მოძებნე პროგრამის შედეგები

სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 04)

გამოყოფილია 92.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; ...

ტყის მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით სატყეო სექტორის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და ეროვნული სატყეო კონცეფციის დოკუმენტით გათვალისწინებული ქმედებების ეტაპობრივი განხორციელება; სატყეო სფეროში არსებული საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფა; ტყეების ეფექტურად მართვისა და ტყის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციონალური გაძლიერებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მართვისა და განვითარების უზრუნველყოფა; სააგენტოს თანამშრომელთა უწყვეტი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; სატყეო-სამეურნეო გზების გაყვანის სამუშაოების განხორციელება ახალი ტყეკაფების გამოყოფისა და ათვისების მიზნით; ტყის ჩახერგილობისაგან გაწმენდა, ძირნაყარის გამოტანა და ნარჩენების განთავსება დადგენილი წესით; მოსახლეობის მერქნულ რესურსზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; სააგენტოს მომსახურეობის სახეების განვითარება, მათ შორის მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიმართულებით; ხე-ტყის დამზადების მიზნით შესაბამისი ფართობების გამოვლენა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება; ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; სატყეო უბნებში ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა, სადაც მოხდება ნერგების გაზრდა და უზრუნველყოფილი იქნება ამავე უბნებში ტყის გაშენების ღონისძიებები. ტყეების პათოლოგიური გამოკვლევების ჩატარება და დასკვნების საფუძველზე მავნებლებ-დაავადებების ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება; აქტიურად ხანძარსაშიში სატყეო უბნების იდენტიფიცირება და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის მინერალიზებული ზოლების მოწყობა, პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო და ცეცხლმაქრი საშუალებებისა და შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა; ტყის აღრიცხვის ღონისძიებების განხორციელება, ტყის მართვის გეგმების შემუშავება და ტყეების მდგომარეობის შესახებ მონაცემების მიღების, ანალიზისა და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვის ეფექტური სისტემის დანერგვა; სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის საფუძველზე ტყის ფონდის გარე კონტურების დაზუსტება, ტყის ფონდის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების მიზნით.

დაცული საქართველოს ტყეების ეკოლოგიური ფასეულობები, მათ შორის ბიოლოგიური მრავალფეროვნება; ჩამოყალიბებული ტყის ფონდის მართვის ქმედითი სისტემა; აღდგენილი ტყის ეკოსისტემები, გაზრდილი ტყით დაფარული ფართობები; მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მოწესრიგებული სისტემა; განახლებული ინფორმაცია ტყის რესურსების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ, დაგეგმილი სატყეო ღონისძიებები, დაგეგმილი ტყითსარგებლობა; სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გზით; სატყეო შემოსავლების და სატყეო სექტორის წილის ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში.
საქართველოს ტყეების გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა; ტყის ფონდის მართვის გაუმჯობესებული სისტემა; აღდგენილი ტყის მასივები; მოწყობილი დროებითი სანერგეები და გაშენებული ტყის ფართობები; მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მოწესრიგებული სისტემა; მერქნული რესურსების მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული სერვისები; განახლებული ინფორმაცია ტყის რესურსების, მათი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შესახებ 4 სატყეო უბნისთვის; სატყეო სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების შედეგად შექმნილი დამატებითი სამუშაო ადგილები, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გზით; გაზრდილი სატყეო შემოსავლები და სატყეო სექტორის წილი ქვეყნის ეკონომიკაში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამტკიცებული/მიღებული "ტყის კოდექსი" და მომზადებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 2017 წელს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება დაგეგმილ ვადაზე გვიან; შესაძლო რისკები - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს გამოვლენილი იქნა 3 412 ერთეული სამართალდარღვევის ფაქტი (95 ერთეულით ნაკლები 2014 წელთან შედარებით); მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წელთან შედარებით 2017 წელს 7-8%-ით შემცირებული უკანონო ჭრები, აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება ყოველწლიურად 3-5%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2% 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 22 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით. ტყის ფართობების აღდგენის მიზნით, დღეისათვის დროებითი სანერგეები მოწყობილია 4,5 ჰა ფართობზე (7 რეგიონში). გამოყვანილი ნერგები გამოყენებული იქნება ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენისათვის. ასევე, 16 ჰა-ზე გაშენებულია სწრაფმზარდი პლანტაციები, რითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საშეშე მერქნით, სარებით, ჭიგოებით და ა.შ; მიზნობრივი მაჩვენებელი - შესაბამის ფართობებზე მავნებელ დაავადებათა პროგრესირების ყოველწლიურად შემცირებული მაჩვენებელი 10%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 90%-ით), ამავე ფართობებზე ტყეების 5%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 80%-ით) გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა, სავარაუდოდ ყოველწლიურად დარგული 500'000 ცალი ნერგი (იმერული მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, წაბლი და ა.შ.) და 100 ჰა-ზე გაშენებული ტყე (მ.შ. ნახანძრალი ტერიტორია); საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს დამატებით 80 ჰა-ზე გაშენებული პლანტაცია (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 44,8 ათ. კბმ მერქნული რესურსი). მათ შორის 2017 წელს - 31 ჰა (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 13,5 ათ. კბმ მერქნული რესურსი); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2-10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, შესაბამისი შესასყიდი საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელების სიმცირე, გახარების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (65%-ზე ქვემოთ) 4 საბაზისო მაჩვენებელი - მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 2015 წლის მდგომარეობით მოწყობილი/რეაბილიტირებულია გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი 179.8 კმ სატყეო-სამეურნეო გზა, 2016 წელს დაგეგმილია დაახლოებით 70 კმ-მდე გზის მოწყობა/რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები სავარაუდო სიგრძით 140 კილომეტრამდე. მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების 70% დასაგეგმი წლის პირველი აგვისტოსთვის, ხოლო მოცემული წლის 1 სექტემბერს შესრულებული დაგეგმილი სამუშაოების სრული მოცულობა. სრულად უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე (600,0 ათ. კბმ-დან 700,0 ათ. კბმ-მდე); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - კლიმატური პირობები, გზების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკის არასაკმარისი რაოდენობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 4 სატყეო უბნისათვის (46 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მხოლოდ 8.7%-ს შეადგენს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სააგენტოს მიერმომზადებული ტყის მართვის გეგმები ყოველწლიურად დამატებით 2 სატყეო უბნისათვის (მათ შორის 2017 წ. - ლანჩხუთი, ოზურგეთი, (33,5 ათ. ჰა) და ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ჩოხატაურის სატყეო უბნისათვის 17.4 ათ. ჰა-ზე (სულ - 52.5 ათ. ჰა)). საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 38,6%-ზე; ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით 2017 წელს დამზადდება და რეალიზდება 25 000 კბმ მერქნული რესურსი, მომდევნო წლებში - 30 000 კბმ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - სამუშაოთა სპეციფიკაციის გათვალისწინებით მცირეა იმ ფირმების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობას იღებენ ტენდერებში. დაბალი კონკურენტუნარიანი გარემო 6 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტომ 2014 წელს დაიწყო ხე-ტყის დამზადება, 2014-2015 წწ. დამზადდა 9'650 კბმ. ხე-ტყე. 2016 წელს მოსალოდნელია 10'000-15 000 კბ-მდე რესურსის დამზადება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სააგენტოს მიერ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით 2017 წელს დამზადდება და რეალიზდება 25 000 კბმ მერქნული რესურსი, მომდევნო წლებში - 30 000 კბმ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15-20%; შესაძლო რისკები - ბაზრის მოთხოვნის შემცირება, ეკონომიკური სტაბულურობის დაბალი მაჩვენებელი
