მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის სოციალური დაცვა (35 02)

გამოყოფილია 98.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას ...

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებაში ინტეგრაცია. აღნიშნულის უზრუნველყოფა ხორციელდება პრევენციული, სარეაბილიტაციო, ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით და დამხმარე საშუალებებით; საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და სხვა) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტის, ლტოლვილთა-დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობების, რეინტეგრაციის შემწეობის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, აგრეთვე შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის/სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. ასევე, სამედიცინო პერსონალის დანამატების დაფინანსება - ექიმისთვის პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის), მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ სთ ელექტროენერგიის საფასურისა; ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვა, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება და ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული და რეალიზებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებები; მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დეინსტიტუციონალიზაცია, პრევენცია; შშმ პირთა უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერა; ოჯახების გაძლიერება, ალტერნატიული სერვისების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
·   დაფინანსდა სახელმწიფო პენსიები, სახელმწიფო კომპენსაციები, სამიზნე ჯგუფების ფულადი სოციალური დახმარებები და სოციალური მომსახურებები; ·   „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, დაფინანსდა მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასური 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა; ·   დაფინანსდა მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებები; ·   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით გაიზარდა მომსახურებათა ქსელი და დაფინანსება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები და მიზნობრივი სოციალური ჯგუფები დროულად იღებენ პენსიას/კომპენსაციას, საარსებო შემწეობას, სოცილაურ პაკეტს და სხვა მიზნობრივ დახმარებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები და მიზნობრივი სოციალური ჯგუფები დროულად იღებენ პენსიას/კომპენსაციას, საარსებო შემწეობას, სოცილაურ პაკეტს და სხვა მიზნობრივ დახმარებას; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 9800; მიზნობრივი მაჩვენებელი - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 13285; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - სერვისის მიმწოდებელთა რესურსის ნაკლებობა
1.საბაზისო მაჩვენებელი - კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები და მიზნობრივი სოციალური ჯგუფები დროულად იღებენ პენსიას/კომპენსაციას, საარსებო შემწეობას, სოცილაურ პაკეტს და სხვა მიზნობრივ დახმარებას; მიზნობრივი მაჩვენებელი - კანონით განსაზღვრული ბენეფიციარები და მიზნობრივი სოციალური ჯგუფები დროულად იღებენ პენსიას/კომპენსაციას, საარსებო შემწეობას, სოცილაურ პაკეტს და სხვა მიზნობრივ დახმარებას; მიღწეული მაჩვენებელი - განხორციელდა ბენეფიციარების დაფინანსება სოციალური გასაცემლებით, სრულად და დროულად. 2. საბაზისო მაჩვენებელი - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 9800; მიზნობრივი მაჩვენებელი - „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ქვეპროგრამებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 13285; მიღწეული მაჩვენებელი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (მათ შორის, ბავშვები), ხანდაზმულები და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული, სოციალურად დაუცველი და მიუსაფარი ბავშვები უზრუნველყოფილნი იყვნენ შესაბამისი სოციალური მომსახურებებით, პროგრამის ქვეპროგრამებში ჩართული იყო 13 ათასამდე ბენეფიციარი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019