მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობა (31 08)

გამოყოფილია 102.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ...

გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის მოთხოვნათა ჯეროვან შესრულებას, გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას; კანონდარღვევათა ეფექტური შემაკავებელი პირობების შექმნა და რეგულირების ობიექტების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ნებაყოფლობითი შესრულების სათანადო დონის მიღწევა; ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომელთა გადამზადება-რეკრუტირება.

გაუმჯობესებული გარემოს დაცვის ხარისხი; შექმნილი კანონდარღვევათა შემაკავებელი გარემო, უზრუნველყოფილი გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და პროპორციული რეაგირება, რისი საშუალებითაც მოხდება ლეგალური საქმიანობის ხელშეწყობა და კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა; რეგულირების ობიექტების და მოქალაქეების გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებზე ინფორმირებულობის მაღალი დონე და დაინტერესებული მხარეების ფინანსური, მატერიალური და დროითი რესურსების შემცირებული ხარჯი; შექმნილი ახალი ინფრასტრუქტურა, სათანადოდ აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ჯგუფები; გადამზადებული ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლები.
·         შემცირებულია გარემოს დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტები; ·         სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებებით გამოვლენილ კანონდარღვევებზე დროული და პროპორციული რეაგირება; ·         განხორციელდა რეგულირების ობიექტების გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება, 24-საათიან რეჟიმში პრევენციული ღონისძიებები, „ცხელ ხაზზე“ შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება. გაუმჯობესებული იქნა ელექტრონული სერვისები; ·         გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის შექმნილი იქნა საჭირო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ·         აშენებული და მოწყობილი იქნა ერთი ახალი რეგიონალური ოფისი და სათანადოდ აღჭურვილი სწრაფი რეაგირების ეკიპაჟები. ·         გადამზადებული იქნა ოპერატიულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლები;
1 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2016 წელს 6,6 მლნ ლარამდე შეადგინა (2017 წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 20%-ით შემცირდება); მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებული მაჩვენებელი (მ.შ. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით შემცირდება 25%-ით). 2021 წელს წლისათვის ეს მაჩვენებელი არ გადააჭარბებს 2 მილიონ ლარს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შემაკავებელი გარემოს შესუსტება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამართალდამრღვევ ობიექტთა მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. რეგულირების ობიექტებზე გაუთვალისწინებელი (ავარიები, სტიქიური პროცესები) შემთხვევების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის მაჩვენებლის ზრდა 2 საბაზისო მაჩვენებელი - სამართალდამრღვევი ობიექტების 60-65 % დადგენილ გონივრულ ვადებში ასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სამართალდამრღვევი ობიექტების 80-85 %-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შემაკავებელი გარემოს შესუსტება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სამართალდამრღვევ ობიექტთა მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წლის განმავლობაში ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) 3 206 ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ინსპექტირებული (გეგმიური, არაგეგმიური შემოწმება, დათვალიერება) 2000-ზე მეტი რეგულირების ობიექტი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ინსპექტირების სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო კადრების სიმცირე 4 საბაზისო მაჩვენებელი - დასრულებული 3 ახალი ოფისის მშენებლობა (ამბროლაურში, ბათუმსა და ახალციხეში) და სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 50 ეკიპაჟი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასრულებული დამატებით 1 ახალი ოფისის მშენებლობა (ქ. ზუგდიდი) და საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 66 ეკიპაჟი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამშენებლო სამუშაოების სატენდერო პროცედურების შეფერხება, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვადების დარღვევით 5 საბაზისო მაჩვენებელი - შიდა რესურსით გადამზადებული 300 თანამშრომელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად გადამზადებული 100 თანამშრომელი
1. საბაზისო მაჩვენებელი: ·         გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 9.0 მლნ-მდე ლარს. მიზნობრივი მაჩვენებელი: ·         გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებული მაჩვენებელი (მ.შ. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით შემცირდება 25%-ით). 2021 წელს წლისათვის ეს მაჩვენებელი არ გადააჭარბებს 2 მილიონ ლარს; მიღწეული მაჩვენებელი ·         გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ 2018 წელს შეადგინა 10,0 მლნ ლარი (აღნიშნული აღემატება დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს); ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებულმა ოდენობამ 2018 წელს შეადგინა 10,0 მლნ ლარზე მეტი. აღნიშნული მაჩვენებელი აღემატება დაგეგმილ მიზნობრივ მაჩვენებელს (ცდომილება მიზნობრივ მაჩვენებელთან მიმართებაში - 32.8%). აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ დეპარტამენტის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა გაანგარიშებულ იქნა დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015-2017 წლების განმავლობაში. კერძოდ, შემოწმდა ბათუმის მერიის მიერ ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციაზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ ჩაშვებული წყლის ხარისხობრივი შემადგენლობა არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 3.0 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. დანარჩენ შემთხვევაში, 2018 წელს ჩადენილი დარღვევისთვის დაანგარიშებული ზიანის ოდენობა, როგორც ინდიკატორის მაჩვენებელი - შესრულებულია (ცდომილება - 1%). 2. საბაზისო მაჩვენებელი ·         სამართალდამრღვევი ობიექტების 60-65% დადგენილ გონივრულ ვადებში ასრულებს გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულებს; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სამართალდამრღვევი ობიექტების 80-85 %-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულებული გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრული ვალდებულები; მიღწეული მაჩვენებელი ·         სამართალდამრღვევი ობიექტების 70%-ის მიერ დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულდა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით განსაზღვრულ ვალდებულები. 3. საბაზისო მაჩვენებელი ·         2017 წლის განმავლობაში ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები და დათვალიერება) 2 840 ობიექტი;. მიზნობრივი მაჩვენებელი: ·         ინსპექტირებული (გეგმიური, არაგეგმიური შემოწმება, დათვალიერება) 2 000-ზე მეტი რეგულირების ობიექტი. მიღწეული მაჩვენებელი ·         2018 წელს ინსპექტირებული (მ.შ გეგმიური, არაგეგემიური შემოწმებები, დათვალიერება) 2 968 ობიექტი. 4. საბაზისო მაჩვენებელი ·         დასრულებული 3 ახალი ოფისის მშენებლობა (ამბროლაურში, ბათუმსა და ახალციხეში) და სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 50 ეკიპაჟი. მიზნობრივი მაჩვენებელი ·         დასრულებული დამატებით 1 ახალი ოფისის მშენებლობა (ქ. ზუგდიდი) და საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოს სრულად აღჭურვილი სწრაფი რეაგირების 66 ეკიპაჟი (მ.შ 2018 წელს - 50 ეკიპჟი). მიღწეული მაჩვენებელი ·         დასრულდა 1 ახალი ოფისის მშენებლობა და კეთილმოწყობა ქ. ზუგდიდში. სრულად აღიჭურვა სწრაფი რეაგირების 36 ეკიპაჟი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: 2017 წლის ბოლოს დაზუსტებული ინფორმაციით სწრაფი რეაგირების ეკიპაჟების რაოდენობა იყო 34 ერთეული. 2018 წელს დაგეგმილი იყო მათი გაზრდა 48-მდე, თუმცა თანამშრომელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო დაკომპლექტდა მხოლოდ 36 ეკიპაჟი, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. 5. საბაზისო მაჩვენებელი: ·         შიდა რესურსით გადამზადებული 300 თანამშრომელი. მიზნობრივი მაჩვენებელი: ·         ყოველწლიურად გადამზადებული 100 თანამშრომელი. მიღწეული მაჩვენებელი ·         სწავლება გაიარა 100-ზე მეტმა თანამშრომელმა სხვადასხვა მიმართულებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019