მოძებნე პროგრამის შედეგები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი (51 00)

გამოყოფილია 96.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პერსონალური მონაცემების დამუშავების ევროპული სტანდარტების დასანერგად შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და რეკომენდაციების მომზადება, ინსპექტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და შემდგომი დახვეწა, სხვა ქვეყნებში მონაცემთა ...

პერსონალური მონაცემების დამუშავების ევროპული სტანდარტების დასანერგად შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და რეკომენდაციების მომზადება, ინსპექტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და შემდგომი დახვეწა, სხვა ქვეყნებში მონაცემთა გადაცემაზე კონტროლის გაუმჯობესება. კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლობა ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის დონეზე; ქვეყანაში დანაშაულის თავიდან აცილების, გამოძიების, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე ზედამხედველობა; ფარული საგამოძიებო მოქმედებების და სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობებზე კონტროლი, მათ შორის ფარული მიყურადების და ჩაწერის ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით; მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ასევე საჯარო და კერძო პირებისთვის კონსულტაციის გაწევა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) საჯარო და კერძო დაწესებულებებში; საჯარო და კერძო ორგანიზაციების ფაილური სისტემის (პერსონალურ მონაცემთა შემცველი ელექტრონული ბაზები) კატალოგის რეესტრის წარმოება და გამოქვეყნება; საზოგადოების ინფორმირება მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; სამართალშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის მიღება მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით და ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესასრულებლად; საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის და უფლებამოსილი პირებისთვის ტრენინგების ორგანიზება.

საჯარო და კერძო სექტორებში უზრუნველყოფილი პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტი; ამაღლებული მოქალაქეთა ცნობიერება მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ;
·      უზრუნველყოფილია პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტროლი; ·      ამაღლებული მოქალაქეთა ცნობიერება მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაციების, საინფორმაციო მასალის, ჩატარებული ტრენინგების, შეხვედრების, საჯარო ლექციების, ვებგვერდის განახლებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელებით.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის გაწეული კონსულტაციების გაზრდილი რაოდენობა.; გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევების შემცირებული მაჩვენებელი
1.მიზნობრივი მაჩვენებელი - საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის გაწეული კონსულტაციების გაზრდილი რაოდენობა.; გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის დარღვევების შემცირებული მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლის მაჩვენებლთან შედარებით გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების რაოდენობა გაზრდილია 27-ით, საჯარო და კერძო სუბიექტებისთვის გაწეული კონსულტაციების მაჩვენებელი გაზრდილია 968-ით. განხილული განცხადებების რაოდენობა გაზრდილია 24-ით. ინსპექტორის აპარატის მიერ გაწეული კონსულტაციებისა და გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების, განხილული განცხადებების ზრდის ფონზე აღინიშნება სისტემური ხასიათის დარღვევების შემცირების დინამიკა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 03.08.2017

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017