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: დამტკიცებული/მიღებული „ტყის კოდექსი“ და მომზადებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 2017 წელს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: შემუშავებული და მიღებულია ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში და შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. მომზადებულია ახალი „ტყის კოდექსი“-ს პროექტი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: „ტყის კოდექსის“ პროექტის გადამუშვებული ვარიანტის საჯარო განხილვების და შეთანხმების პროცესი გრძელდება და კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: 2015 წელს გამოვლენილი იქნა 3 412 ერთეული სამართალდარღვევის ფაქტი (95 ერთეულით ნაკლები 2014 წელთან შედარებით); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: წინა წელთან შედარებით 2017 წელს 7-8%-ით შემცირებული უკანონო ჭრები, აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება ყოველწლიურად 3-5%-ით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: 2017 წელს გამოვლენილი იქნა 3 482 ერთეული სამართალდარღვევის ფაქტი (70 ერთეულით მეტი 2016 წელთან შედარებით); გაზრდილია გამოვლინების რაოდენობა, უკანონო ჭრების მოცულობა წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 3.3%-ით. 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 22 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით. ტყის ფართობების აღდგენის მიზნით, დღეისათვის დროებითი სანერგეები მოწყობილია 4,5 ჰა ფართობზე (7 რეგიონში). გამოყვანილი ნერგები გამოყენებული იქნება ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენისათვის. ასევე, 16 ჰა-ზე გაშენებულია სწრაფმზარდი პლანტაციები, რითაც მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება საშეშე მერქნით, სარებით, ჭიგოებით და ა.შ.; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: შესაბამის ფართობებზე მავნებელ დაავადებათა პროგრესირების ყოველწლიურად შემცირებული მაჩვენებელი 10%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 90%-ით), ამავე ფართობებზე ტყეების 5%-ით (საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს 80%-ით) გაუმჯობესებული სანიტარული მდგომარეობა, სავარაუდოდ ყოველწლიურად დარგული 500 000 ცალი ნერგი (იმერული მუხა, მაღალმთის ნეკერჩხალი, მაღალმთის მუხა, წაბლი და ა.შ.) და 100 ჰა-ზე გაშენებული ტყე (მ.შ. ნახანძრალი ტერიტორია); საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს დამატებით 80 ჰა-ზე გაშენებული პლანტაცია (დარგვიდან მე- 4 წელს მიღებული დაახლოებით 44,8 ათ. კბმ მერქნული რესურსი). მათ შორის 2017 წელს - 31 ჰა (დარგვიდან მე-4 წელს მიღებული დაახლოებით 13,5 ათ. კბმ მერქნული რესურსი); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებლების წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის შედეგად დაჭერილი და განადგურებული 1 მლნ-ზე მეტი მავნებელი მწერი. 63%-ით გაუმჯობესებული ტყეების სანიტარული მდგომარეობა. 100.4 ჰა-ზე გაშენებული ტყე (მ.შ. ნახანძრალი ტერიტორია-80 ჰა, რომელიც 2017 წლის აგვისტოს ხანძრის შედეგად კვლავ განადგურებულია); განხორციელებული ტყის აღდგენის 26 პროექტი საქართველოს 8 რეგიონში, მოწყობილი ტყის დროებითი სანერგეები 5.16 ჰა-ზე; შევსება განხორციელებული - 40.5 ჰა-ზე (45 765 ცალი ნერგი); დარგული - 59 306 ცალი თესლნერგი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 2017 წელს, სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის სატყეო უბნის ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა 80.0 ჰა-ზე გაშენებული ნარგავები; ასევე, ვერ განხორციელდა ტყის გაშენების ახალი პროექტით გათვალისწინებული სამუშოები 159.3 ჰა ფართობზე, სადაც უნდა დარგულიყო 439 700 ცალი ნერგი. ხანძრის გამო შემცირდა გაშენებული ფართოებების რაოდენობა; შესაბამისად, საშემოდგომო მოვლის ღონისძიებები ვერ იქნა განხორციელებული. