მოძებნე პროგრამის შედეგები

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დაცვა (31 13)

გამოყოფილია 112.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, სააგენტოს მიერ სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელება; ...

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, სააგენტოს მიერ სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განხორციელება; რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების და პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის განახლება და მისი წარმოება; რადიოაქტიური ნარჩენების მართვა; საქართველოში გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი; ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება; ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ინსპექტირების განხორციელების გზით.

მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო მოთხოვნებთან და სტანდარტებთან; რადიოაქტიური ნარჩენების გაუმჯობესებული მართვის სისტემა; ელექტროენერგიით, წყლით, ფიზიკური დაცვის სისტემითა და აღჭურვილობით მოწესრიგებული რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი; შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა; მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცული მოსახლეობა და გარემო; დაუსაბუთებელი დასხივებისგან დაცული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები.
·         მოწესრიგებული იქნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და სტანდარტებთან, მიღებული იქნა 2 კანონქვემდებარე აქტი; ·         გაუმჯობესდა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემა; ·         რადიაციული მონიტორინგის ახალი სისტემებით აღჭურვილია რადიოაქტიური ნარჩენების სამარხი და საცავი (2 ლოკაცია); ·         შეფასებულია გარემოს რადიაციული მდგომარეობა სოფ. ანასეულში (გურია); ·         მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან დაცულია მოსახლეობა და გარემო; ·         დადგენილი იქნა დოზური ზღვრის გადაჭარბებით დასხივებისგან დაცული სამედიცინო პერსონალი და პაციენტები, განხორციელებული 119 ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციის ინსპექტირება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში (გურია, აჭარა) მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, გრიგოლეთი, სამეგრელო, ტყიბული, ჭიათურა) განხორციელებული რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - მონიტორინგისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გაუმართაობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით არსებობს დაცული მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების ცენტრალიზებული საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, რომელიც მიმდინარე პერიოდისთვის უზრუნველყოფილია შესაბამისი დაცვითი სისტემით და აღჭურვილობით; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინფრასტრუქტურულად გამართული, ფიზიკური დაცვის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების 2 ლოკაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2 %; შესაძლო რისკები - ტექნიკური ხასიათის შეფერხებები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების განხორციელებაში 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის 04 იანვარს შეიქმნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისი საკანონმდებლო აქტები დამტკიცებულია პარლამენტის მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი, შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა, გაუმჯობესებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვა, დამტკიცებული და ძალაში შესული ამ სფეროში რიგი საკანონმდებლო აქტები
1.     საბაზისო მაჩვენებელი ·  დღეის მდგომარეობით არსებობს მცხეთის რადიოაქტიური ნარჩენების საცავი და სააკაძის რადიოქტიური ნარჩენების სამარხი, სადაც არ არის სრულყოფილი რადიაციული მონიტორინგის სისტემა; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         რადიაციული მონიტორინგის სისტემებით უზრუნველყოფილი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების 2 ლოკაცია. მიღწეული მაჩვენებელი ·         რადიაციული მონიტორინგის სისტემებით აღჭურვილი რადიოაქტიური ნარჩენების განთავსების 2 ლოკაცია; 2.     საბაზისო მაჩვენებელი ·         საქართველოს რეგიონებში (გურია, აჭარა) მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         საქართველოს რეგიონებში (იმერეთი, სამცხე ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, გრიგოლეთი, სამეგრელო, ტყიბული, ჭიათურა) განხორციელებული რადიაციის ფონური მაჩვენებლებისა და გარემოში (ნიადაგში, ჰაერში, წყალში) არსებული რადიონუკლიდების მონიტორინგი; მიღწეული მაჩვენებელი ·         საქართველოს რეგიონებში (სოფ. ანასეული (გურია) გაზომილი რადიაციული ფონი და ნიადაგში განსაზღვრული რადიონუკლიდების კონცენტრაცია; შენიშვნა: გამომდინარე იქიდან, რომ სოფ. ანასეულთან (გურია), ყოფილი ჩაისა და სუბტროპიკული მცენარეების საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწის ზედაპირის რადიაციული დაბინძურება, მიზანშეწონილად ჩაითვალა გამოკვლეული ყოფილიყო რადიონუკლიდების გავრცელება მიწის სიღრმეში და გამავალ წყლებში, დაბინძურების ზონის მახლობლად მოსახლედ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. არსებული პრობლემის აქტუალურობიდან და განსახორციელებელი სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, 2018 წელს მიზანშეწონილად ჩაითვალა სოფ. ანასელთან (გურია) არსებული დაბინძურებული ტერიტორიის გამოკვლევის პრიორიტეტიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან მიმართებაში. ამ მიმართულებით განხორციელდა ფართო მასშტაბური გეოლოგიური და რადიაციული კვლევები, ნაპოვნი და გაუვნებელყოფილი იქნა 2 უპატრონო რადიოაქტიური წყარო. 3.     საბაზისო მაჩვენებელი ·         2016 წლის 04 იანვარს შეიქმნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისი საკანონმდებლო აქტები დამტკიცებულია პარლამენტის მიერ 2015 წლის 11 ნოემბერს; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული სახელმწიფო კონტროლი, შეფასებული გარემოს რადიაციული მდგომარეობა, გაუმჯობესებული რადიოაქტიური ნარჩენების მართვა, დამტკიცებული და ძალაში შესული ამ სფეროში რიგი საკანონმდებლო აქტები მიღწეული მაჩვენებელი ·         შემუშავებული ახალი კანონპროექტები, სტრატეგიული დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019