მოძებნე პროგრამის შედეგები

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა (35 04)

გამოყოფილია 93.2 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის განახლება; ...

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის განახლება; სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა; სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

რეაბილიტირებული და აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები.
·   უზრუნველყოფილია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა; ·   განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჯანდაცვითი ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის განახლება, სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა და აღჭურვა( სამედიცინო აპარატურით და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით) - 100%; სსიპ -ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა - 100%; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული და სრულად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა/არაჯეროვნად შესრულება/ვადების დარღვევით შესრულება
1.საბაზისო მაჩვენებელი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მეშნებლობა და აღჭურვა (სამედიცინო აპარატურით და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით)- 100%; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა- 100%; მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული და სრულად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები; მიღწეული მაჩვენებელი - უზრუნველყოფილ იქნა პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღჭურვა სამედიცინო ტექნიკითა და სამედიცინო ავეჯით, კერძოდ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა - 95%; სამედიცინო დაწესებულებებისა და სოფლის ამბულატორიებისათვის სხვადასხვა სამედიცინო აპარატურის/მოწყობილობების, საოფისე ავეჯისა და საოჯახო ტექნიკის შესყიდვა - 100%; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის 52 ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ქვედანაყოფში ახალი ოფისების აღჭურვა ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა; სამინისტროს ძირითადი სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) ინფრასტრუქტურის განახლების/მოდერნიზაციისა და სარეზერვო სერვერული ცენტრის („დატა-ცენტრის“) მოწყობა - 100%. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები (ნაწილობრივი დაფინანსება) დაფინანსდა 95%-ით ნაცვლად 100%-სა. ცდომილება გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შედეგად.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019