პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ...
პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა; პროფესიულ განათლებაში სოციალური პარტნიორობის განვითარებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდაჭერა; პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტაცია; პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის ამოქმედებითა და ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ჩარჩოს დანერგვის გზით; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დუალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა; პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კოლეჯების რეგიონული ქსელის გაფართოება, ასევე ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ხელშეწყობა და საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის საორიენტაციო-პროფესიულ კურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა; პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციური სასწავლო გარემოს და სამეწარმეო განათლების განვითარება; კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების გაძლიერება (მათ შორი,ს შშმ და სსსმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით), როგორიცაა: ხარისხიანი კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სისტემის უზრუნველყოფა; სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა; მეწარმეობის სწავლების მხარდაჭერა და სხვ.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019