მოძებნე პროგრამის შედეგები

ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებები (39 04)

გამოყოფილია 101.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატი; სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; სსიპ საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად ...

სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა; ახალგაზრდა და პოტენციურად მომგებიანი ბიზნეს იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა; ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით შემოქმედებითი და დასვენება გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება; კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით; პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, ბანაკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.

საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აქტივობების ზრდა; ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს შორის საქმიანი თანამშრომლობა, ახალგაზრდებში გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება და კანონის პატივისცემა; ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა; კულტურულ-შემოქმედებით და საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდები; წახალისებული და მოტივირებული ახალგაზრდები.
·      ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების, თვითშეგნების ამაღლების, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდებს (მ.შ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები) შორის ურთიერთობების, ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები. მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და არასრულწლოვან ახალგაზრდა მსჯავრდებულეთა ხელშეწყობისა და მათი დასაქმების მიზნით ჩატარდა ტრეინინგები და სხვადასხვა ღონისძიებები. ახალგაზრდა მოხალისეთა ერთიანი ქსელის ფარგლებში განხორციელდა გარემოს დაცვითი აქტივობები, საქველმოქმედო საქმიანობები, სპორტული მარათონები და სხვა. ახალგაზრდულ აქტივობებში განხორციელდა ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთა ინტეგრაცია. ამოქმედდა სოციალური საწარმოები, სადაც დასაქმდა ახალგაზრდები (მ.შ. შშმ ახალგაზრდები).
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროექტებში ჩართული 84300 ბენეფიციარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროექტებში ჩართული 100300 ბენეფიციარი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3-15%; შესაძლო რისკები - ანაკლიის ბანაკის შესაძლო დემონტაჟი, ბანაკის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება, კონკურსში მონაწილე ორგანიზაციის გამოცდილება და პროექტის ხარისხი, სახელმწიფო ტენდერების განხორციელებით შესყიდული მომსახურების ხარისხსა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები (ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვისას ხარისხისა და გამოცდილების კორტროლის მექანიზმების სისუსტე)
საბაზისო მაჩვენებელი - პროექტში ჩართული 84 300 ბენეფიციარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალგაზრდულ პროექტებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა 100 300- მდე; მიღწეული მაჩვენებელი - ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 48 550-მდე ბენეფიციარმა (მათ შორის პირდაპირი/უშუალო ბენეფიციარი - 970). „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამაში ჩაერთო 989 ბენეფიციარი; სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2017 წელს დაფინანსებული ბავშვთა ახალგაზრდული კავშირების მხარდამჭერი 39 პროექტში ჩართული იყო 5 300 პირდაპირი და 30 000-ზე მეტი არაპირდაპირი ბენეფიციარი. პროგრამა „მომავლის ბანაკმა“ (ანაკლიასა და შაორში) უმასპინძლმა - 3 108 ბენეფიციარს, პროექტ „ნორჩ მაშველთა კლუბის“ აქტივობებში ჩართული იყო 30 მოსწავლე; პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი – 2017“-ში ჩართული იყო - 3 065 პირდაპირი და 45 000 არაპირდაპირი ბენეფიციარი. ამასთან, 2017 წელს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში დასაქმდა 32 ახალგაზრდა. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებში ჩართული იყო 67 შშმ ახალგაზრდა. სულ ახალგაზრდობის ხელშეწყობის ღონისძიებებში 2017 წელს ჩართული იყო - 136 079 ბენეფიციარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019