მოძებნე პროგრამის შედეგები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების მოსამსახურეთა ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფა (30 04)

გამოყოფილია 132.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა, ასევე მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობით უზრუნველყოფა, როგორც სსიპ-ის ბაზაზე, ასევე სხვა ...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა, ასევე მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობით უზრუნველყოფა, როგორც სსიპ-ის ბაზაზე, ასევე სხვა სამედიცინო დაწესებულებებში (ქვეყნის შგნით და ქყვეყნის გარეთ). საჭიროების შემთხევაში მოსამსახურეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სამედიცინო ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება სანიტარული დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით; სამინისტროს სისტემაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირებული რაოდენობა; შენარჩუნებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფიზიკური განვითარება.
· ყველა მომართული ბენეფიციარი (1 372 პაციენტი ქვეყნის შიგნით და 54 პაციენტი ქვეყის გარეთ) უზრუნველყოფილ იქნა თანამედროვე და შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით და სამკურნალო საშუალებებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურეთა 100% უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით სსიპ-ის ბაზაზე; სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობით (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებული საბაზისო მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების მკურნალობასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება
1. საბაზისო მაჩვენებელი - საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ბაზაზე მოსამსახურეთა 100% უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობით (ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნებული საბაზისო მაჩვენებელი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს სამსახურის ბაზაზე (არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) მომართულ კონტიგენტთა 100% უზურნველყოფილ იქნა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებით, კერძოდ: ექიმ-სპეციალისტებთან განხორციელდა 76 059 ვიზიტი; სტომატოლოგიური მომსახურება გაეწია 6 284 პაციენტს; განხორციელდა 3 865 სხვადასხვა ულტრაბგერითი კვლევა; ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტში ჩატარდა 10 542 გამოკვლევა; ფიზიოთერაპიულ კაბინეტში განხორციელდა 28 924 პროცედურა; რენტგენოგრაფიულად გაშუქდა 21 914 პაციენტი; ჩატარდა 51 125 სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა; საინექციო კაბინეტში განხორციელდა 2 315 პროცედურა; მასაჟის კაბინეტში ჩატარებულ იქნა 5 532 სამკურნალო პროცედურა; სამხედრო-საექიმო კომისია გაიარა 6 917 პირმა. სხვადასხვა კლინიკებში (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ) ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობა გაეწია 1 435 პაციენტს. სამსახურის ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ციფრული რენტგენის აპარატი, რისი საშუალებითაც გაუმჯობესდა დიაგნოსტირების ხარისხი და გაიზარდა მომართულ პაციენტთა რაოდენობა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019