გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

გვერდის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის წლიური გეგმის შედგენის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. თითოეული შეტყობინება, მხედველობაში იქნება მიღებული აუდიტის თემების შერჩევის პროცესში და შესაძლოა გახდეს აუდიტის ჩატარების საფუძველი.

 

შეტყობინების გასაგზავნად აუცილებელია შემდეგი ველების შევსება:

   - მხარჯავი დაწესებულება

   - მოქალაქის სტატუსი

   - პრობლემის აღწერა

 

გამოგზავნილი შეტყობინების სტატუსის შესამოწმებლად, ველში - „შეამოწმე სტატუსი“ მიუთითეთ შეტყობინების უნიკალური კოდი, რომელსაც მიიღებთ შეტყობინების გაგზავნისას.

 

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზეც გეცნობებათ შეტყობინებაზე რეაგირების შესახებ.

გვერდის მეშვეობით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს საჯარო სექტორში არსებული კორუფციის  გამოვლენისა და მისი შემდგომი პრევენციის პროცესში მოქალაქეთა ჩართვას.

 

გვერდი საშუალებას გაძლევთ, სურვილის შესაბამისად, კონფიდენციალურობის დაცვით, გაგვიზიაროთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო ფინანსების სფეროში არსებული კორუფციული რისკების შესახებ. თითოეული მოწოდებული შეტყობინება მხედველობაში იქნება მიღებული აუდიტის ჩატარებისას.

გვერდის მიზანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრისას მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინება.

 

გვერდი საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ სფეროები სასურველი პრიორიტეტების მიხედვით. მოწოდებული ინფორმაცია გახდება შესამოწმებელი სფეროების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი.