მოძებნე პროგრამის შედეგები

ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია (23 03)

გამოყოფილია 101.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საფინანსო და ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს ხარისხის ამაღლება, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის დაცვა და სამსახურში მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება; ...

საფინანსო და ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს ხარისხის ამაღლება, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის დაცვა და სამსახურში მწყობრი სისტემის ჩამოყალიბება; საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება გადასახადების გადახდაზე თავის არიდების აღკვეთის მიზნით; პრევენციული ღონისძიებების გატარება დანაშაულის ჩადენის აღკვეთის მიზნით; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების კუთხით დაგროვილი გამოცდილების შესწავლა.

საფინანსო და ფისკალურ სფეროში დანაშაულის დონის შემცირება და მინიმუმამდე დაყვანა; ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტიანი გარემოს შექმნა; საგამოძიებო სამსახურის მართვის თანამედროვე პრინციპებზე გადაყვანა.
·   საგამოძიებო სამსახური ნაწილობრივ გადავიდა მართვის თანამედროვე პრინციპებზე, შემცირდა საგამოძიებო მოქმედების ვადები და დაზოგილ იქნა გამოძიების პროცესში ადამიანური და ფინანსური რესურსები, ქვეყანაში ამაღლდა გამოძიების ხარისხი, ასევე იკლო ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში დანაშაულთა რაოდენობამ.
1 საბაზისო მაჩვენებელი - გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა( 2016 წლის მდგომარეობით) 1024 და ყველა საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მაქსიმალურად გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა,გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამართალდარღვევათა შემცირებული რაოდენობა
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა (2016 წლის მდგომარეობით) 1024 და ყველა საქმეზე დაწყებული წინასწარი გამოძიება. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მაქსიმალურად გამოვლენილი სამართალდარღვევათა რაოდენობა, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად სამართალდარღვევათა შემცირებული რაოდენობა. მიღწეული მაჩვენებელი - გამოვლენილ იქნა სულ 1 273 ერთეული ეკონომიკური და ფინანსური ხასიათის დანაშაული და ყველა საქმეზე დაიწყო წინასწარი გამოძიება, როცა 2017 წლის განმავლობაში აღნიშნული სახის დანაშაულთა რაოდენობა შეადგენდა 1 193 ერთეულს; იმ პირთა რაოდენობამ, რომელთა მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, შეადგინა 826 ერთეული,როცა 2017- ში ეს რიცხვი შეადგენდა 878 ერთეულს; აღკვეთის ღონისძიება გამოყენებულ იქნა 410-ის მიმართ, როცა 2017-ში შეადგენდა 599 ერთეულს. საქმეთა რაოდენობა, რომელზეც შეწყდა წინასწარი გამოძიება შეადგინა 272 ერთეული, როდესაც 2017 წელს შეადგენდა 314.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019