მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა (38 06)

გამოყოფილია 306.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; ...

სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით; გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის - საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კოორდინაციის უზრუნველყოფა; შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების უზრუნველყოფა; მონაცემების სისტემატიზაციის, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და გამარტივების მიზნით გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემის შექმნა, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ანალიტიკური ანგარიშების მომზადებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის მიწოდების მოქნილი მექანიზმის უზრუნველყოფა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო წყაროებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა უწყებაში არსებულ, სათანადოდ დამუშავებულ, ადვილად აღსაქმელ და სანდო გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება; შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით გარემოს დაცვის საკითხებისადმი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების შეცვლილი ქცევა; სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების გზით გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების გაძლიერებული შესაძლებლობები; სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამული და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
ხელი შეეწყო გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო წყაროებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობას; ხელი შეეწყო სხვადასხვა უწყებაში არსებულ, სათანადოდ დამუშავებულ, ადვილად აღსაქმელ და სანდო გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა; სხვადასხვა კამპანიებისა და პროგრამების ორგანიზების გზით საზოგადოებაში გაზრდილია გარემოსდაცვითი ცნობიერება; შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით გარემოს დაცვის საკითხებისადმი შეცვლილია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ქცევა; სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზების გზით გარემოს დაცვის სფეროში გაძლიერებულია სპეციალისტების შესაძლებლობები; განხორციელებულია სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო პროგრამული და სამართლებრივი უზრუნველყოფა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2015 წელს ჩატარდაა 70 გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 695-მა ადამიანმა, მათ შორის: 868 მოსწავლემ და 259 სტუდენტმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 70-მდე გარემოსდაცვითი ღონისძიების მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე ადამიანი. მათ შორის 600 მოსწავლე და სტუდენტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - საზოგადოების დაბალი ინტერესი და ჩართულობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარე წელს გარემოსდაცვითი კანონპროექტების 20 საჯარო განხილვა გაიმართა 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთათვის, რომელსაც ესწრებოდა 366 ადამიანი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად სხვადასხვა გარმოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს 1000 კაცი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - საზოგადოების დაბალი ინტერესი და ჩართულობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს მომზადდა გადამზადების ახალი ტრენინგპროგრამა - ,,გარემოსდაცვითი მმართველი", რომელიც ითვალისწინებს კადრების გადამზადებას კომპანიებისთვის. გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2015 წლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა სულ 470-მდე თანამშრომელმა, მათ შორის 270-მა ტყის მცველმა, დაცული ტერიტორიების 150-მა თანამშრომელმა, ცენტრის 10-მა თანამშრომელმა და სამინისტროს სხვადასხვა უწყების 39-მა თანამშრომელმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად ჩატარებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა ტრეინინგები, 300-მდე გადამზადებული თანამშრომელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ტრენინგ/მოდულების მოსამზადებლად საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსების სიმცირე 4 საბაზისო მაჩვენებელი - ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით ამ ეტაპზე შექმნილია ატმოსფერული ჰაერის ანაგარიშგების ელექტრონული სისტემა; შექმნილია გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ვებრუკა, რომელზეც განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილი და განახლებული წყლის, ნარჩენების, ატმოსფერული ჰაერის, გზნ-ის და სხვა ანგარიშგების სისტემა; განახლებული ექსპერტთა ელექტრონული ბაზა; განახლებული გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - კვალიფიციური კადრის სიმცირე; კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დაგვიანებით და/ან არაჯეროვნად შესრულება
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2015 წელს ჩატარდაა 70 გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 695-მა ადამიანმა, მათ შორის: 868 მოსწავლემ და 259 სტუდენტმა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: 70-მდე გარემოსდაცვითი ღონისძიების მოწყობა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 2 000-მდე ადამიანი. მათ შორის 600 მოსწავლე და სტუდენტი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით 2017 წელს ჩატარდა 120-მდე გარემოსდაცვითი ღონისძიება. მათ შორის, ჩატარდა 73 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 703-მა ადამიანმა და 38 ლექცია-სემინარი, რომელიც მოისმინა 1 108-მა ადამიანმა, (მ.შ. 891-მა მოსწავლემ, 217-მა პედაგოგმა), ასევე აღინიშნა გარემოსდაცვითი დღეები, სადაც მონაწილეობა მიიღო 1 507-მა ადამიანმა. სულ ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა 3 000-ზე მეტი ადამიანი. 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: მიმდინარე წელს გარემოსდაცვითი კანონპროექტების 20 საჯარო განხილვა გაიმართა 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთათვის, რომელსაც ესწრებოდა 366 ადამიანი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: ყოველწლიურად სხვადასხვა გარმოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებს 1000 კაცი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: 2017 წლის მანძილზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილ საჯარო დისკუსიებში 606-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: განსახორციელებელია მუშაობა საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის ასამაღლებლად. 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: 2015 წელს მომზადდა გადამზადების ახალი ტრენინგპროგრამა - ,,გარემოსდაცვითი მმართველი", რომელიც ითვალისწინებს კადრების გადამზადებას კომპანიებისთვის. გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2015 წლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა სულ 470-მდე თანამშრომელმა, მათ შორის 270-მა ტყის მცველმა, დაცული ტერიტორიების 150-მა თანამშრომელმა, ცენტრის 10-მა თანამშრომელმა და სამინისტროს სხვადასხვა უწყების 39-მა თანამშრომელმა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: ყოველწლიურად ჩატარებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა ტრეინინგები, 300-მდე გადამზადებული თანამშრომელი მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: გარემოს დაცვის სფეროში სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2017 წლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა 316-მა ადამიანმა. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის კუთხით ამ ეტაპზე შექმნილია ატმოსფერული ჰაერის ანაგარიშგების ელექტრონული სისტემა; შექმნილია გარემოზე ზემოქმედების ნებართვების ვებრუკა, რომელზეც განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვები და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: დანერგილი და განახლებული წყლის, ნარჩენების, ატმოსფერული ჰაერის, გზნ-ის და სხვა ანგარიშგების სისტემა; განახლებული ექსპერტთა ელექტრონული ბაზა; განახლებული გარემოსდაცვითი ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოთეკა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: ცენტრის ადმინისტრირების ქვეშ შეიქმნა და ამოქმედდა ნარჩენების მართვის კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ნარჩენების ანგარიშგების ელექტრონული სისტემა; სამინისტროს ვებგვერდზე სისტემატურად ახლდება არსებული ექსპერტთა რეესტრი, მოქმედებს და სისტემატურად ახლდება გარემოსდაცვითი ელექტრონული ბიბლიოთეკა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ატმოსფერული ჰაერის ანგარიშგების სისტემის შექმნა მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოში, შესაბამისად სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღარ უზრუნველყოფს აღნიშნულის განხორციელებას.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017