მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ – კონკურენციის სააგენტო (43 00)

გამოყოფილია 95.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - კონკურენციის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობა; ...

თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობა; ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვა, რომელიც ითვალისწინებს: დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას; კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული ქმედებების დაუშვებლობას; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდავი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობა; კონკურენციის შემაფერხებელი სახელმწიფო დახმარებების დაუშვებლობა; კონკურენციის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ქვეყნის კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენციის ხელშეწყობა. ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში დაცული იქნება თანასწორუფლებიანობის პრინციპები.
·             სსიპ - კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელადა მნიშვნელოვანი სამუშაოები ქვეყანაში შესაბამის სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით, კერძოდ: საქონლისა და მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევის, ბაზრის მონიტორინგის, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინების და განხორციელებული კონცენტრაციის თაობაზე, სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით და აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის შესწავლის კუთხით; ·             ქვეყანაში კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ასევე ეკონომიკური აგენტების მიმართ;
1 საბაზისო მაჩვენებელი - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დასრულებული მოკვლევების 6 ფაქტი; კარტელური გარიგების სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დასრულებული მოკვლევების 5 ფაქტი; სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დასრულებული მოკვლევების 6 ფაქტი; შესაბამის ბაზრებზე მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის შესწავლის 7 ფაქტი; ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დასმული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სააგენტოს მიერ შესწავლილ იქნა 6 საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები წარედგინა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას; მიზნობრივი მაჩვენებელი - კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის მიზნით, კერძოდ-ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვების დათანადო პირობების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ეკონომიკური აგენტების თანასწორუფლებიანობის დაცვა; ეკონომიკურ აგენტთა შორის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართზომიეი შემზღუდველი ექსკლუზიური უფლებების მინიჭების დაუშვებლობა; შესაძლო რისკები - დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმების არსებობა ცალკეულ სასაქონლო ბაზარზე; შერწყმების განხორციელება, რითაც იზღუდება სამართლიანი კონკურენცია; კონკურენციის შემზღუდველი სახელმწიფო დახმარებების გაცემა
1. საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოში მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების 5 ბაზრის მონიტორინგი (დასრულდა 1); შესაბამის ბაზრებზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაცემულ იქნა 25 რეკომენდაცია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტების მიმართ; მიმდინარეობდა შეტყობინებების განხილვები მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხთან დაკავშირებით და აგრეთვე, განცხადებების განხილვა განხორციელებული კონცენტრაციისა და სახელმწიფო დახმარების თაობაზე; მონაწილეობა იქნა მიღებული 12 სასამართლო დავაში სააგენტოს მიერ მიღებულ 4 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით; კონკურენციის სამართლის შესახებ საჯარო და კერძო სექტორის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაიმართა 8 სემინარი/კონფერენცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების, ბიზნეს-სუბიექტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით; სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, განხორციელდა 15 ღონისძიება (სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები და ა.შ), რის შედეგადაც გადამზადდა 30-მდე თანამშრომლი; კონკურენციის სააგენტოს მიერ განხორციელადა მნიშვნელოვანი სამუშაოები, კერძოდ: საქონლისა და მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევის, ბაზრის მონიტორინგის, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინების და განხორციელებული კონცენტრაციის თაობაზე, სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით და აგრეთვე, სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის შესწავლის კუთხით; ქვეყანაში კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა რეკომენდაციები როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ასევე ეკონომიკური აგენტების მიმართ. შენიშვნა: სსიპ - კონკურენციის სააგენტოს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის მიზნით, კერძოდ-ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვების დათანადო პირობების უზრუნველყოფა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ეკონომიკური აგენტების თანასწორუფლებიანობის დაცვა; ეკონომიკურ აგენტთა შორის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართზომიეი შემზღუდველი ექსკლუზიური უფლებების მინიჭების დაუშვებლობა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში ბაზრის ლიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობის, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვის მიზნით განხორციელებული მოკვლევების ფარგლებში გამოვლენილ იქნა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები, რომელიც გამოსწორებულ იქნა მთლიანად ან ნაწილობრივ. ასევე გამოვლენილ იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანობის მხრიდან კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები და დასახულ იქნა მათი გამოსწორების გზები, რომელთაგან ნაწილი გამოსწორებულია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017