მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო (50 00)

გამოყოფილია 1411840 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; ...

საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების იმპლემენტაცია; საჯარო დაწესებულებების ჰორიზონტალური და ვერტიკალური ფუნქციური ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა და საჯარო თანამდებობათა კლასიფიკაციის სისტემის დანერგვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება; საჯარო სამსახურში სახელფასო რეფორმის მომზადების ხელშეწყობა; სერტიფიცირების ჩატარების უზრუნველყოფა 6 თვეში ერთხელ მაინც და შესაბამისი ტესტების ბანკის განახლება; საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებისა და საჯარო სამსახურში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირთა ტრენინგი სამუშაოს შეფასების საკითხებში; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა; საჯარო დაწესებულებებში სტაჟირების გავლის პროგრამის კოორდინაცია და კონტროლი; საჯარო მოსამსახურეთა ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის, ეთიკისა და მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებში; საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და ნორმატიული აქტების შესრულების ანალიზი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017