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით 2015 წლის მდგომარეობით მოწყობილი/რეაბილიტირებულია გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი 179.8 კმ სატყეო-სამეურნეო გზა, 2016 წელს დაგეგმილია დაახლოებით 70 კმ-მდე გზის მოწყობა/რეაბილიტაცია; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები სავარაუდო სიგრძით 140 კილომეტრამდე. მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების 70% დასაგეგმი წლის პირველი აგვისტოსთვის, ხოლო მოცემული წლის 1 სექტემბერს შესრულებული დაგეგმილი სამუშაოების სრული მოცულობა. სრულად უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე (600,0 ათ. კბმ-დან 700,0 ათ. კბმ-მდე); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მიზნით მოწყობილი/რეაბილიტირებული სატყეო-სამეურნეო გზები - 73.3 კმ.; მოსახლეობის, საბიუჯეტო და სხვადასხვა ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილი ტყეკაფები 480 944.62 კბმ ოდენობით. (მ.შ. I ხარისხის 29 114.62 კბმ, ხოლო II ხარისხის 451 830.00 კბმ მერქანი); ხე-ტყის დამზადების ბილეთებით გაცემულია 474 548.22 კბმ ხე-ტყე (მ.შ. I ხარისხი 42 683.75 კბმ, II ხარისხი - 431 864.47 კბმ). 5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 4 სატყეო უბნისათვის (46 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მხოლოდ 8.7%-ს შეადგენს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის მართვის გეგმები ყოველწლიურად დამატებით 2 სატყეო უბნისათვის (მათ შორის 2017 წ. - ლანჩხუთი, ოზურგეთი, (33,5 ათ. ჰა) და ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ჩოხატაურის სატყეო უბნისათვის 17.4 ათ. ჰა-ზე (სულ - 52.5 ათ. ჰა)). საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსთვის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 38,6%-ზე; ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით 2017 წელს დამზადდება და რეალიზდება 25 000 კბმ მერქნული რესურსი, მომდევნო წლებში - 30 000 კბმ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ტყის ფონდის აღრიცხვა-ინვენტარიზაციის სამუშაოების ორი ეტაპი დასრულებულია ლანჩხუთის (11 300 ჰა), ოზურგეთისა (22 200 ჰა) და ზესტაფონის (14 000 ჰა) სატყეო უბნებზე. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ტყის აღრიცხვის ღონისძიებებში, ტენდერების საფუძველზე შერჩეულმა კომპანიებმა ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და შესრულდა სამუშოების მხოლოდ პირველი და მეორე ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპის დასრულება და მართვის გეგმების დამტკიცება განხორციელდება 2018 წლის პირველ-მეორე კვარტალში. გარდა აღნიშნულისა, 2017 წელს დაგეგმილი იყო სამუშაოები ჩოხატაურის სატყეო უბნისათვის 17.4 ათასი ჰა-ზე (სულ ფართობი - 52.5 ათასი ჰა). ინვენტარიზაცია დაიწყო და სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდა დონორი ორგანიზაციის - მსოფლიო ბანკის დახმარებით. გამოთავისუფლებული რესურსით იგეგმებოდა ლენტეხის სატყეო უბნის ინვენტარიზაციის სამუშოების დაწყება, დამტკიცდა ტექნიკური დავალება, მაგრამ ტენდერი 2017 წელს დასრულდა უარყოფით შედეგით. 6. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: სააგენტომ 2014 წელს დაიწყო ხე-ტყის დამზადება, 2014-2015 წწ. დამზადდა 9 650 კბმ ხე-ტყე. 2016 წელს მოსალოდნელია 10 000-15 000 კბმ-მდე რესურსის დამზადება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: სააგენტოს მიერ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დაცვით 2017 წელს დამზადდება და რეალიზდება 25 000 კბმ მერქნული რესურსი, მომდევნო წლებში - 30 000 კბმ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: სპეციალური ჭრის ფარგლებში (სანიტარული ჭრისა და საჯარო სკოლების ჩათვლით) დამზადებულია 51 000 კბმ მერქნული რესურსი 5 რეგიონში (2015 წელთნ შედარებით, დამატებით 3 რეგიონში). წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით სპეციალური ჭრის ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის მოცულობა გაზრდილია დაახლოებით 5-ჯერ, ხოლო მიზნობრივ მაჩვენებლეთან შედარებით 2-ჯერ. სააგენტოს მიერ 27.7 ათასი კბმ მერქნული რესურსით უზრუნველოფილ იქნა საქართველოს 9 რეგიონის 983 საჯარო სკოლა. სააგენტოს შემოსავლები მერქნული რესურსის რეალიზაციიდან გაზრდილია დაახლოებით 4-ჯერ, რომელიც მოხმარდა ტყითსარგებლობის და სხვა სატყეო ღონისძიებების დაფინანსებას.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017