მოძებნე პროგრამის შედეგები

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება (35 03 04)

გამოყოფილია 21.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

იმ დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობების განსაზღვრა, რომლებში მზადებაც დაფინანსდება და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობის განსაზღვრა; ...

იმ დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობების განსაზღვრა, რომლებში მზადებაც დაფინანსდება და აღნიშნულ სპეციალობებში გათვალისწინებული ადგილების (კვოტების) რაოდენობის განსაზღვრა; იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომლებისთვისაც განხორციელდება მაძიებლების დაფინანსება; მაძიებელთა შერჩევა პროგრამით განსაზღვრული „საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის წესის“ მიხედვით.

დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა.
·   მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიების სამედიცინო დაწესებულებებში ექიმთა დეფიციტი შემცირებულია; ·   სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები 2018 წლის საშემოდგო სესიაზე გახლებული ტესტებით ჩატარდა 16 საექიმო სპეციალობაში (მათგან, 2017 წელს განახლდა ტესტები 6 საექიმო სპეციალობაში, 2018 წელს - 10 საექიმო სპეციალობაში); ასევე განახლებული ტესტ-კითხვარებით ჩატარდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები - „მედიცინა“, „სტომატოლოგია“ პროფილით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) პროგრამაში ჩართული მაძიებლების რაოდენობა - 28; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის შენარჩუნებისათვის უზრუნველყოფილია დიპლომშემდგომი სამედიცინო განათლება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0-1%; შესაძლო რისკები - ტექნიკური მიზეზი
1. საბაზისო მაჩვენებელი - დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) პროგრამაში ჩართული მაძიებლების რაოდენობა - 28; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის შენარჩუნებისათვის უზრუნველყოფილია დიპლომშემდგომი სამედიცინო განათლება; მიღწეული მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების სამედიცინო დაწესებულებებში არსებული საკადრო დეფიციტის შემცირება; ექიმთა სახელმწიფო სასერტიფიკაციო საგამოცდო ტესტ-კითხვარების განახლება უზრუნველყოფილია; ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო საგამოცდო ტესტ-კითხვარების განახლება უზრუნველყოფილია. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ·   საექიმო სპეციალობის მაძიებელთა მხრიდან არ არის მზაობა, დასაქმდნენ მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებსა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიების სამედიცინო დაწესებულებებში, რაც ქმნის პრობლემებს მათი პროგრამაში ჩართვის კუთხით. ·   პროგრამის ფარგლებში 2017 წლიდან დაემატა ახალი კომპონენტები: სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო საგამოცდო ტესტ-კითხვარების განახლება. ამასთან, სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარების რაოდენობა 2017 წელს განისაზღვრა 6 საექიმო სპეციალობით, 2018 წელს - 10 საექიმო სპეციალობით. 2019 წელს დაგეგმილია სასერტიფიკაციო ტესტ-კითხვარების განახლება 20 საექიმო სპეციალობაში.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019