მოძებნე პროგრამის შედეგები

ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (26 03)

გამოყოფილია 65.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეროვნული საარქივო ფონდის შევსება მატერიალური ან/და ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტებით, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება, ეროვნული საარქივო ფონდის ...

ეროვნული საარქივო ფონდის შევსება მატერიალური ან/და ელექტრონულ მატარებელზე გადატანილი დოკუმენტებით, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზის ფორმირება და მისი მუდმივი განახლება, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; კინოფირებისა და საარქივო დოკუმენტების ელექტრონულ მატარებლებზე გადატანა; ადგილობრივ არქივებში დაცული დოკუმენტების გადატანა/განთავსება რეგიონული არქივების გარემონტებულ შენობებში, სადაც საარქივო დოკუმენტების დაცვის და შენახვის სათანადო პირობებია შექმნილი. შიდა ქართლის რეგიონული არქივის შენობის მშენებლობა და აღჭურვა; მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული, ეროვნული საარქივო ფონდის მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის, გენეალოგიური მონაცემების აღრიცხვის ელექტრონული სისტემების და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (ტექსტური, ფოტოფონოვიდეოდოკუმენტები, რუკები) ელექტრონული კატალოგების შექმნა და განვითარება; ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივების შენობებისათვის ხანძარქრობის სისტემების მოწყობა, ნიტროფუძიანი და ტრეაცეტატული ფირების მქონე დოკუმენტების საცავის მშენებლობა და აღჭურვა, თბილისში მდებარე ეროვნული არქივის ეზოში დამხმარე სამეურნეო სათავსოებისა და სკვერის, ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა და შენობის კაპიტალური რემონტი.

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დაცულ გარემოში განთავსებული არქივის დოკუმენტები; მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული, დახვეწილი და განახლებული პროგრამული სისტემები; შექმნილი ელექტრონული არქივი და ელექტრონული მასალების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე.
·   დასრულდა ქუთაისის ცენტრალური არქივის სამშენებლო, ეროვნული არქივის ადმინისტრაციული შენობისა და თბილისის ცენტრალური არქივის დამხმარე ნაგებობისა და სარდაფის სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოები, შესაბამისი ფართები გამოყენებულ იქნა სასაწყობე და დოკუმენტების შესანახ სივრცედ; ·   მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონულ სერვისებს დაემატა 2 სერვისი; ·   ელექტრონულ მატარებლებზე გადატანილ იქნა ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული დოკუმენტები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ბოლოსათვის აშენებული/გარემონტებული და აღჭურვილი 5 არქივი, ცენტრალიზაციას დაქვემდებარებული 41 ადგილობრივი არქივი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - ცენტრალიზაციას დაექვემდებარება 2 არქივი; 2019 წელს - ცენტრალიზაციას დაექვემდებარება 2 არქივი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაგეგმილი პროექტის ვადის ცვლილება 2-3 თვე; შესაძლო რისკები - სამშენებლო-სარემონტო და სხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეფერხება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის მოქმედი ელექტრონული სერვისები: საარქივო დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ფოტო, საეკლესიო და ფონდების ელექტრონული კატალოგები, საკომლო წიგნების ელექტრონულ მონაცემთა ერთიანი ბაზა; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად დამატებით ორი ელექტრონული სერვისის გაშვება/გაუმჯობესება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - +/- 1 სერვისი; შესაძლო რისკები - პროექტთა პრიორიტეტიზაციის ცვლილება 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნის ფარგლებში დასკანერებული 4 700 ათას დოკუმენტზე მეტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნება დამატებით 700 ათასი გვერდი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 4%-5%; შესაძლო რისკები - მწყობრიდან გამოსული ძვირადღირებული სკანერული აპარატურის სწრაფად ჩაუნაცვლებლობა. სკანირების ჯგუფში ადამიანური რესურსების მკვეთრი კლება
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წელს ბოლოსათვის აშენებული/გარემონტებული და აღჭურვილი 5 არქივი, ცენტრალიზაციას დაქვემდებარებული 41 ადგილობრივი არქივი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - ცენტრალიზაციას დაექვემდებარება 2 არქივი; 2019 წელს - ცენტრალიზაციას დაექვემდებარება 2 არქივი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ცენტრალიზაციას დაექვემდებარა 1 არქივი (ტყიბული). 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის მოქმედი ელექტრონული სერვისები: საარქივო დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; აფხაზეთის ვირტუალური არქივი; ფოტო, საეკლესიო და ფონდების ელექტრონული კატალოგები, საკომლო წიგნების ელექტრონულ მონაცემთა ერთიანი ბაზა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად დამატებით ორი ელექტრონული სერვისის გაშვება/გაუმჯობესება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გაეშვა ორი სერვისი: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დოკუმენტების კატალოგი. 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნის ფარგლებში დასკანერებული 4 700 ათას დოკუმენტზე მეტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოველწლიურად ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნება დამატებით 700 ათასი გვერდი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ელექტრომატარებლებზე გადატანილ იქნა 950 ათას გვერდზე მეტი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 2018 წელს ცენტრალიზაციას ვერ დაექვემდებარა ახალქალაქის არქივი, რადგან ეს დამოკიდებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის ახალი შენობის მშენებლობაზე. ინფრასტრუქტურული პროექტის შეფერხება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ მიწის სამუშაოების მსვლელობისას აღმოჩენილ იქნა არქეოლოგიური ნანგრევები. აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლის შენარჩუნებისათვის აუცილებელი გახდა დროებით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეჩერება და ახალი სამშენებლო პროექტის შეძენა. კორექტირებული პროექტი, ასევე, შეთანხმდა სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან“. პროექტის კორექტირების სირთულის გათვალისწინებით, შეიცვალა სამუშაოების წარმოების პერიოდი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019