ფიზკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (გამოგო¬ნება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, მცენარეთა ახალი ჯიში, ცხოველთა ახალი ჯიში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარ¬მო¬შობის დასახელება, ...
ფიზკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში (გამოგო¬ნება, სასარგებლო მოდელი, დიზაინი, მცენარეთა ახალი ჯიში, ცხოველთა ახალი ჯიში, სასაქონლო ნიშანი, ადგილწარ¬მო¬შობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა, ინტეგრა-ლური მიკროსქემის ტოპოლოგია, მეცნიერების, ლიტერატუ¬რისა და ხე¬ლოვნების ნაწარმოებები, საავტორო და მომიჯნავე უფლე¬ბები); ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის განვითარებისა და სრულყოფისათვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება; ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელების ორგანიზება, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების ორგანიზება; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური და მხატვრულ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმაციით უზრუნველყოფა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადის კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპერტიზა, შესაბამისი დოკუმენტების გაცემა და ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრების წარმოება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებით განმცხადებლებისა და მესამე პირების სააპელაციო საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება „საქპატენტთან“ არსებულ სააპელაციო პალატაში; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ წინადადებების მომზადება; „საქპატენტის“ დებულებით გათვალისწინებული და კანონმდებლობიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პროექტებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვასთან დაკავშირებით მასალების გამოქვეყნება, მათ შორის საქართველოს სამრეწველო საკუთრების ოფიციალური ბიულეტენის გამოცემა; საერთაშორისო განაცხადებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო შეთანხმებების კომენტარების მომზადება და გამოცემა; ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების შექმნა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა; პატენტრწმუნებულთა ატესტაცია, რეგისტრაცია, მათი რეესტრის შექმნა და წარმოება; საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების, მათი მემკვიდრეებისა და სხვა უფლებამონაცვლეების ქონებრივი უფლებების დაცვისათვის, კოლექტიურ საფუძველზე, მმართველი ორგანიზაციების (საზოგადოებების) საქმიანობის ხელშეწყობა; საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროს განვითარების ხელშეწყობა; ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულება, საინფორმაციო და შემეცნებითი ბროშურებისა და სხვა მასალების გამოქვეყნება და გავრცელება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019