღებამდე. კოდექსი ადგენს ეროვნული 15 წლიანი სტრატეგიისა და 5 წლიანი ეროვნული გეგმის შემუშავებას, რაც მიღებულ იქნა 29.03.16 მთავრობის მიერ. მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიმუშავონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ნარჩენების მართვის სფეროში; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ჩატარებული სწავლებები მუნიციპალური ნარჩენების გეგმების შემუშავების ხელშეწყობისათვის; ყველა მუნიციპალიტეტისთვის შემუშვებული და დამტკიცებული ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი გეგმები მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი შემუშავებული და დამტკიცებული კანონქვემდებარე აქტები ნარჩენების მართვის სფეროში; საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისთვის შემუშავებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმების პროექტები, რომელთა უმეტესი ნაწილიც დამტკიცებულია. 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რეგულირების (ნორმირების), ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტების კუთხით მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო თანამედროვე მიდგომებს და ვერ უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხის ეფექტიან მართვას; შიდა წყლის რესურსების მართვის დღეს არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მართვას მდინარის აუზის ფარგლებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში შემოღებული ჰაერის ხარისხის შეფასების ახალი სტანდარტები, 5 ერთეულით გაზრდილი შეფასების კრიტერიუმები. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებული კანონი, დაწყებული სააუზო მართვის გეგმების შემუშავების ორგანიზება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ზოგიერთ თხევად საწვავში დადგენილი გოგირდის შემცველობის ზღვრული ნორმები. შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. შემუშავებული „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, რომელსაც ჩაუტარდა რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA); დაწყებული სააუზო მართვის გეგმების შემუშავება ალაზან-იორის და ხრამი-დებედას აუზებისთვის. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ჰაერის დამაბინძურებლებთან მიმართებაში შემოღებული ჰაერის ხარისხის შეფასების ახალი სტანდარტები, 5 ერთეულით გაზრდილი შეფასების კრიტერიუმები - სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების გამო გადავადდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის მთავრობისთვის წარდგენა, შედეგად არ გაზრდილა ჰაერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები. „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ მიღებული კანონი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩატარდა კანონის პროექტის რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA) და კანონის პროექტში აისახა RIA-ს შედეგი. აღნიშნული მიზეზით კანონის მიღება გადაიდო 2018 წლისთვის. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ეწყობა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები გარემოსდაცვითი თარიღების მიხედვით. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ეწყობა პრეზენტაციები, კონფერენციები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, მოწყობილი 20-მდე თემატური შეხვედრა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაღალი ჩართულობა გარემოსდაცვითი თარიღების აღნიშვნისა და პოპულარიზაციის მიზნით. ყოველწლიურად მომზადებული და გავრცელებული 5-მდე საინფორმაციო მასალა (ვიდეო-რგოლები; პრომო ვიდეოები და სხვა). სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აქტუალურობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად გამოყოფილი 3-მდე პრიორიტეტის ფარგლებში მომზადებული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა სახის 10-მდე ღონისძიება - საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი აღინიშნა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღები, მოეწყო 50-მდე თემატური შეხვედრა და ინტერვიუ, გარემოსდაცვითი თარიღების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩართვა გარემოსდაცვითი თარიღების აღნიშვნაში. შეიქმნა 2 ვიდეო-რგოლი. სამინისტროს facebook-გვერდზე განთავსდა სხვადასხვა თემატიკის 50-მდე საინფორმაციო მასალა. სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აქტუალურობიდან გამომდინარე, სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვითი მწვანე თარიღებთან დაკავშირებით მოწყობილ 12 ღონისძიებაში. 5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი შერჩეული პოპულაციების რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა; თეთრყვავილას რესურსი შეფასებულია 2014 წელს, თუმცა რესურსის კომერციული მიზნით ყოველწლიურად დიდი ოდენობით მოპოვების გამო საჭიროა დამატებითი მონიტორინგი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი თეთრყვავილასთვის შერჩეულ სამონიტორინგო ტერიტორიებზე რესურსის თაობაზე მოპოვებული საბაზისო მონაცემები. შემუშავებული რეკომენდაციები მათი საკონსერვაციო და რესურსით სარგებლობის ქმედებებთან დაკავშირებით. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ღონისძიება არ განხორციელებულა ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე აღნიშნული ქმედების განხორციელება ვერ მოხერხდა, ვინაიდან თეთრყვავილას სამიზნე პოპულაციების განთავსების რეგიონებში (ძირითადად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული პოლულაციები და გურიის პოპულაცია), ვადაზე ადრე უჩვეულო ცხელი ამინდების მიზეზით, მოხდა მცენარეთა მიწისზედა ნაწილების ნაადრევი ხმობა. კვლევის ჩატარების მეთოდი კი სწორედ თეთრყვავილას მიწისზედა ნაწილების აღრიცხვა-შეფასებას ემყარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის ჩატარება გადავადდა 2018 წლისათვის.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017