მოძებნე პროგრამის შედეგები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა (49 00)

გამოყოფილია 135.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატა

პროგრამის აღწერა და მიზანი

სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და ბიზნეს-გაერთანებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მჭიდრო თანამშრომლობა; ...

სხვადასხვა ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან და ბიზნეს-გაერთანებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მჭიდრო თანამშრომლობა; ბიზნეს-ფორუმების, კონფერენციების, გამოფენებისა და ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება ქართული და უცხოური ბიზნეს-წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით და აგრეთვე, ქართული კომპანიების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა და როუდშოუების ორგანიზება; ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირების დამყარების ხელშეწყობა და აგრეთვე, ქართული კომპანიების ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარების, რეგიონულ/საერთაშორისო ვაჭრობის და ეკონომიკაში ინტეგრაციისა და აგრეთვე, რეგიონულ/საერთაშორისო ფინანსურ, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით; ორმხრივი ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა; საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარდგენის, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობების გააქტიურება; საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა; მეწარმე სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით, არსებული სერვისების გაუმჯობესება/ახალი სერვისების შემუშავება და პალატის ვებ-გვერდის მეშვეობით ელექტრონული სერვისების დანერგვა; მეწარმე სუბიექტების ბიზნეს-კატალოგის შექმნა; ევროკავშირში ექსპორტით დაინტერესებული მეწარმე სუბიექტებისათვის ტრენინგების ჩატარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით; საქართველოს ბიზნეს სუბიექტების ინტერესების დაცვისა და მეწარმე სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობა კომისიების, ინვესტორთა საბჭოს, დავების საბჭოსა და სამინისტროებთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობაში მონაწილეობა; რეგიონული პალატების ქსელის გაფართოვება, რეგიონულ მცირე და საშუალო მეწარმეებთან თანამშრომლობისა და მათთვის პალატის სერვისების მიწოდების მიზნით; „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე დაფუძნებული DCFTA საინფორმაციო ცენტრის ქსელის გაფართოვება რეგიონებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობადობის გაზრდა DCFTA შეთანხმებით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და აგრეთვე, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა და საკანონმდებლო ცვლილებებთან ადაპტაციის ხელშეწყობა; საქართველოს რეგიონების ბიზნეს-კომპანიებთან შეხვედრების, ტრენინგების, სემინარების, ფორუმებისა და პრეზენტაციების გამართვა და ასევე, კონსულტაციების გაწევა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და პრობლემატური საკითხების გაცნობის მიზნით; კომერციული და საინვესტიციო ხასიათის საერთაშორისო დავების განხილვის მიზნით საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის განვითარება.

ქართული კომპანიების მიერ გაფართოვებული ბიზნეს-კავშირები და საზღვარგარეთ მოძიებული პარტნიორების გაზრდილი რიცხვი; ევროკავშირში საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია, საქართველო-ევროკავშირს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; კომერციული და საინვესტიციო ხასიათის საერთაშორისო დავების ეფექტურად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისასად განხილვის შესაძლებლობა.
·      ქართული კომპანიების მიერ გაფართოვდა ბიზნეს-კავშირები და გაიზარდა საზღვარგარეთ მოძიებული პარტნიორების რიცხვი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2016 წელს ჩატარდა 34 ბიზნეს-ფორუმი, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 300-ზე მეტმა კომპანიამ. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები და დამყარდა კავშირები, რამაც ბიზნეს-სუბიექტებს ხელი შეუწყო საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ ქართული კომპანიების მიერ ბიზნეს-კავშირების გაფართოვება და ბიზნეს-პარტნიორების რიცხვის გაზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, მათ შორის რეგიონში; ძირითადი ნედლეულის ფასების ვარდნა საერთაშორისო ბაზარზე
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით 2016 წელს ჩატარდა 34 ბიზნეს-ფორუმი, როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 300-ზე მეტმა კომპანიამ. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები და დამყარდა კავშირები, რამაც ბიზნეს-სუბიექტებს ხელი შეუწყო საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საზღვარგარეთ ქართული კომპანიების მიერ ბიზნეს-კავშირების გაფართოვება და ბიზნეს-პარტნიორების რიცხვის გაზრდა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გაიმართა 16-ზე მეტი ბიზნეს-ფორუმი, მონაწილეობა მიიღო 1 600-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ და გაიმართა 200-ზე მეტი B2B შეხვედრა; ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრებში კონსულტაცია გაეწია 4000-ზე მეტ მცირე და საშუალო მეწარმეს და ჩატარდა 80-ზე მეტი ტრენინგი; მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად განხორციელდა სერვისი “მოიძიე პარტნიორი“ - ხელს უწყობს ქართველ მეწარმეებს უცხოელი პარტნიორების მოძიების პროცესში. მეწარმეებს საშუალება მიეცათ, EEN ევროპის მეწარმეთა ქსელში განათავსონ საკუთარი შეთავაზებები. საანგარიშო პერიოდში, მომზადდა და EEN-ს მიეწოდა 6 განაცხადი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, გუანჯოუს პროვინციაში გაიხსნა „ქართული სახლი“, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ პროდუქციას. ქართულმა კომპანიებმა მონაწილება მიიღეს ჩინეთში გამართულ ორ გამოფენაში.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019