მოძებნე პროგრამის შედეგები

C ჰეპატიტის მართვა (35 03 02 12)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სკრინინგული კვლევა, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა; ...

სკრინინგული კვლევა, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა, მათ შორის, მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევებისა და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა; პირთა C ჰეპატიტის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტით (სოფოსბუვირი, ჰარვონი, პეგილირებული ინტერფერონი, რიბავირინი) უზრუნველყოფა; მედიკამენტების ლოჯისტიკა.

C ჰეპატიტის სკრინინგული კვლევების მოცვის არეალის გაფართოება; პროგრამაში ჩართული განკურნებული პაციენტების რაოდენობის ზრდა; C ჰეპატიტის პრევალენტობის და ინციდენტობის შემცირება.
პროგრამის ფარგლებში, Anti HCV ტესტირებულ პირთა რაოდენობის შეფარდება წლიურ სამიზნე რაოდენობასთან (300 000 ბენეფიციარი) შეადგენს დაახლოებით - 110%-ს (328 557 ამბულატორიულად გამოკვლეული პირი) საანგარიშო პერიოდში დიაგნოსტიკის კომპონენტით ისარგებლა 20.5 ათასამდე პირმა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევა-C ჰეპატიტზე 2016 წლის განმავლობაში დასკრინულ ბენეფიციართა რაოდენობა ცენტრის ლაბორატორიებისა და გამსვლელი ბრიგადებით - 70211 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 12890 (18,3%); C ჰეპატიტზე 2016 წლის განმავლობაში დასკრინულ ბენეფიციართა რაოდენობა დაკონტრაქტებული დაწესებულებების მიერ - 18900 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 1405 (7.8%); მიზნობრივი მაჩვენებელი - მოცვის გაზრდა 50%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ცნობიერების დაბალი დონე 2 საბაზისო მაჩვენებელი - სადიაგნოსტიკო კვლევები ჩაუტარდა 21 000-ზე მეტ პირს; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის მაჩვენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ცნობიერების დაბალი დონე; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - დიაგნოსტირებულ პაციენტთა 90% ჩართულია მკურნალობის კომპონენტში; მკურნალობის კომპონენტში მყოფი პაციენტების დასრულებული კურსი - 90%; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის მაჩვენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - ცნობიერების დაბალი დონე; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაჩვენებელი შენარჩუნებულია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - ტექნიკური მიზეზი
1. საბაზისო მაჩვენებელი - სკრინინგული კვლევა-C ჰეპატიტზე 2016 წლის განმავლობაში დასკრინულ ბენეფიციართა რაოდენობა ცენტრის ლაბორატორიებისა და გამსვლელი ბრიგადებით - 70211 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 12890 (18,3%); C ჰეპატიტზე 2016 წლის განმავლობაში დასკრინულ ბენეფიციართა რაოდენობა დაკონტრაქტებული დაწესებულებების მიერ - 18900 ბენეფიციარი, მათგან საეჭვო დადებითი აღმოჩნდა 1405 (7.8%); მიზნობრივი მაჩვენებელი - მოცვის გაზრდა 50%; მიღწეული მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში Anti HCV ტესტირებულ პირთა რაოდენობის შეფარდება წლიურ სამიზნე რაოდენობასთან (300 000 ბენეფიციარი) შეადგენს დაახლოებით- 110%-ს (328 557 ამბულატორიულად გამოკვლეული პირი); 2. საბაზისო მაჩვენებელი - სადიაგნოსტიკო კვლევები ჩაუტარდა 21 000-ზე მეტ პირს; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის მაჩვენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; მიღწეული მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში დიაგნოსტიკის კომპონენტით ისარგებლა 20.5 ათასამდე პირმა; ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ·   სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკვლეული მოსახლეობის 7.7% ანტი-HCV დადებითია, ხოლო 5.4% − HCV რნმ დადებითი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაახლოებით 150.0 ათასი ადამიანი დაავადებულია C ჰეპატიტის აქტიური ფორმით; ·   ამასთან, ელიმინაციის მისაღწევად, პროგრამის მიზანია დაავადებულთა 90% დიაგნოსტირება, მათ შორის 95% მკურნალობა და ნამკურნალევთა შორის 95% განკურნება; ·   აღნიშნული პრინციპების, ასევე პროგრამის გამტარუნარიანობის (მიმწოდებელ კლინიკათა რაოდენობა) გათვალისწინებით ხორციელდებოდა პროგრამის ფარგლებში პაციენტთა პროგნოზული რაოდენობების დაგეგმვა საშუალოდ თვეში 2000-2500 ოდენობით; ·   2017-2018 წლებში დაფიქსირდა პაციენტთა რაოდენობის კლება. თვეში საშუალოდ ერთვებოდა 800-1000 პაციენტი. 3. საბაზისო მაჩვენებელი - დიაგნოსტირებულ პაციენტთა 90% ჩართულია მკურნალობის კომპონენტში; მკურნალობის კომპონენტში მყოფი პაციენტების დასრულებული კურსი - 90%; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლის მაჩვენებელი შენარჩუნებულია ან ზრდადია; მიღწეული მაჩვენებელი - მკურნალობის კომპონენტში ჩაერთო 10 210-ზე მეტი პირი; პროგრამაში ჩართულ პაციენტთა შორის, რომლებმაც დაასრულეს მკურნალობა, 98.2%-ში მიღწეულია დადებითი შედეგი; 4. საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაჩვენებელი შენარჩუნებულია; მიღწეული მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა პროგრამაში მონაწილე 42 დაწესებულების მიხედვით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019