მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (64 00)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

...

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების მონიტორინგი; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულებისა და ანგარიშგების, სახელმწიფო შესყიდვების მონაწილეთა არადისკრიმინაციული გარემოს შესაძლებლობის უზრუნველყოფა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროდირექტივების მოთხოვნებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა.

უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა; დაიხვეწება სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების საჯაროობა; განმტკიცდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა.
·      უზრუნველყოფილია სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ·      მაქსიმალურად უზრუნველყოფილია სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; ·      მაქსიმალურად უზრუნველყოფილია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომა; ·      იხვეწება სახელმწიფო შესყიდვების ჩატარების საჯაროობა; ·      მყარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის „eProcurement"-ის შემდგომმა გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია პრეტენდენტთა შორის, მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციის რისკები და ქვეყანას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანაზოგი მოუტანა; ბიზნესის ინტერესის ზრდაზე სახელმწიფო ტენდერების მიმართ მიგვანიშნებს წლების მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციათა და მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკა, აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და სისტემის მოდერნიზაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების სტაბილურ ხარჯვას და სახელმწიფო შესიდვებში მეწარმეთა მუდმივ ჩართულობას; საჯარო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ბიზნეს-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საჩივრების რაოდენობა; სახელმწიფო შესყიდვებში ახალი საშუალებებისა და მეთოდების დანერგვა, მაგალითად: ორეტაპიანი ტენდერი, რომელიც საშუალებას იძლევა გამარჯვებული გამოვლინდეს ფასისა და ხარისხის კრიტერიუმების ერთობლიობით, რის შედეგადაც ვიღებთ ეკონომიკურად ყველაზე მომგებიან წინადადებას. დაინერგა ელექტრონული ტენდერების ახალი მიმართულება, რომლის თანახმადაც აღარ არსებობს ვაჭრობის რაუნდები, ხოლო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის გარდა ყველა მონაცემი დაფარულია ტენდერში ხელშეკრულების დადებამდე. ტენდერის აღნიშნულმა ფორმამ მნიშვნელოვანწილად უზრუნველყო პრეტენდენტეს შორის, ასევე შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის შესაძლო კორუფციული რისკების შემცირება და უზრუნველყო ტენდერში რეალური ფასის მქონე წინადადებების წარმოდგენა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური
1. საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის „eProcurement"-ის შემდგომმა გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა კონკურენცია პრეტენდენტთა შორის, მინიმუმამდე დაიყვანა კორუფციის რისკები და ქვეყანას მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დანაზოგი მოუტანა; ბიზნესის ინტერესის ზრდაზე სახელმწიფო ტენდერების მიმართ მიგვანიშნებს წლების მიხედვით სისტემაში რეგისტრირებულ შემსყიდველ ორგანიზაციათა და მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდის დინამიკა, აღნიშნული შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სააგენტოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმებისა და სისტემის მოდერნიზაციის ხარჯზე. ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების სტაბილურ ხარჯვას და სახელმწიფო შესიდვებში მეწარმეთა მუდმივ ჩართულობას; საჯარო ორგანიზაციების შესყიდვების სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი; სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ ბიზნეს-სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნდობის ამაღლების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საჩივრების რაოდენობა; სახელმწიფო შესყიდვებში ახალი საშუალებებისა და მეთოდების დანერგვა. მოცემულ პერიოდში შემუშავდა ახალი კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზა, რომლის შედეგადაც დაინერგა ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი ვადები და პროცედურები, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ტენდერის ჩატარების ეფექტურობა. ასევე მოწესრიგდა და ახლებურად განისაზღვრა დავების განხილვის საბჭო, ევროკავშირის მონეტარული ზღვრების ზემოთ არსებულ ტენდერებზე გაიზარდა საბჭოს შემადგენლობა. შემუშავდა და გამოიცა მნიშვნელოვანი რეკონემდაციები და მეთოდური მითითებები სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ტენდერში მონაწილეობის მიზნით და ა.შ. შენიშვნა: სსიპ - შესყიდვების სააგენტოს მიერ დაზუსტდა საბაზისო მაჩვენებელი 2016 წლის მდგომარეობით. მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას საჯაროობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული და არადისკრიმინაციული მიდგომა; სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა; შემუშავდა და გამოიცა სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი, რომელმაც კიდევ უფრო აამაღლა ის ჩარჩო პრინციპები, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს თითოეული შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის განხორციელებისას; დაინერგა ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემები, რომელმაც კიდევ უფრო აამაღლა სააგენტოს ყოველდღიური საქმიანობის ხარისხი; ტრენინგ ცენტრში შემუშავდა ახალი პროგრამები, რომელიც ორიენტირებულია დანერგილი და განხორციელებული სიახლეების უკეთესი იმპლემენტაციისათვის. ცდომილების მაჩვენებელი - ცდომილების ალბათობა მინიმალური.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017