საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა; ...
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა; საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო, მათემატიკის და ინგლისური ენის საგნების პედაგოგების, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და პროფესიული განვითარების ფასილიტატორის ინტენსიური გადამზადება; ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა კვლევების საფუძველზე, სანდო მონაცემების შეგროვება, მათი ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის კურსის შემუშავება; შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების მეშვეობით კადრების მომზადება საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგებისთვის, როგორიცაა ინჟინერია, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი; საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ტექნოლოგიურ და საინჟინრო დარგებში; ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019