მოძებნე პროგრამის შედეგები

ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდი (57 00)

გამოყოფილია 97.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ ...

საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთრებულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით; სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსება, მათ შორის ერთჯერადი დახმარებების და ასევე, რეგულარული სოციალური შემწეობების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელება. ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე ბენეფიციარების მხარდაჭერა სახელმწიფო და მუნიციპალური დაფინანსების ლიმიტს ფარგლებს გარეთ მოხვედრილი თერაპიისა და დიაგნოსტიკის, ასევე ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურება საზღვარგარეთ დადასტურებული სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში. ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილი მოსახლეობისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კომპონენტის უზრუნველყოფა სულ მცირე ორი მედიკამენტის (მაბტერის და ჰერცეპტინის) თანადაფინანსება, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტისათვის განსაკუთრებულად ძვირადღირებული მედიკამენტის ფასს. შეზღუდული შესაძლებლობებისა და იშვიათი დაავადებები მქონე ბავშვთა მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ანტიეპილეფსიური მედიკამენტების, აუტიზმის აბილიტაციისა და შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის სერვისების თანადაფინანსებაში მონაწილეობა.

2017-2020 წლებში საჯარო და არასამთავრო სექტორის მზარდი ჩართულობით სულ მცირე 16 მილიონი ლარის დონაციის მობილიზება და 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის ფინანსური პრობლემის გადაჭრა ქვეყნის მასშტაბით და პარალელურად საქართველოში ონკოლოგიურ სერვისების გაძლიერება  ფინანსური რესურსების მზარდი მოცულობების პირობებში (ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ლარის დონაცია) იშვიათი დაავადებების, შშმპ ბავშვებისა და უფროსი ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დახმარება ინდივიდუალური ძვირადღირებული მკურნალობის მისაღებად.
·      საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია და განსაკარგავი საკუთარი სახსრების მოცულობამ შეადგინა 3 383.4 ათას ლარზე მეტი; ·      უზრუნველყოფილია სიმსიმნით დაავადებული და სისხლმბადი ორგანოს დაავადების მქონე ბავშვთა, ასევე 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორც საქართველოში ასევე უცხოურ კლინიკებში; ·      ფონდის ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იყვნენ ძვირადღიერებული მედიკამენტებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში მობილიზებული ფინანსური რესურსების მოცულობა 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის დასახმარებლად - ყოველწლიურად სულ მცირე 4 მილიონი ლარი, ან 4 წლის პერიოდში სულ მცირე 16 მილიონი ლარი
1.საბაზისო მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში მობილიზებული ფინანსური რესურსების მოცულობა 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის დასახმარებლად - ყოველწლიურად სულ მცირე 4 მილიონი ლარი, ან 4 წლის პერიოდში სულ მცირე 16 მილიონი ლარი; მიღწეული მაჩვენებელი - 3.4 მილიონ ლარზე მეტი მობილიზებული ფინანსური რესურსი. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         ფონდში ყოველთვიური რეგულარული დოტაციების მოცულობა დაგეგმილი იყო სულ მცირე 400.0 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა საანგარიშო პერიოდში საშუალოდ დოტაციის მოცულობა შეადგენდა 282.0 ათასამდე ლარს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017