კაპიტალური პროექტი - ისეთი მსხვილი პროექტი, რომელსაც საინვესტიციო ხასიათი გააჩნია, ანუ პროექტის ფარგლებში შექმნილი საბოლოო პროდუქტი უნდა გახდეს ეკონომიკური აქტივობის შემადგენელი ნაწილი ან მნიშვნელოვნად უნდა უწყობდეს ხელს ეკონომიკურ განვითარებას. კაპიტალური პროექტები გულისხმობს მსხვილი ინფრასტრუქტურის შექმნას ან არსებულის მნიშვნელოვან და არსებით გაუმჯობესებას.
კაპიტალური პროექტების დანართი - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე თანდართული დოკუმენტი, სადაც მოცემულია წლის განმავლობაში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაცია.
კაპიტალური პროექტების დანართი წარმოადგენს ერთადერთ დოკუმენტს, სადაც გაერთიანებულია ქვეყნის დონეზე განსახორციელებელი კაპიტალური/ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა, მასში არ არის წამოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ყველა კაპიტალური პროექტის შესახებ.
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კაპიტალური პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით, აღნიშნული გვერდი კაპიტალური პროექტების დანართში ასახული პროექტების გარდა, მოიცავს ინფორმაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის კაპიტალის ზრდის შესახებ.