მოძებნე პროგრამის შედეგები

პროგრამულ ბიუჯეტირებაში არსებული ხარვეზები

დაგეგმვის პროცესში არსებული ხარვეზები

შედეგების შემუშავება

მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა

ინდიკატორების შემუშავება

შედეგების შემუშავება

მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა რიგ შემთხვევებში ხდება აგრეგირებულად, პროგრამების დონეზე და არ ითვალისწინებს მათ შემდგომ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად, რაც შეუძლებელს ხდის საბოლოო და შუალედური შედეგების ერთმანეთისაგან გამიჯვნას. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ფინანსურ და არაფინანსურ ინფორმაციას შორის

მიზნობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა

პროგრამების ნაწილს მიზნობრივი მაჩვენებლები არ გააჩნია, რაც ანგარიშგების ეტაპზე შეუძლებელს ხდის ქვეპროგრამების მიერ მიღწეული შედეგებისა და ამ ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. შედეგად, არ ხდება ანგარიშგება დაგეგმილ და ფაქტიურად მიღებულ შედეგს შორის არსებული განსხვავებების შესახებ

ინდიკატორების შემუშავება

გარკვეული პროგრამის შედეგების შეფასების ინდიკატორები ვერ უზრუნველყოფენ მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას; გარკვეულ შემთხვევებში პროგრამებისა და ქვეპროგრამების ნაწილი საჭიროებს დამატებით ინდიკატორს, რათა სრულყოფილად იქნეს შეფასებული მიღწეული შედეგები.

შესრულების ანგარიშგების პროცესში არსებული ხარვეზები

შედეგების შესახებ ანგარიშგება

შესრულება ინდიკატორებთან მიმართებაში

შედეგების შესახებ ანგარიშგება

● ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ არ ხდება სრული ინფორმაციის წარმოდგენა და მათი შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებაში ● რიგ შემთხვევებში, არ არის წარმოდგენილი განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე, ან მოცემული განმარტება ზოგადი ხასიათისაა და შეუძლებელია დადგინდეს თუ რა იყო გადახრის გამომწვევი მიზეზი ● გარკვეულ შემთხვევებში არ არის წარმოდგენილი გადახრების შესახებ განმარტებები, რადგან ვერ ხერხდება დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის განსხვავების იდენტიფიცირება, მიზნობრივი მაჩვენებლების არარსებობის გამო

შესრულება ინდიკატორებთან მიმართებაში

გარკვეულ შემთხვევებში ხდება მიღწეული შედეგების წარმოდგენა წინასწარ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებლებთან შეუსაბამოდ, განსხვავებული სახით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ერთმანეთთან შედარებას

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მზადდება პროგრამული ფორმატით, რაც ბიუჯეტირების შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს. ტრადიციული (ორგანიზაციული) ფორმატის ბიუჯეტირებისგან განსხვავებით, პროგრამული ბიუჯეტირების ამოსავალ წერტილს არა მხარჯავი უწყებისათვის გამოყოფილი რესურსების ოდენობა, არამედ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედეგად მიღწეული შედეგები წარმოადგენს. 

პროგრამული ბიუჯეტირება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ანგარიშვალდებულების ზრდას დაინტერესებული მხარეებისადმი, ხოლო მეორე მხრივ, რესურსების ეფექტიანი განაწილების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.

 

ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილია პროგრამული ბიუჯეტირების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები.

 

დამატებით ინფორმაცია პროგრამულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემოთ მოცემულ ანგარიშებში. 

 

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 2.03.2017