მოძებნე პროგრამის შედეგები

საკანონმდებლო, წარმომადგენლობითი და საზედამხედველო საქმიანობა (01 01 01)

გამოყოფილია 17394500 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს პარლამენტის აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს მოსახლეობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის მინდობილი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; ...

საქართველოს მოსახლეობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის მინდობილი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა; კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევის მიზნით; კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი და სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება და მათთან შეერთება; სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მის შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება; პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა პარლამენტარებთან აქტიური თანამშრომლობა; საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესების გაღრმავება, მათ დირექტივებთან ჰარმონიზება გაწევრიანების მიზნით; პარლამენტის დროებითი კომისიების და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა.

საქართველოს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზება, მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყნის მდგრადი განვითარება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019