მოძებნე პროგრამის შედეგები

ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდი (39 00)

გამოყოფილია 91.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - საქართველოს სოლიდარობის ფონდი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა ...

საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი პირებისათვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით; სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსება, მათ შორის, ერთჯერადი დახმარებების და ასევე, რეგულარული სოციალური შემწეობების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელება; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე ბენეფიციარების მხარდაჭერა სახელმწიფო და მუნიციპალური დაფინანსების ლიმიტს ფარგლებს გარეთ მოხვედრილი თერაპიისა და დიაგნოსტიკის, ასევე ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურება საზღვარგარეთ დადასტურებული სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში; ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილი მოსახლეობისათვის ძვირადღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კომპონენტის უზრუნველყოფა.

მობილიზება და 22 წლამდე ასაკის სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მკურნალობის ფინანსური; პრობლემის გადაჭრა ქვეყნის მასშტაბით და პარალელურად საქართველოში ონკოლოგიურ სერვისების გაძლიერება; ფინანსური რესურსების მზარდი მოცულობების პირობებში (ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი ლარის დონაცია) იშვიათი; დაავადებების, შშმპ ბავშვებისა და უფროსი ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დახმარება ინდივიდუალური; ძვირადღირებული მკურნალობის მისაღებად.
·       უზრუნველყოფილია სიმსიმნით დაავადებული და სისხლმბადი ორგანოს დაავადების მქონე ბავშვთა, ასევე 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორც საქართველოში ასევე უცხოურ კლინიკებში; ·       ფონდის ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იყვნენ ძვირადღიერებული მედიკამენტებით; ·      2014 – 2018 წლებში სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა და დაამტკიცა სიმსივნით დაავადებული და სისხლმბადი სისტემის იშვიათი დაავადებების მქონე 623 ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,მათ შორის 335 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 288 შემთხვევაში საზღვარგარეთ გერმანიის, თურქეთის, ავსტრიის, ესპანეთის, ისრაელის, იაპონიის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. საანგარიშო პერიოში მობილიზებული და განსაკარგავი საკუთარი სახსრების მოცულობამ შეადგინა – 2 748.7 ათას ლარზე მეტი; ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·         ფონდში ყოველთვიური რეგულარული დოტაციების მოცულობა დაგეგმილი იყო სულ მცირე 400.0 ათასი ლარის ოდენობით, თუმცა საანგარიშო პერიოდში საშუალოდ დოტაციის მოცულობა შეადგენდა 230.0 ათასამდე ლარს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019