ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა (თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა); ...
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა (თუ მსხვერპლი გადახდისუუნაროა); ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა დაცვა, რომელთა მიმართაც სასამართლო განიხილავს მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს; სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე წარმომადგენლობის განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოებში (დღეის მდგომარებით უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობა); არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, არა მხოლოდ 14-დან 18 წლამდე წლამდე ბრალდებულის, მსჯავრდებულის და გამართლებულის, არამედ 18–დან 21 წლამდე ბრალდებულის დაცვა, ასევე დაზარალებულად ცნობილი არასრულწლოვანი პირების დაცვა და გადახდისუუნარო არასრულწლოვან მოწმეთა დაცვა. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან პირთა დაცვა იმ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომლებიც სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა თავშესაფრის მაძიებელი იმ პირისათვის, რომლის მიმართაც სასამართლო განიხილავს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტა–გაუქმების, ასევე თავშესაფრის მიცემის საკითხებს; შესაბამისი სამუშაოების ჩატარება სამსახურის ცნობადობის გასაზრდელად; იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, დამატებითი ოფისების გახსნისა და საადვოკატო სერვისების გაფართოების მეშვეობით; მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, დასაქმებულთათვის ადეკვატური შრომის ანაზღაურებისა და მუდმივი პროფესიული გადამზადების მეშვეობით; მაღალი საზოგადოებრივი ცნობადობა იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019