სააღსრულებო და არასააღსრულებო მომსახურების გაწევის პროცესში მხარეთა კანონიერი ინტერესების რეალიზება მხარეებს შორის ბალანსის მაქსიმალური დაცვით; ...
სააღსრულებო და არასააღსრულებო მომსახურების გაწევის პროცესში მხარეთა კანონიერი ინტერესების რეალიზება მხარეებს შორის ბალანსის მაქსიმალური დაცვით; უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, სარჩელის უზრუნველყოფა; გამარტივებული წარმოება, გადახდისუუნარობის საქმისწარმოება, კერძო აღმასრულებელთათვის ლიცენზიის გაცემა და მათთვის სააუქციონო მომსახურების გაწევა, ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოება, მესამე პირების მომართვის საფუძველზე ქონების შეფასების მომსახურება, ფაქტების კონსტატაცია; მომსახურებების ხარისხის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად სააღსრულებო მომსახურების, სააღსრულებო წარმოების პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა და გაუმჯობესება; ახალი სერვისის − „სესხების მონიტორინგი“ დანერგვა, რაც გულისხმობს ყველა არაუზრუნველყოფილი სესხის რეგისტრაციას სპეციალურ რეესტრში, სასესხო ვალდებულების მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესის დაწყებას და უზრუნველყოფს საზოგადოებაში ვალდებულების შესრულების კულტურის განმტკიცებას, სააღსრულებო სისტემის და აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საინფორმაციო რგოლების მომზადება-გავრცელება, საინფორმაციო შეხვედრები მოწყვლად ჯგუფებთან; „მოძიება-ყადაღა-ინკასო“ ტიპის ელექტრონული კომუნიკაციის ფორმირება ბანკებთან, რომელიც ჩაანაცვლებს მანამდე არსებულ ინფორმაციის ბეჭდური სახით მიმოცვლას. ელექტრონული ინფორმაციის გაცვლა, ელექტრონულად საბანკო ანგარიშებზე შეზღუდვების გავრცელება და მოხსნა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებიდან; აღსრულების პოლიციის საქმიანობის დახვეწა. უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის (გამოსახლება) და დემონტაჟის საქმეებზე სააღსრულებო წარმოების განხორციელება; დაყადაღებული ავტომობილებისა და ნივთების სათანადო პირობებში განთავსების მიზნით საწყობებისა და ავტოსადგომების მოწყობა და აღჭურვა ქ. ბათუმში, ქ. ახალციხეში, ქ. ფოთსა და ქ. თელავში.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019