პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ...
პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს სამართლებრივ აქტებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა; თანამშრომლობა სხვა უწყებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან; „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი; მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, ასევე, საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, ფიზიკური პირებისთვის კონსულტაციის გაწევა მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება); ინსპექტორის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე კონტროლი; სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობის შეფასება და მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის გაცემა კანონმდებლობის შესაბამისად; ფაილურ სისტემათა კატალოგების (არსებული ფაილური სისტემების დეტალური აღრიცხვა) რეესტრის წარმოება და გამოქვეყნება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების ინფორმირება მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების, საჯარო შეხვედრების და სემინარების ორგანიზება; სამართალშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის მიღება მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, მათ შორის დასკვნების მომზადება მონაცემთა დამუშვებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებზე.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019