მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა (38 02)

გამოყოფილია 110.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ...

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; კანონდარღვევათა ეფექტური შემაკავებელი პირობების შექმნა და რეგულირების ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნებაყოფლობითი შესრულების სათანადო დონის მიღწევა; ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომელთა გადამზადება-რეკრუტირება.

გაუმჯობესებული გარემოს დაცვის ხარისხი; შექმნილი კანონდარღვევათა შემაკავებელი გარემო, უზრუნველყოფილი გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და პროპორციული რეაგირება, რისი საშუალებითაც მოხდება ლეგალური საქმიანობის ხელშეწყობა და კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა; რეგულირების ობიექტების და მოქალაქეების გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებზე ინფორმირებულობის მაღალი დონე და დაინტერესებული მხარეების ფინანსური, მატერიალური და დროითი რესურსების შემცირებული ხარჯი; შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა, სათანადოდ აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ჯგუფები; გადამზადებული ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლები.
შემცირებულია გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტები; სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებებით გამოვლენილ კანონდარღვევებზე განხორციელებულია დროული და პროპორციული რეაგირება; რეგულირების ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება. 24-საათიან რეჟიმში განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები. „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. გაუმჯობესებული ელექტრონული სერვისები. შექმნილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. აშენებული და მოწყობილი ორი ახალი რეგიონალური ოფისი და აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები. გადამზადებულია ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლები;
1 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარე მონაცემებით (10 თვე), გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 25.9 მლნ-მდე ლარს; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ყოველწლიურად შემცირებული მაჩვენებლები (მათ შორის 2017 წელს 2016 წლის სავარაუდო მაჩვენებლებთან შედარებით - 35%-ით), რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის არ გადააჭარბებს 2,0 მლნ ლარს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შემაკავებელი გარემოს შესუსტება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამართალდამრღვევ ობიექტთა მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - წლის ბოლომდე სამართალდამრღვევი ობიექტების 75-80% დადგენილ გონივრულ ვადებში შეასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სამართალდამრღვევი ობიექტების 92-95%-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - რეგულირების ობიექტებზე გაუთვალისწინებელი (ავარიები, სტიქიური პროცესები) შემთხვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის მაჩვენებლის ზრდა 3 საბაზისო მაჩვენებელი - მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში დაიგეგმა 233 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების განხორციელება. მიმდინარე მონაცემებით ინსპექტირება (შემოწმება, დათვალიერება) განხორციელდა 1 969 ობიექტზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეგულირების ობიექტების შემოწმებათა ყოველწლიური გეგმის შესაბამისად გეგმიურად შემოწმებული 150-ზე მეტი რეგულირების ობიექტი და 2000-ზე მეტ ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირება (შემოწმება, დათვალიერება); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - რეგულირების ობიექტებზე გაუთვალისწინებელი (ავარიები, სტიქიური პროცესები) შემთხვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის მაჩვენებლის ზრდა 4 საბაზისო მაჩვენებელი - აშენებულია 2 ახალი საოფისე შენობა (ქ. გოში და ქ. ოზურგეთში) წლის ბოლომდე აშენდება რაჭის ქ. ამბროლაურში საოფისე შენობა და აჭარასა და ახალციხეში შესრულდება მინიმუმ 50% სამშენებლო სამუშაოები, ასევე ნაწილობრივ აღიჭურვა სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასრულებული 2 ახალი ოფისის მშენებლობა (ბათუმსა და ახალციხეში) და საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 66 ეკიპაჟი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შეფერხებები სამუშაოების შესყიდვის პროცედურებში (ტენდერის ჩაშლა, სამუშაოს შესრულების ვადების გადაწევა) 5 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარე მონაცემებით 2016 წლის გადამზადდა 100 თანამშრომელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - შიდა რესურსით გადამზადებული 300 თანამშრომელი
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მიმდინარე მონაცემებით (10 თვე), გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 25.9 მლნ-მდე ლარს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ყოველწლიურად შემცირებული მაჩვენებლები (მათ შორის 2017 წელს 2016 წლის სავარაუდო მაჩვენებლებთან შედარებით - 35%-ით), რომელიც 2020 წლის ბოლოსთვის არ გადააჭარბებს 2,0 მლნ ლარს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ შეადგინა 9 მლნ-მდე ლარი; 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: წლის ბოლომდე სამართალდამრღვევი ობიექტების 75-80% დადგენილ გონივრულ ვადებში შეასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სამართალდამრღვევი ობიექტების 92-95%-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: სამართალდამრღვევი ობიექტების 70%-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულდა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულები. 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულირების ობიექტების შემოწმებათა გეგმის მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში დაიგეგმა 233 რეგულირების ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების განხორციელება. მიმდინარე მონაცემებით ინსპექტირება (შემოწმება, დათვალიერება) განხორციელდა 1 969 ობიექტზე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: რეგულირების ობიექტების შემოწმებათა ყოველწლიური გეგმის შესაბამისად გეგმიურად შემოწმებული 150-ზე მეტი რეგულირების ობიექტი და 2000-ზე მეტ ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირება (შემოწმება, დათვალიერება); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა 124 რეგულირების ობიექტის გეგმიური შემოწმება. 2017 წელს ინსპექტირებულია (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები, დათვალიერება) 2 851 ობიექტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 2016 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ინსპექტორთა რაოდენობის შემცირების გამო, მინისტრის მიერ დამტკიცებული რეგულირების ობიექტების 2017 წლის შემოწმებათა გეგმით დამტკიცდა 138 რეეგულირების ობიექტის შემოწმება. შემოწმდა 124 ობიექტი (ცდომილება მიზნობრივ მაჩვენებელთან მიმართებაში - 18%), ვინაიდან ზოგიერთი რეგულირების ობიექტის შემოწმება შეწყდა, ან არ განხორციელდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით დადგენილი პირობების კონტროლის ფუნქციის სხვა უწყებისთვის გადაცემის გამო. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: აშენებულია 2 ახალი საოფისე შენობა (ქ. გოში და ქ. ოზურგეთში) წლის ბოლომდე აშენდება რაჭის ქ. ამბროლაურში საოფისე შენობა და აჭარასა და ახალციხეში შესრულდება მინიმუმ 50% სამშენებლო სამუშაოები, ასევე ნაწილობრივ აღიჭურვა სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: დასრულებული 2 ახალი ოფისის მშენებლობა (ბათუმსა და ახალციხეში) და საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 66 ეკიპაჟი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: დასრულდა 3 ახალი ოფისის მშენებლობა და კეთილმოწყობა ქ. ახალციხეში, ქ. ბათუმსა და ქ. ამბროლაურში. სრულად აღიჭურვა სწრაფი რეაგირების 34 ეკიპაჟი. 5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მიმდინარე მონაცემებით 2016 წელს გადამზადდა 100 თანამშრომელი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: შიდა რესურსით გადამზადებული 300 თანამშრომელი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: სწავლება გაიარა 300-ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიმართულებით: სატყეო და ბიომრავალფეროვნების, მრგვალი ხე-ტყის სახერხი საამქროების ელექტრონული სისტემის დანერგვის საკითხებზე, გარემოსდაცვითი კონტროლისა და სატყეო სექტორის პოლიტიკის, მართვისა და ზედამხედველობის, ნარჩენების მართვის, ასევე ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საკითხებზე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017