მოძებნე პროგრამის შედეგები

გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (26 02)

გამოყოფილია 101.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს პროკურატურა

პროგრამის აღწერა და მიზანი

იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა, აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება; ...

იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების ხელშეწყობა, აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება; ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში; ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა; პროკურატურის მუშაკთა ახალი, პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი ეთიკის კოდექსის შემუშავება, არსებული კოდექსის ბუნდოვანი ნორმების აღმოფხვრა, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების კონკრეტიზაცია; სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწა, პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამების შექმნა, პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაციის განხორციელება; პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმების შექმნა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის დახვეწა, დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭოების შექმნა; პროკურატურის ცნობადობის ამაღლება და როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის (მ.შ. „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტით) პროცესში; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორთა გადამზადება; არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების სრულყოფა, არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა; საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის, საერთაშორისო სტანდარტების სამუშაო პრაქტიკაში დანერგვის, განხორციელებული საკანონდებლო სიახლეების პრაქტიკაში სწორი იმპლემენტირებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის გზით; თანმიმდევრული, კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობისა და საერთო მიდგომების დანერგვის მიზნით, პროკურატურისა და სხვა საგამოძიებო უწყებების/მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება.

გამოძიებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შესაძლებლობის ზრდა; დანაშაულის (მათ შორის არასრულწლოვანთა შორის) პრევენციაში აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა; კვალიფიციური, მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე, კომპეტენტური კადრები.
·   მომზადებული რეკომენდაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განრიდების საკითხებზე; დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში საქართველოს პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია; ·   გაზრდილი კოორდინაცია ყველა იმ უწყებას შორის, რომლებსაც სხვადასხვა ეტაპზე შეხება აქვთ არასრულწლოვნებთან; ·   უზრუნველყოფილი იქნა ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის: საჯარო მოხელეების, სტუდენტების, მოზარდების ჩართულობა დაგეგმილ ღონისძიებებში; ·   არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ პირებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებული მექანიზმი; ·   განხორციელებული სასწავლო აქტივობების შედეგად უზრუნველყოფილი იქნა სისტემაში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - პროკურორების საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე გაიდლაინების შემუშავება (2017 წელს საორიენტაციოდ 5 რეკომენდაცია); მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად პროკურორების საქმიანობაზე დაკვირვება და რეკომენდაციების შემუშავება (საორიენტაციოდ 2018 წლისთვის 4 რეკომენდაციის შემუშავება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში კიდევ 14 რეკომენდაციის გამოცემა); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - საქმეების კომპლექსურობისა და რაოდენობის გათვალისწინებით პროკურორების საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები 2 საბაზისო მაჩვენებელი - „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებების ჩატარება (2017 წელს საორიენტაციოდ 200 ღონისძიება); მიზნობრივი მაჩვენებელი - „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად პრევენციული ღონისძიების ჩატარება (საორიენტაციოდ 2018 წლისთვის განხორციელდება 200 ღონისძიება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში 600 ღონისძიება); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - საზოგადოების დაინტერესების და ჩართულობის დონე 3 საბაზისო მაჩვენებელი - სისტემის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნვეყოფის მიზნით 2017 წელს საორიენტაციოდ 150 აქტივობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნვეყოფის მიზნით, 2018 წლისთვის საორიენტაციოდ 150 სასწავლო აქტივობის განხორციელება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში საორიენტაციოდ 450 სასწავლო აქტივობის განხორციელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - კვალიფიციური ტრენერ-ექსპერტების დატვირთვა და დროის დეფიციტი. საქართველოს პროკურატურის მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მომსახურების გამარტივებული შესყიდვის შესახებ განკარგულების მიუღებლობა. აქტივობების მიმართ დონორი ორგანიზაციებისგან დაინტერესების და ხელშეწყობის შემცირება
1.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - პროკურორების საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე გაიდლაინების შემუშავება (2017 წელს საორიენტაციოდ 5 რეკომენდაცია); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად პროკურორების საქმიანობაზე დაკვირვება და რეკომენდაციების შემუშავება (საორიენტაციოდ 2018 წლისთვის 4 რეკომენდაციის შემუშავება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში კიდევ 14 რეკომენდაციის გამოცემა); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მომზადებული იქნა 1 სახელმძღვანელო მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმიანობის შესახებ, 5 ანალიზი (2 განრიდებაზე, 1 სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, 1 განაჩენებზე, 1 პროკურორთა დატვირთვაზე), 2 კვლევა (ყოფილ პატიმართა მიერ დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების და პროკურორთა კმაყოფილების შესახებ), 4 რეკომენდაციის პროექტი. 2.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში პრევენციული ღონისძიებების ჩატარება (2017 წელს საორიენტაციოდ 200 ღონისძიება); დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად პრევენციული ღონისძიების ჩატარება (საორიენტაციოდ, 2018 წლისთვის განხორციელდება 200 ღონისძიება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში 600 ღონისძიება); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში დანაშაულის პრევენციის მიზნით „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა 706 ღონისძიება. 3.    დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სისტემის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წელს საორიენტაციოდ 150 აქტივობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლისთვის საორიენტაციოდ 150 სასწავლო აქტივობის განხორციელება, ხოლო 2019-დან 2021 წლებში საორიენტაციოდ 450 სასწავლო აქტივობის განხორციელება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს პროკურატურის თანამშრომლების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად განხორციელდა 195 სასწავლო აქტივობა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019