მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (49 00)

გამოყოფილია 197279 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ...

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ცნობადობის ამაღლება; არსებული და პოტენციური ინვესტორებისათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა და მათ მიერ წამოწყებული სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა; ქვეყნისათვის პრიორიტეტულ სექტორებში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საჭირო სამუშაოების ჩატარება.

სათანადო დონეზე შენარჩუნდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, განვითარდება ქვეყნისათვის პრიორიტეტული სექტორები და შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები
1 საბაზისო მაჩვენებელი - სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უშუალო ჩართულობითა და განხორციელებული აქტივობების მეშვეობით 2016 წლის განმავლობაში დაიგეგმა/მიმდინარეობს 28 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიმდინარე/დაგეგმილი საინვესტიციო საბაზისო პროექტების განხორციელებით 2017 წელს ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება საბაზისო მაჩვენებლის 24%-ით, ხოლო 2018-2020 წლებში ჯამში ინვესტიციების მოცულობა საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით გაიზრდება 120%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - გასული წლების ანალიზის საფუძველზე ცდომილება შესაძლოა იყოს დაახლოებით 15-20%; შესაძლო რისკები - ინვესტიციების პროგნოზირებადი ოდენობის ცვლილება შესაძლებელია როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის: რყევები საერთაშორისო ბაზრებზე, კომპანიების მიერ საქმიანობის წამოსაწყებად გასავლელი პროცედურების (მათ შორის ლიცენზიების/ნებართვების მიღების) ხანგრძლივობა, ბაზარზე კონკურენტების გამოჩენა, რომელმაც შესაძლებელია განსაზღვროს საქმიანობის გაფართოების საჭიროება ან პირიქით და სხვა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლისათვის სააგენტოს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტებში დასაქმებულ პირთა ოდენობა შეადგენს 1100 ადამიანს; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაწყებული/დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში 2017 წელს მოსალოდნელია საბაზისო მაჩვენებელის 20%-ით გაზრდა, ხოლო 2018-2020 წლებში ჯამურად საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით - 60%-ით გაზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ცდომილების ალაბათობა შესაძლოა იყოს დაახლოებით 15-20 %; შესაძლო რისკები - ადამიანთა დასაქმება პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების მოცულობის ცვლილებასთან. შესაბამისად ის რისკები, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ინვესტირების პროცესზე, ავტომატურად მოახდენენ გავლენას დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებაზე

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017