მოძებნე პროგრამის შედეგები

სამეცნიერო დაწესებულებების პროგრამები (32 05 02)

გამოყოფილია 85.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების წარმოება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა; ...

ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების წარმოება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლება, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოში სამეცნიერო ფორუმებისა და კონფერენციების გამართვა.

სამეცნიერო სტატიები, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ჟურნალებში; თეზისები საერთშორისო სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა საქართველოში და უცხოეთში; მონოგრაფიები, კრებულები, სამეცნიერო წიგნები; კონკურენტული კვლევითი გარემო; ახალგაზრდა მეცნიერთა ამაღლებული კვალიფიკაცია; მოდერნიზებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნწერთა ეროვნული ცენტრის ამაღლებული ცნობადობა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კულტურული დაწესებულების, საქართველოში და საზღვარგარეთ. საერთაშორისო და ადგილობრივი (საქართველო) სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება.
●     ორგანიზებულია და ჩატარებულია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციები, ფორუმები, სიუბილეო დღეები და სხვა ღონისძიებები. ●     მომზადებული იქნა და გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატიები, როგორც ქართულ ასევე უცხოურ ჟურნალებში; ●     სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთშორისო სიმპოზიუმებში, კონფერენციებსა და ფორუმებში სადაც მომზადებული და მათ მიერ წაკითხული იქნა მოხსენებები და თეზისები; ●     სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერები ჩართულები იყვნენ სამეცნიერო კვლევებში, როგორც ცენტრების მიერ დაფინანსებულ პროექტებში, ასევე საგრანტო პროექტებში. მოქმედებდა სტაჟირების სისტემა, რაც განაპირობებს ახალგაზრდა კადრების მოზიდვას და მიმართულებების მიხედვით სამუშაოებში მათ ჩაბმას და კვალიფიკაციის ამაღლებას; ●     სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მოპოვებულია 2 ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტი; ●     გაზრდილია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნწერთა ეროვნული ცენტრის ცნობადობა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო კულტურული დაწესებულების, საქართველოში და საზღვარგარეთ: მოეწყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია; ცენტრში და სხვადასხვა ინსტიტუციებში ცენტრის თანამშრომლებმა წაიკითხეს ლექციები; გაიმართა ცენტრის სამეცნიერო პროექტების და სხვა აქტივობების შესახებ პრეზენტაციები; მოეწყო გამოფენები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ გამოქვეყნდა 51 სტატია უცხოურ და 31 სტატია ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში. გამოქვეყნდა 56 სამეცნიერო თეზისი საერთაშორისო ფორუმებში და 8 თეზისი საქართველოში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისას; სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 5 პროექტის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება 2 საბაზისო მაჩვენებელი - სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა კვლევები სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების შემადგენლობაში არსებული ფაგების მოლეკულურ-ბიოლოგიური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური შესწავლა. ასევე, კვლევები ადამიანისა და ცხოველების სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამებით გამოწვეული ჰოსპიტალური ინფექციების ეთიოლოგიური სტრუქტურის შესწავლის კუთხით; სსიპ - შოთა რუსთაველი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 4 პროექტის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება 3 საბაზისო მაჩვენებელი - სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები; ორგანიზებული და ჩატარებულია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციები, ფორუმები, სიუბილეო დღეები და სხვა ღონისძიებები. სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 6 პროექტის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება
1.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მიერ გამოქვეყნდა 51 სტატია უცხოურ და 31 სტატია ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში. გამოქვეყნდა 56 სამეცნიერო თეზისი საერთაშორისო ფორუმებში და 8 თეზისი საქართველოში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისას; სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 5 პროექტის დაფინანსება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი გამოქვეყნებულია 54 სტატია უცხოურ და 35 სტატია ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში, 55 სამეცნიერო თეზისი საერთაშორისო ფორუმებში და 91 თეზისი საქართველოში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისას. სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან ცენტრის თანამშრომლების მიერ მოპოვებულია 3 პროექტის დაფინანსება. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა კვლევები სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების შემადგენლობაში არსებული ფაგების მოლეკულურ-ბიოლოგიური, იმუნოლოგიური და ბიოქიმიური შესწავლა. ასევე, კვლევები ადამიანისა და ცხოველების სხვადასხვა ინფექციის, მათ შორის ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიული შტამებით გამოწვეული ჰოსპიტალური ინფექციების ეთიოლოგიური სტრუქტურის შესწავლის კუთხით; სსიპ - შოთა რუსთაველი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 4 პროექტის დაფინანსება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი განხორციელებულია კვლევები, სხვადასხვა სამედიცინო და ვეტერინარული მიზნებით. გამოქვეყნებულია 21 სამეცნიერო სტატია, მათ შორის მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში. საერთაშორისო კონფერენციებზე წარდგენილია 22 თეზისი. 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევები; ორგანიზებული და ჩატარებულია სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციები, ფორუმები, სიუბილეო დღეები და სხვა ღონისძიებები. სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა საგრანტო კონკურსებიდან მოიპოვა 6 პროექტის დაფინანსება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვნებელის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი მომზადებულია და გამოცემულია 16 წიგნი, გამოქვეყნებულია 43 სამეცნიერო სტატია ქართულ გამოცემებში და 8 - უცხოურ გამოცემებში; მომზადებულია 21 თეზისი საერთშორისო სიმპოზიუმებისათვის, 76 მოხსენება, 11 მონორაფია და ერთი კრებული. ჩატარებული 50-მდე გამოფენა-პრეზენტაცია და წაკითხული იქნა 20-მდე საჯარო ლექცია.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019