მოძებნე პროგრამის შედეგები

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობა (23 06)

გამოყოფილია 95.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტების ფინანსურ ანგარიშგებაზე სანდოობის ამაღლების მიზნით, აუდიტის ზედამხედველობის ეფექტური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აუდიტორული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან, ...

აუდიტს დაქვემდებარებული სუბიექტების ფინანსურ ანგარიშგებაზე სანდოობის ამაღლების მიზნით, აუდიტის ზედამხედველობის ეფექტური სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს აუდიტორული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან, აუდიტორების პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან, ეთიკის ნორმებთან და ევროდირექტივასთან შესაბამისობას; ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგებების პორტალის შექმნა „2013 წლის 26 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013/34/EU დირექტივა გარკვეული კატეგორიის საწარმოების წლიური ფინანსური ანგარიშგების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებისა და დაკავშირებული ანგარიშგებების მოთხოვნების გავრცელება ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის“ დირექტივასთან დაახლოების მიზნით.

აუდიტორული მომსახურების ხარისხის გაზრდა. სუბიექტების ანგარიშგების ხელმისაწვდომობა საინვესტიციო და საკრედიტო ურთიერთობების განვითარება საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ამაღლება.
·   2018 წლის განმავლობაში აუდიტორთა რეესტრში დარეგისტრირდა 27 აუდიტორი, აუდიტორულ ფირმათა რეესტრში დარეგისტრირდა 30 აუდიტორული ფირმა. ·   აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ერთიან სახელმწიფო რეესტრში სრულად რეგისტრირებულია 441 აუდიტორი და 248 აუდიტორული ფირმა. ·   2018 წლის განმავლობაში დასრულდა 5 აუდიტორული ფირმის და ამავე ფირმებში დასაქმებული 8 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. ·   დაიწყო და 2018 წლის ბოლოსთვის მიმდინარე პროცესში იყო 10 აუდიტორული ფირმის და ამავე ფირმებში დასაქმებული 11 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი. ·   აუდიტორთა და აუდიტორულ ფირმები სახელმწიფო რეესტრში ასახულია 21 აუდიტორული ფირმის და 50 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - აუდიტის და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და სამოქმედოდ შემოღება, 50 აუდიტორული ფირმისათვის; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და სამოქმედოდ შემოღება, 500 საწარმოსათვის. მე-2 და მე-3 კატეგორიის 2500 საწარმო, რომლებიც გამოიყენებენ შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და შეადგენენ შესაბამის ანგარიშგებებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - აუდიტის და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შემოღება, 400 აუდიტორული ფირმისათვის; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემოღება 1000 საწარმოსათვის. მე-2 და მე-3 კატეგორიის 3200 საწარმო, რომლებიც გამოიყენებენ შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და შეადგენენ შესაბამის ანგარიშგებებს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მესამე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დროულობა და ხარისხიანობა; პერსონალი კვალიფიკაცია და გამოუცდელობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - აუდიტორების და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში 500 დარეგისტრირებული აუდიტორი და 250 დარეგისტრირებული აუდიტორული ფირმა; 100 აუდიტორული ფირმა , რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება მოკვლევის სისტემა 20 აუდიტორული ფირმა, რომლებიც დანერგავენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემას. 20 აუდიტორული ფირმისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - აუდიტორების და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში 1000 დარეგისტრირებული აუდიტორი და 400 დარეგისტრირებული აუდიტორული ფირმა. 400 აუდიტორული ფირმა , რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება მოკვლევის სისტემა 400 აუდიტორული ფირმა, რომლებიც დანერგავენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემას. 180 აუდიტორული ფირმისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მესამე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დროულობა და ხარისხიანობა; პერსონალის კვალიფიკაცია და გამოუცდელობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - სამსახურის მიერ აღიარებული 3 პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, 3 განგრძობითი განათლების პროგრამა და მათ განმახორციელებელი 3 მასერთიფიცირებელი ორგანიზაცია. შედეგად 100 სერტიფიცირებული ბუღალტერი და 500 განგრძობითი განათლების კურსდამთავრებული აუდიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამსახურის მიერ აღიარებული 3 პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, 3 განგრძობითი განათლების პროგრამა და მათ განმახორციელებელი 3 მასერთიფიცირებელი ორგანიზაცია, შედეგად 500 სერტიფიცირებული ბუღალტერი და 1000 განგრძობითი განათლების კურსდამთავრებული აუდიტორი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მესამე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დროულობა და ხარისხიანობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - წარდგენილი 260 ფინანსური ანგარიშგება და 20 არაფინანსური ანგარიშგება, მათი ხარისხიანობის შეფასება; პორტალზე განთავსებული 70 ანგარიშგება; მიზნობრივი მაჩვენებელი - წარდგენილი 80 000 ფინანსური ანგარიშგება და 800 არაფინანსური ანგარიშგება, მათი ხარისხიანობის შეფასება; პორტალზე განთავსებული 80 800 ანგარიშგება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - მესამე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დროულობა და ხარისხიანობა; პერსონალი კვალიფიკაცია და გამოუცდელობა
