განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ...
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების ხელსწყობის მიზნით პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ეროვნული შეფასებების სისტემის სრულყოფა, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფა; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელშეწყობა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019