მოძებნე პროგრამის შედეგები

საერთაშორისო სამშვიდობო მისიები (29 06)

გამოყოფილია 94.5 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობა; ...

ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატო-ს ეგიდით წარმოებულ მტკიცე მხარდაჭერის მისიასა (RSM) და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობა; ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგისა და ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა - EUTM RCA და მალი - EUTM Mali) მონაწილეობა; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯების უზრუნველყოფა (საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების პერსონალის საზღვარგარეთ მივლინების, იმუნიზაციის, სამედიცინო და სანივთე ქონების შეძენის და ინტერნეტის მომსახურების ხარჯები); გადასროლისწინა მომზადებისთვის საჭირო საბრძოლო მასალის შეძენის უზრუნველყოფის ხარჯები.

შეიარაღებული ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2018 წლის განმავლობაში ქართველმა სამხედროებმა წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მისია. სულ განხორციელდა ასეულის 4, ბატალიონის 2, უფროსი სამხედრო წარმომადგენლობის 2, ოცეულის 2 და მოკავშირე ოფიცრების 2 როტაცია. 2018 წლის განმავლობაში საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა მიიღო სულ 1800-მა სამხედრო მოსამსახურემ. ნატო-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედება მნიშვნელოვნად უწყობს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას და არა მარტო პარტნიორ ქვეყნებთან, არამედ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან, აშშ-თან, სრული თავსებადობის მიღწევას.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატო-ს რეაგირების ძალებსა და ევროკავშირის მისიებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატო-ს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში. მიმდინარეობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - საშუალო ალბათობა; შესაძლო რისკები - საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ავღანეთის მისია და ევროკავშირის მისიები არსებული სახით დასრულდეს და გაგრძელდეს სხვა ფორმატით ისევე როგორც ევროკავშირის მისიები
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი: საქართველოს თავდაცვის ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატო-ს რეაგირების ძალებსა და ევროკავშირის მისიებში. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი: საქართველოს შეიარაღებული ძალები წარმატებით მონაწილეობენ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, ნატო-ს რეაგირების ძალებში და ევროკავშირის მისიებში. მიმდინარეობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ამაღლდა შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდაჭერა, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებთან ინტეგრაცია, შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებით ნატოსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019