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - აუდიტის და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და სამოქმედოდ შემოღება, 50 აუდიტორული ფირმისათვის; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და სამოქმედოდ შემოღება, 500 საწარმოსათვის. მე-2 და მე-3 კატეგორიის 2500 საწარმო, რომლებიც გამოიყენებენ შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და შეადგენენ შესაბამის ანგარიშგებებს. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - აუდიტის და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების შემოღება, 400 აუდიტორული ფირმისათვის; ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შემოღება 1000 საწარმოსათვის. მე-2 და მე-3 კატეგორიის 3200 საწარმო, რომლებიც გამოიყენებენ შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და შეადგენენ შესაბამის ანგარიშგებებს. მიღწეული მაჩვენებელი - ნათარგმნი და სამოქმედოდ შემოღებული განახლებული აუდიტისა და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტი; 248 აუდიტორული ფირმის და 442 აუდიტორის მიერ გამოყენებული აუდიტისა და პროფესიული ეთიკის საერთაშორისო სტანდარტები; ნათარგმნი და სამოქმედოდ შემოღებული განახლებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; 600 საწარმო, რომლიც გამოიყენებს შესაბამისი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს და შეადგენენ ანგარიშგებებს. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - აუდიტორების და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში 500 დარეგისტრირებული აუდიტორი და 250 დარეგისტრირებული აუდიტორული ფირმა; 100 აუდიტორული ფირმა , რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება მოკვლევის სისტემა 20 აუდიტორული ფირმა, რომლებიც დანერგავენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემას. 20 აუდიტორული ფირმისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - აუდიტორების და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში 1000 დარეგისტრირებული აუდიტორი და 400 დარეგისტრირებული აუდიტორული ფირმა. 400 აუდიტორული ფირმა, რომელთა მიმართაც გამოყენებული იქნება მოკვლევის სისტემა 400 აუდიტორული ფირმა, რომლებიც დანერგავენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სისტემას. 180 აუდიტორული ფირმისთვის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელება. მიღწეული მაჩვენებელი - აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ერთიან სახელმწიფო რეესტრში სრულად რეგისტრირებულია 441 აუდიტორი და 248 აუდიტორული ფირმა; 2018 წლის განმავლობაში დასრულდა 5 აუდიტორული ფირმის და ამავე ფირმებში დასაქმებული 8 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის მიმდინარე პროცესში იყო 10 აუდიტორული ფირმის და ამავე ფირმებში დასაქმებული 11 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი; აუდიტორთა და აუდიტორულ ფირმები სახელმწიფო რეესტრში ასახულია 21 აუდიტორული ფირმის და 50 აუდიტორის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგები. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სამსახურის მიერ აღიარებული 3 პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, 3 განგრძობითი განათლების პროგრამა და მათ განმახორციელებელი 3 მასერთიფიცირებელი ორგანიზაცია. შედეგად 100 სერტიფიცირებული ბუღალტერი და 500 განგრძობითი განათლების კურსდამთავრებული აუდიტორი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სამსახურის მიერ აღიარებული 3 პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა, 3 განგრძობითი განათლების პროგრამა და მათ განმახორციელებელი 3 მასერთიფიცირებელი ორგანიზაცია, შედეგად 500 სერტიფიცირებული ბუღალტერი და 1000 განგრძობითი განათლების კურსდამთავრებული აუდიტორი. მიღწეული მაჩვენებელი - აღიარებულ იქნა სამი სასერტიფიკაციო პროგრამა, პროგრამების შესახებ ინფორმაცია აისახა სამსახურის ვებ-გვერდზე; აღიარებულ იქნა სამი განგრძობითი განათლების პროგრამა, პროგრამების შესახებ ინფორმაცია აისახა სამსახურის ვებ-გვერდზე; აღიარებულ იქნა ერთი საგამოცდო პროცესი, საგამოცდო პროცესის შესახებ ინფორმაცია აისახა სამსახურის ვებ-გვერდზე; სამსახურის მიერ განხორციელდა აღიარებული სამივე განგრძობითი განათლების პროგრამის მონიტორინგი. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - წარდგენილი 260 ფინანსური ანგარიშგება და 20 არაფინანსური ანგარიშგება, მათი ხარისხიანობის შეფასება; პორტალზე განთავსებული 70 ანგარიშგება. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - წარდგენილი 80 000 ფინანსური ანგარიშგება და 800 არაფინანსური ანგარიშგება, მათი ხარისხიანობის შეფასება; პორტალზე განთავსებული 80 800 ანგარიშგება. მიღწეული მაჩვენებელი - ანგარიშგებების წარმოდგენის ჩანართის მეშვეობით წარმოდგენილი იქნა 619 ფინანსური ანგარიშგება და 415 მმართველობის ანგარიშგება, წარმოდგენილი ანგარიშგებები სახმსახურის მიერ შემოქმებული იქნა ხარისხობრივად და შემდგომ გასაჯაროვდა; ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების პორტალზე განთავსებულია 1028 ანგარიშგება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019