ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ...
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისათვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა; ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობა; საზოგადოებაში მხედრული ტრადიციების განმტკიცება, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლის და დამსახურების სათანადო აღიარება, მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება; სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ვეტერანთა პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარების ხელშეწყობა, მათი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობისათვის ღირსეული სათანადო პირობების შექმნა; სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა სახელების სადიდებლად და მათი საქმის უკვდავსაყოფად, საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა მიმართ საზოგადოებაში ხსოვნის განმტკიცებისათვის მუდმივი ზრუნვა;
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019