მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა (31 01 01)

გამოყოფილია 83 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; ...

აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; მელიორაციის სფეროს განვითარების, მიწის რაციონალურად გამოყენების, ნიადაგის კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯებესების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება; სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად დარგობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავება; სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მართვა და ადმინისტრირება; საერთაშორისო ორგანიზაციების საწევრო გადასახადის გადახდა; ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებისა და გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა და დასაბუთებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება; ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისა და დახვეწის გზით; ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება და აღსრულება, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების რეგულირება; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებები; მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებები; ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და წლის რესურსების მართვის გაუმჯობესების მიზნით ეროვნული კანომდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან; წყლისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების მიზნით მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის გაუმჯობესება; მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესება ეკონომიკის სხვადასხვა დარგიდან დაბინძურების წყაროების და მათი გაფრქვევების ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვის გზით; ოზონდამშლელი ნივთიერებების (ოდნ-ების) მოხმარების ეტაპობრივად შემცირების და საბოლოოდ შეწყვეტის მიზნით, მათი მოხმარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება.

ორიენტირებულია თითოეული ქვეპროგრამის მიზნების გათვალისწინებით მათ მოსალოდნელ შუალედური შედეგების მიღწევაზე; ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეფასებული გარემოს მდგომარეობა და დაგეგმილი განსახორციელებელი ქმედებები; საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისი და დახვეწილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა; დანერგილი წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული მოდელი. წყლის რესურსების სააუზო მართვაზე გადასვლა. გაუმჯობესებული წყლის ეკოლოგიური მდგომარეობა; ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი მონიტორინგის სისტემა და ჰაერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები; ჰაერდაცვით სფეროში დანერგილი ევრორეგულაციები; ეკონომიკის სექტორის სხვადასხვა დარგისთვის დანერგილი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის თანამედროვე სისტემა; ეტაპობრივად შემცირებული მიწის დეგრადაციის მასშტაბები; კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად დაგეგმილი ღონისძიებები, აღრიცხული სათბურის გაზების ემისიები ეკონომიკის ძირითადი სექტორებიდან; საერთაშორისო და ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში, ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა, რომელიც დანერგილია ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე.
·         ორიენტირებულია თითოეული ქვეპროგრამის მიზნების გათვალისწინებით მათ მოსალოდნელ შუალედური შედეგების მიღწევაზე; ·         ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეფასებული გარემოს მდგომარეობა და დაგეგმილი განსახორციელებელი ქმედებები; ·         საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისი და დახვეწილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა; ·         შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ქმნის აუცილებელ სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისათვის. შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის ქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ·         გაუმჯობესებულია ატმოსფერული ჰაერის დაცვისა და წყლის რესურსების მართვის ეროვნული კანონმდებლობლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით; ·         განხორციელებულია ღონისძიებები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით; ·         შემცირებულია და ეტაპობრივად მცირდება მიწის დეგრადაციის მასშტაბები; ·         საერთაშორისო და ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში, ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა, რომელიც დანერგილია ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; უზრუნველყოფილ იქნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2017 წლის საწევრო გადასახადის და დავალიანების დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შესაბამის ანგარიშზე 2 საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებულია 2010-2013 წწ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული 2014-2017 წწ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - შესაძლოა შემუშავებული დოკუმენტი არ იყოს სრულყოფილი; შესაძლო რისკები - დარგობრივი სამინისტროების ნაკლები ჩართულობა მოხსენების შემუშავების პროცესში და შეთანხმების პროცედურის გაჭიანურება 3 საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომლიც ამოქმედდება 2018 წლიდან. ტრანსასაზღვრო პროცედურების განხორციელების კუთხით ამჟამად რეგულირება არ არსებობს; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები; სტრატეგიულ დოკუმენტებზე და გეგმებზე გაიცემა გარემოსდაცვითი შეფასების რეკომენდაციები; შესაბამის ობიექტებზე ხორციელდება ტრანს- სასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისი თავის ამოქმედების გადავადება; შესაძლო რისკები - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შეფერხება 4 საბაზისო მაჩვენებელი - დღეისათვის წყლის რესურსების მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს, არის მოძველებული და მოუქნელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილია წყლის მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი ფორმა; დაწყებულია წყლის მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონული სისტემის დანერგვა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - აღრიცხვის ახალი ფორმების დანერგვის ვადის გადაწევა; შესაძლო რისკები - ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო აღრიცხვის ახალი ფორმისა და სისტემის თაობაზე ინფორმირებულობის ნაკლებობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესაბამისად ქვეყანა ვალდებულია, მისთვის დადგენილი გრაფიკით ეტაპობრივად შეამციროს და საბოლოოდ შეწყვიტოს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება (2013 წელს საბაზისო დონეზე გაყინული ოდნ-ების მოხმარება - 93 ტ, 2015 წელს - შემცირდა 10%-ით); მიზნობრივი მაჩვენებელი - ოდნ-ების ეფექტიანი რეგულირება და მოხმარების შემცირების მიზნით დანერგილი ოდნ-ების და მათზე მომუშავე დანადგარების იმპორტ/ექსპორტის და კვოტირების სანებართვო სისტემა; ქვეყანაში საბაზისო დონესთან მიმართებაში 25%-ით შემცირებული ოდნ-ების მოხმარება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სახელმწიფო უწყებების მხრიდან სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დასანერგად მხარდაჭერის ნაკლებობა; შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების გადავადება 6 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს საქართველო მიუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ავალდებულებს კონვენციის მხარე ქვეყნებს 2019 წლის ბოლომდე მოამზადონ და კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინონ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ განახლებული დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - შეფასებული ეკონომიკის სექტორებიდან „სათბურის გაზების“ არსებული ემისიები და ემისიების პროგნოზი 2030 წლის ჩათვლით, ასევე შეფასებული „სათბურის გაზების“ ემისიის შემცირების პოტენციალი
1. საბაზისო მაჩვენებელი ·         უზრუნველყოფილია სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         უზრუნველყოფილია სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; უზრუნველყოფილ იქნება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2017 წლის საწევრო გადასახადის და დავალიანების დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შესაბამის ანგარიშზე; მიღწეული მაჩვენებელი ·         უზრუნველყოფილი იქნა სოფლის მეურნეობის სფეროში დაგეგმილი პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელება; განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2017 წლის საწევრო გადასახადის და დავალიანების დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შესაბამის ანგარიშზე; 2.     საბაზისო მაჩვენებელი ·         შემუშავებულია 2010-2013 წწ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შემუშავებული 2014-2017 წწ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება; მიღწეული მაჩვენებელი ·         2014-2017 წწ. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება შემუშავებულია; 3.     საბაზისო მაჩვენებელი ·         მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომლიც ამოქმედდება 2018 წლიდან. ტრანსასაზღვრო პროცედურების განხორციელების კუთხით ამჟამად რეგულირება არ არსებობს; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         მიიღება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები; სტრატეგიულ დოკუმენტებზე და გეგმებზე გაიცემა გარემოსდაცვითი შეფასების რეკომენდაციები; შესაბამის ობიექტებზე ხორციელდება ტრანს- სასაზღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასება; მიღწეული მაჩვენებელი ·         2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი" ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვების ჩატარებას სამინისტროს მიერ, რაც წინა კანონმდებლობით, საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას წარმოადგენდა. 2018 წლის 1 ივლისიდან, ეროვნულ კანონმდებლობაში ამოქმედდა ახალი, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს თორმეტ სექტორში მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში გარემოს, ადამიანის ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობების დაცვის საკითხების გათვალისწინებას. კოდექსის ფარგლებში, ტრანსსასაზაღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები ამოქმედდება „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე. 4. საბაზისო მაჩვენებელი ·         დღეისათვის წყლის რესურსების მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს, არის მოძველებული და მოუქნელი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         დანერგილია წყლის მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი ფორმა; დაწყებულია წყლის მოხმარების სახელმწიფო აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონული სისტემის დანერგვა; მიღწეული მაჩვენებელი ·         შემუშავდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. კანონპროექტი უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვას. 5. საბაზისო მაჩვენებელი ·         ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესაბამისად ქვეყანა ვალდებულია, მისთვის დადგენილი გრაფიკით ეტაპობრივად შეამციროს და საბოლოოდ შეწყვიტოს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება (2013 წელს საბაზისო დონეზე გაყინული ოდნ-ების მოხმარება - 93 ტ, 2015 წელს - შემცირდა 10%-ით); მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ოდნ-ების ეფექტიანი რეგულირება და მოხმარების შემცირების მიზნით დანერგილი ოდნ-ების და მათზე მომუშავე დანადგარების იმპორტ/ექსპორტის და კვოტირების სანებართვო სისტემა; ქვეყანაში საბაზისო დონესთან მიმართებაში 25%-ით შემცირებული ოდნ-ების მოხმარება; მიღწეული მაჩვენებელი ·         2018 წლის იმპორტის კვოტის შესაბამისად ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარება საბაზისო მოხმარებასთან შედარებით 25%-ით შემცირდა. 6. საბაზისო მაჩვენებელი ·         2017 წელს საქართველო მიუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ავალდებულებს კონვენციის მხარე ქვეყნებს 2019 წლის ბოლომდე მოამზადონ და კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინონ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ განახლებული დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შეფასებული ეკონომიკის სექტორებიდან „სათბურის გაზების“ არსებული ემისიები და ემისიების პროგნოზი 2030 წლის ჩათვლით, ასევე შეფასებული „სათბურის გაზების“ ემისიის შემცირების პოტენციალი მიღწეული მაჩვენებელი ·         ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სექტორებისთვის გადაითვალა „სათბურის გაზების“ ემისიის არსებული რაოდენობა და განხორციელდა ემისიის პროგნოზირება 2030 წლისთვის. შემუშავდა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის სტრუქტურა და შინაარსი. მომზადდა "კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის 2021- 2030" წინასწარი სამუშაო ვერსია სატრანსპორტო სექტორისთვის.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019